სვუპის რებრენდინგი — ახალი ეტაპი ბრენდის განვითარებაში
ფოტო: სვუპი
სვუპი უკვე 15 წელია, საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებლებს სთავაზობს ფასდაკლების ვაუჩერებს გართობის, დასვენების, ესთეტიკისა და სხვა მრავალფეროვან სერვისებზე. საქმიანობის საწყის ეტაპზე პლატფორმამ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა მოთხოვნად შეთავაზებებზე ხელმისაწვდომი ფასდაკლებების გამო, თუმცა დროთა განმავლობაში შეიცვალა ბაზრის პირობები და მომხმარებლის მოლოდინებიც.
დღეს ბრენდის მიზანია, განახლებული ხედვით დაბრუნება და ახალი გამოცდილებების აღმოჩენისა და თავისუფალი დროის დაგეგმვის პლატფორმად პოზიციონირება, რომელიც პასუხობს მომხმარებლის ყოველდღიურ კითხვას — "რა ვქნა?".
თანამედროვე სამყაროში, რომელშიც ფასდაკლება ფართოდ გავრცელებული მექანიზმია, სვუპი ყურადღებას ამახვილებს სვუპერ შეთავაზებებზე — სუპერ იდეა + სუპერ ფასი.
სვუპის სტრატეგიულ გამოწვევებსა და ბრენდის რებრენდინგზე, დეტალურად, ბრენდის სტრატეგი — ვასკა ჩუბინიძე — გვესაუბრება.
რა იყო სვუპის მთავარი სტრატეგიული გამოწვევა და როგორ უპასუხეთ მას
ბრენდის განახლებისა და კონცეფციის გადატვირთვის გზით?
სვუპი უკვე ათწლეულზე მეტია, ქართულ ბაზარზეა და მომხმარებლებს გართობისა და დასვენების სფეროში ფასდაკლების ვაუჩერებს სთავაზობს, თუმცა დროთა განმავლობაში შეიცვალა ბაზრის პირობები და მომხმარებლის მოლოდინებიც. ეს ბუნებრივად ქმნიდა შეზღუდვას როგორც ბიზნესის ზრდისთვის, ისე ბრენდის განვითარებისთვის, რის გამოც გახდა საჭირო არა მხოლოდ ვიზუალური განახლება, არამედ სვუპის კონცეფციისა და შეთავაზებების სისტემური გადატვირთვა.
ამ პროცესმა სრულიად ახალი მიმართულება გახსნა: სვუპი გადადის დაზოგვაზე ორიენტირებული ვაუჩერების პლატფორმიდან აღმოჩენების სამყაროში და ხდება სივრცე, რომელიც ადამიანებს ახალ იდეებს, გამოცდილებებსა და შესაძლებლობებს სთავაზობს. ახალი სვუპი Jester და Explorer არქეტიპების კომბინაციას ატარებს — ბრენდი, რომელიც ერთდროულად ხალისიანია, ავანტიურისტულია და მუდმივად რაღაც საინტერესოს ეძებს.
შესაბამისად, იცვლება ყველაფერი: შეთავაზებები, ვებგვერდის გამოცდილება, ვიზუალური და ვერბალური იდენტობა, ბრენდის ენერგია და ხასიათი.
სვუპი ხდება ფერადი, მხიარული, კომუნიკაციაში უშუალო და ისეთი, როგორიც ადამიანებს მოქმედების სურვილს უჩენს.
ამ ახალი ხედვის გაგრძელებაა სლოგანიც — "სვუპერ შეთავაზებები" — რადგან სვუპი დღეს უკვე არა მხოლოდ კარგ ფასს, არამედ სუპერ იდეებს, სუპერ შესაძლებლობებს და სუპერ განწყობას აერთიანებს, რაც ვებგვერდზე ყოველ ვიზიტს მცირე აღმოჩენად აქცევს.
ფოტო: სვუპი
გარდა ბრენდის სტრატეგიისა და კონცეფციის ცვლილებებისა, სვუპმა დიზაინის კუთხითაც მნიშვნელოვანი რებრენდინგი განახორციელა, რომელზეც დიზაინ სტუდია Reckless-ის წარმომადგენლები, ანკა ქოიავა და ლიზა ყაჯრიშვილი, გვესაუბრებიან.
სვუპის ვიზუალური იდენტობა მნიშვნელოვნად განახლდა. რატომ გახდა ეს ცვლილება აუცილებელი და როგორ დაიწყო რებრენდინგის პროცესი?
აქამდე სვუპი თავისი ვიზუალური სტილიდან გამომდინარე აღიქმებოდა ფასდაკლებებისა და offer-ების ვებგვერდად. სტრატეგიიდან გამომდინარე, რებრენდინგის დავალებაც იყო ამის შეცვლა, სვუპი უნდა გადაქცეულიყო აღმოჩენების სამყაროდ, ადგილად, სადაც ყველაფერს იპოვიდი. აქედან გამომდინარე, ბრენდი გაფერადდა და იქცა დინამიკურად. ლოგოს ხასიათი და ფორმაც იცვლება.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიგნება იყო ხმა (საუნდი), რომელმაც თავისთავად ვიზუალური სტილიც და ლოგოს ფორმაც გვიკარნახა. ჯერ იყო იდეა, შემდეგ საუნდი (sound wave) და შემდეგ უკვე ლოგოს ფორმა. მწვანე ფერი შეიცვალა და დაემატა პალიტრის ფართო სპექტრი, რომელიც იდეალურადერგება ბრენდის ხასიათს, მრავალმხრივად ჩაიშალა ბრენდინგის ელემენტები, ლოგოს გარდა, შემუშავდა ძალიან სპეციფიური, მხიარული და განსხვავებული ფოტო სტილი, რომელსაც უკვე გაცოცხლებულ კამპანიის ვიდეოში ვხვდებით.
რა კონკრეტული ცვლილებები გააკეთეთ, რომ მომხმარებელს დაენახა სვუპის ცვლილება არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ შინაარსობრივადაც?
თიკა მახარაშვილი: როცა სვუპის განახლებაზე დავიწყეთ ფიქრი, არ გვინდოდა მხოლოდ ბრენდის იდენტობა და ვიზუალური სტილი განგვეახლებინა, არამედ პირიქით, ვიზუალს და მარკეტინგს გამოეხატა სწორედ ბიზნეს სტრატეგია და კონცეფციური ცვლილება.
ახალი სვუპის მთავარი ბირთვი შეთავაზებებია, რომლებიც იმ მომენტში შენთვის საუკეთესოა როგორც ახალი გამოცდილების მიღების, ისე ფინანსური თვალსაზრისით, შესაბამისად ვაპირებთ, მომხმარებლებისთვის ეს დაპირება შევასრულოთ, მუდმივად შევთავაზოთ საინტერესო და ახალი აქტივობები რაც დაეხმარებათ "რა ვქნათ?" სიტუაციისას სვუპერ გამოსავლის პოვნაში.
რა ტიპის შეთავაზებები დაამატეთ, რათა პლატფორმა პარტნიორებისთვის მოქნილ კომერციულ ინსტრუმენტად იქცეს, ხოლო მომხმარებლებისთვის ახალ გამოცდილებად?
თიკა მახარაშვილი: სტრატეგიის შემუშავების პროცესში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ჩვენი პარტნიორები იყვნენ, რის გამოც ახალი კონცეფცია სრულად დაფუძნებულია ლიმიტირებულ შეთავაზებებზე.
გვინდა SWOOP.GE პარტნიორებისთვისაც კომერციულ ინსტრუმენტად იქცეს და თავისი საჭიროებების შესაბამისად გამოიყენონ. გვესმის, რომ ფასდაკლება ბიზნესისთვის ყოველთვის ხელსაყრელი არაა, ამიტომ ჩვენ ვაძლევთ საშუალებას კარგი შეთავაზება ლიმიტირებული დროით, ან რაოდენობით გამოყონ ისევ და ისევ საკუთარო კომერციული მიზნების შესასრულებლად. ეს, თავის მხრივ, მომხმარებლებისთვისაც ქმნის უკეთესი პირობის შეთავაზებას რომლით სარგებლობაც უნდა მოასწრონ, შესაბამისად ბრენდიც უფრო დინამიკური, იმპულსური და მრავალფეროვანია.
შეგიძლიათ, "სუპერ შეთავაზების" რამდენიმე მაგალითი მოიყვანოთ, რომლებიც ყველაზე კარგად ასახავს სვუპის ახალ იდენტობას? (მაგალითად, საახალწლო შეთავაზებები)
თიკა მახარაშვილი: სვუპერ შეთავაზება თავისთავად სვუპერ აქტივობას + სვუპერ ფასს გულისხმობს და სხვადასხვა კატეგორიაში ბევრი მსგავსი შეთავაზება შემიძლია გითხრათ, მაგალითად: მეგობრებთან ერთად ყინულის მოედანზე გართობა, ბავშვებთან ერთად თეატრის კულისებში მოგზაურობა, საქართველოს სხვადასხვა კურორტზე დასვენება და სხვა მრავალი რაც უკვე SWOOP.GE-ზე შეგიძლიათ აღმოაჩინოთ.
და ბოლოს — რა გეგმები გაქვთ მომავალში და კიდევ რა სიახლეს უნდა ელოდოს მომხმარებელი სვუპისგან?
თიკა მახარაშვილი: გვინდა სვუპი ჩამოყალიბდეს როგორც ცხოვრების სტილის (Lifestyle) ბრენდი, რომელიც თავგადასავლებით და აღმოჩენებით სავსე ცხოვრების აგიტატორია. ბრენდი, რომელიც გაერკვია მომხმარებლის საჭიროებებში და მათთვის გამორჩეულად საუკეთესო შეთავაზებებს ქმნის, ის ერთგვარი კატალოგია, სადაც შეთავაზებები შედარებულია და არჩევანის გაკეთება.
ასე, რომ ახლა სვუპში დაგხვდებათ სვუპერ შეთავაზებები — სუპერ ფასდაკლებები, იდეები და განახლებული ბრენდი ერთ სივრცეში.
რებრენდინგთან ერთად სვუპის ხასიათიც განახლდა — გახდა უფრო ფერადი, მსუბუქი და მეგობრული. შეცვლილი ვიზუალური და შინაარსობრივი მიდგომა სვუპს აქცევს ადგილად, სადაც თითოეული შეთავაზება პატარა აღმოჩენაა, რომლებიც ახალი იდეების განხორციელებისკენ გვიბიძგებს.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები