მერია ანტიჰომოფობიური პლაკატის ჩამორეცხვაზე: პლაკატი უნებართვოდ იყო გაკრული
თბილისის მერიის პრესსამსახურის განმარტებით, კეკელიძის ქუჩაზე ანტიჰომოფობიური პლაკატის ჩამორეცხვის მიზეზი გახდა ის, რომ არქიტექტურის სამსახურიდან მის გაკვრაზე ნებართვა არ იყო გაცემული.
პლაკატი კეკელიძის ქუჩაზე მხატვარმა მუსია ქებურიამ 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს გააკრა.
მერიის პრესსამსახურის თანამშრომელმა ლილე ხმალაძემ On.ge-ს განუმარტა მიზეზი, რის გამოც დასუფთავების სამსახურმა პლაკატი ჩამორეცხა:
"ეს სტენსილი იყო გაკეთებული კეკელიძის ქუჩაზე ხიდის შიდა ფასადზე. როცა ხიდზე, ნაგებობაზე და ა.შ. უნდა გაკეთდეს პლაკატი, სტენსილი, ნახატი და ა.შ. ეს უნდა შეთანხმდეს არქიტექტურის სამსახურთან. ვთქვათ, როგორც იყო კავკაზუსის რეკლამა გვირაბში, თანხმდება არქიტექტურის სამსახურთან და ის აწესებს ვადებს.
ეს კონკრეტული სტენსილი რომ უნდა განთავსებულიყო ხიდზე, ეს არ არის შეთანხმებული არქიტექტურის სამსახურთან და ამაზე არ იყო ნებართვა გაცემული.
ეს იყო ჩამორეცხვის მიზეზი?
თუ უნდა მოხდეს პლაკატის, სტენსალის ან რეკლამის გაკვრა ადმინისტრაციული ერთეულის ნებისმიერ ნაგებობაზე, ეს იქნება შენობა, ხიდი, გვირაბი თუ ა.შ. უნდა ნებართვა გასცეს არქიტექტურის სამსახურმა. როცა ეს არ ხდება, ანუ ნებართვა არ იყო გაცემული და არც არავის მოუმართავს ამისთვის, აქ უკვე მოქმედებას იწყებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლი, რაც თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს. შესაბამისად, რადგან არ იყო ნებართვა, უკვე გასუფთავდა ამ ხიდის შიდა ფასადი. ასე ხდება სხვა შემთხვევებშიც. რადგან ეს იყო კოდექსის დარღვევა, ამიტომ მოხდა გასუფთავება.
გვერდით არსებულ წარწერებსა და სტენსილებზე გაცემულია ნებართვა?
იცით, თუ ეს გაინტერესებთ, შეგიძლიათ მიმართოთ არქიტექტურის სამსახურს და ის გაგირკვევთ მთელი თბილისის მასშტაბით რაც გაინტერესებთ.
ჩვენს კითხვაზე, რამე დამატებითი სანქციის გატარებას თუ აპირებენ პლაკატის ავტორის წინააღმდეგ, თბილისის მერიის პრესსამსახურმა გვითხრა, რომ როდესაც ვერ ხდება უნებართვოდ გაკრული პლაკატის ავტორის იდენტიფიცირება, ამ შემთხვევაში მერია თავისი ძალებით ახდენს მის გასუფთავებას: "ამ შემთხვევაში პლაკატი უკვე ჩამოფხეკილია".
მხატვარმა მუსია ქებურიამ ანტიჰომოფობიური პლაკატი კეკელიძის ქუჩაზე 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს გააკრა. როგორც მხატვარმა On.ge-ს განუცხადა, ის ამ პლაკატით ასევე გამოეხმაურა იმ აქტივისტების დაკავებას, რომლებიც საპატრიარქოს კედელზე აპირებდნენ წარწერების გაკეთებას და რომლებსაც პოლიცია აგრესიულად მოექცა.
თბილისის ქუჩებში - შენობების კედლებზე, ღობეებსა და ტროტუარებზე, ხშირად შეხვდებით წარწერებსა და პლაკატებს, რომელსაც წლებია, არავინ შლის.
დასუფთავების სამსახურმა კეკელიძის ქუჩაზე ანტიჰომოფობიური პლაკატი ჩამორეცხა
განახლება: სტატიის გამოქვეყნებიდან 1 საათის შემდეგ დაგვიკავშირდა თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი და გვითხრა, რომ პლაკატის ჩამორეცხვაზე ბრძანება მათ არ გაუციათ და თბილისის მერიის დასუფთავების თანმშრომელმა ანტიჰომოფობიური პლაკატი სავარაუდოდ ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის შემდეგ ჩამორეცხა.
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
კომენტარები