ალეკო ელისაშვილი

21 Nov. 2020, 19:57

მიუხედავად იმისა, რომ დაღლილი ვარ — მანამდე წინასაარჩევნო პერიოდი იყო, ახლა ჯაჯგურია ქუჩაში, ისე მეამაყება რაშიც ვმონაწილეობ... ვიცი, დრო რომ გავა და რომ შემოვბრუნდებით, რომ დავბერდებით, ძალიან ამაყი და ბედნიერი ვიქნები, რომ ვიყავი ჩართული იმ ბრძოლაში, რომელიც საერთო ჯამში სანდო და პატიოსან არჩევნებს, საარჩევნო წესის და ტრადიციის დამკვიდრებას მოუტანს ქვეყანას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, ეს მამხნევებს, ძალას მაძლევს. არ მინდა, მაგრამ დიდი სიამოვნებით ვიდგები და ვიბრძოლებ ქუჩაში, იმიტომ რომ ვიცი, რისთვისაც ვიბრძვი. რაღაცა პროცენტებისთვის და მანდატებისთვის კი არ ვიბრძვით, ვიბრძვით უკეთესი ქვეყნისთვის, უკეთესი საქართველოსთვის, სადაც არჩევნებს ექნება შინაარსი. ხოდა, ფრთას მასხამს ეს ამბავი რა... ჩემთვის არანაირი დისკომფორტი არ არის ქუჩაში დგომა და პროტესტი, პირიქით, პარლამენტში რომ შევალ, დავიბნევი თავიდან ბრინჯივით, იმიტომ რომ არ ვიცი წესიერად რეგლამენტი, ახლა ვზივარ და რაღაცებს ვკითხულობ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
  2. "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
  3. რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
  4. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
  5. აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს

13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს! ჩემთან ერთად…