საბა ბრაჭველი

9 May. 2024, 11:11

გუშინდელი ძალადობის ავტორების დაკავების ნაცვლად, შსს-მ დააანონსა, ხალხს გამოკითხვებზე დავიბარებთო. ამიტომ, თუ გამოკითხვაზე დასაბარებლად დაგირეკეს, იცოდეთ, როგორ მოიქცეთ:

  • უარს ამბობთ განყოფილებაში გამოკითხვაზე;
  • თანხმდებით მხოლოდ მოსამართლის წინაშე ინფორმაციის მიცემას და ელოდებით შესაბამის ორდერს;
  • თუ ორდერი გამოგიგზავნეს, მიდიხართ სასამართლოში აუცილებლად ადვოკატთან ერთად.

არ აქვთ უფლება, ქუჩაში გაგაჩერონ და განყოფილებაში წასვლა გაიძულონ.

  • არ აქვთ უფლება, სახლში მოგიკაკუნონ და შემოსვლა მოითხოვონ
  • არ აქვთ უფლება, დაგემუქრონ "შედეგებით", თუ გამოკითხვაზე მისვლაზე უარს განაცხადებთ.

577070563— სამართლებრივი დახმარების ცხელი ხაზის ნომერი, 1481 - სახალხო დამცველის ცხელი ხაზის ნომერი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მათი მიზანი უბრალოდ ჩვენი შეშინებაა.

მშვიდად და მხნედ უნდა შევხვდეთ მათ ყველა ხრიკს და 11-ში კიდევ უფრო მეტი უნდა გავიდეთ მარშზე იმის საჩვენებლად, რომ მათზე ბევრად მეტი ვართ.

ერთად ვერ მოგვერევიან. ძალა ერთობაშია.

წერს ფეისბუქზე საბა ბრაჭველი, ღია საზოგადოების ფონდის წარმომადგენელი. 

დღეს, 9 მაისს, ცნობილი გახდა, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს სამართალდამცველები გამოკითხავენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
  5. გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროს თამაზ ბორაშვილს მოადგილეების შემადგენლობა განუახლდა — შესაბამისი…