ნინო კასრაძე

9 May. 2024, 16:26

ხელისუფლებას ერთ რამეს ვეტყვი — გამოდით თქვენი წრიდან. ყოველთვის აგდებით, დამცირებით რომ უყურებთ სხვებს, გამოდით, გაიხედეთ, მოისმინეთ, თქვენც წრეში ხართ მოქცეული, თქვენც გატყუებენ.

ამ ცემის [რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე თავდასხმა] მერე საზოგადოების დიდ ნაწილს ექნება დიდი პროტესტი. შენი ცხოვრება შენ უნდა იცხოვრო, შენ ერთხელ უნდა მოკვდე, ერთხელ უნდა მიიღო გადაწყვეტილება. ეს შენი გადასაწყვეტია და არა ვიღაცის.

ჩემი ადრესატი მინდა იყოს, ჩემი კოლეგები, მეგობრები და ის ადამიანები, რომლებიც არ იზიარებენ ჩემს აზრს და საპირისპირო აზრი აქვთ. მათ მინდა ვუთხრა, რომ უკიდურესად მძიმე სიტუაციაა. ჩვენ გვახსოვს, რომ ციხეში ცემის კადრებმა გადაწყვიტა წინა ხელისუფლების ბედი. მე მაშინ მახსოვს აღშფოთებული ადამიანები და ამან შეცვალა არჩევნების ბედი. მაშინ რომ ეს იყო მიუღებელი, მაშინ რომ ეს იყო აღმაშფოთებელი, დღეს რატომ არის ეს მისაღები? მაშინ რასაც აპროტესტებდით, დღეს რატომ არ აპროტესტებთ იმას?


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
  2. ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე პროკურატურა 11 პირს გამოკითხავს — ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?
  3. გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
  4. თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავას დღეს დაკრძალავენ
  5. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

500,000-მდე მონაწილე და 250,000-ლარიანი საპრიზო ფონდი — თიბისის მობაილბანკში საგანძურის მარათონი დასრულდა

თიბისის მობაილბანკში ორთვიანი გემიფიკაციის კამპანია — "საგანძურის მარათონი" წარმატებით დასრულდა. თამაშმა ნახევარ…