თავდასხმების სერია რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე — გია ჯაფარიძეს, დიმიტრი ჩიქოვანს და ლაშა ღვინიანიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ
რა ხდება: წუხელ, 8 მაისის ღამე ფიზიკურად გაუსწორდნენ სამ ადამიანს, რომლებიც ღიად უპირისპირდებიან რუსულ კანონს.
- ერთ-ერთი მათგანი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გია ჯაფარიძეა.
- სცემეს, ასევე, ნაციონალური მოძრაობის წევს დიმიტრი ჩიქოვანს და რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძეს.
დეტალები: გია ჯაფარიძეზე თავდასხმის შესახებ, თავდაპირველად, მისმა ძმამ, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
- მან ფეისბუქზე დაწერა, რომ გია ჯაფარიძეს თავდამსხმელები სადარბაზოსთან დახვდნენ.
მოგვიანებით, თავად დაზარალებულმა თქვა, რომ უცნობი პირები ბეისბოლის ბიტების მსგავსი საგნებით გაუსწორდნენ.
- "რუსები დაგვესხნენ თავს. 2 ადამიანი მახსოვს, შეიძლება 3 ან მეტი იყო. სადარბაზოსთან მოხდა. პირდაპირ ცემა დაიწყეს. რატომ ვეწინააღმდეგები რუსულ კანონს, ამას ამბობდნენ", — თქვა გია ჯაფარიძემ.
მსგავსი: IDFI-ის დირექტორსა და ფორმულას გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ
მძიმედ არის ნაცემი დიმიტრი ჩიქოვანი, რომელსაც, ასევე, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან დაესხნენ თავს. ინციდენტის შემდეგ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
- ჩიქოვანის ექიმის თქმით, ენმ-ის წევრს ქალა-ტვინის ტრავმა აღენიშნება და შესაბამისი კვლევები უტარდება. მისივე განმარტებით, ზოგადი მდგომარეობა საყურადღებოა.
- "ორი ადამიანი იყო ქუდებით ჩასაფრებული სადარბაზოს კარებთან და ყველაფერი მოხდა ძალიან უცებ. ქართული ოცნების მშიშარა ტიტუშკები ზუსტად 3 წუთში გაიქცნენ, როგორც გაიქცევიან ქვეყნიდან, ბოლოს ასე დამთავრდება. ეს არის რუსული რეჟიმი, ეს არის რუსული კანონი, ეს უკვე მოქმედებაშია და ვერაფერი შეაჩერებს ქართველ ხალხს", — თქვა ჩიქოვანმა ფორმულას ეთერში.
გუშინ ღამით ფიზიკურად გაუსწორდნენ ბაიკერ ლაშა ღვინიანიძესაც. ვრცელდება მისი ცემის ამსახველი კადრები, სადაც ჩანს, რომ მას თავს რამდენიმე ადამიანი დაესხა.
ფორმულას ინფორმაციით, ღვინიანიძემ თქვა, რომ თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე, მასთან უცნობი ნომრიდან შევიდა ზარი, თუმცა ხმას არ იღებდნენ.
- "მთელი დღის მუქარების შემდეგ, არ ვიცი ოღონდ, საიდან გაიგეს სად ვიყავი, უბრალოდ იმ საეჭვო ნორმიდან შემოვიდა ზარი, რომელსაც ვუპასუხე და ხმას არ იღებდნენ იქიდან და ეჭვი მაქვს, რომ ალბათ, ეგრე გაიგეს ლოკაცია. დაახლოებით 10 წუთში, პირბადეებით სამი ადამიანი მოვარდა. ჩაგვიარეს ჯერ ჩვეულებრივად მე და ჩემს მეგობარს, მერე გამარჯობაო და უკნიდან შემოგვიტიეს, ვერც მოვასწარით ვერაფრის გაკეთება.
- დღეს 72 წლის მამაჩემს დაურეკეს და ემუქრებოდნენ, რომ შენი შვილი გაჩერდესო. როგორც ყველას, თავიდან გვეგონა, რომ უბრალოდ მუქარებია მხოლოდ და მეტი არაფერი", - ამბობს ღვინიანიძე.
თავდასხმის შემდეგ, ღვინიანიძეს დაზიანებები სახის არეში აქვს და ტუჩზე ნაკერი ადევს.
- ვცადეთ გაგვერკვია, აღიძრა თუ არა საქმე აღნიშნულ თავდასხმებთან დაკავშირებით. NEWS.On.ge-ს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, რომ ინფორმაციას გადაამოწმებენ.
- პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
ასევე, ნახეთ: "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
-
ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გადახედვა
-
მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს
გადახედვა
-
აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
-
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
-
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო
გადახედვა
-
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
-
მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა მთავრობა ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group-ის ხელმძღვანელს შეხვდა
გადახედვა
-
"თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე "თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე
გადახედვა
-
როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პატიმრის საქმეში არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პატიმრის საქმეში არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს
გადახედვა
-
ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში
გადახედვა
-
საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ? საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ?
გადახედვა
-
უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა
გადახედვა
-
კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა? კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
გადახედვა
კომენტარები