თინა ბოკუჩავა

თინა ბოკუჩავა

9 May. 2024, 14:37

გუშინ, ივანიშვილის მიერ დაქირავებული ხუთკაციანი დაჯგუფება, თავს დაესხა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, დიმიტრი ჩიქოვანს. ასევე, გუშინ, საკუთარ სახლთან, თავს დაესხნენ გია ჯაფარიძეს, საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორს და აქტივისტს. დიმასაც და გიასაც აღენიშნებათ დაზიანებები. დიმას აქვს სახის ძვლების მოტეხილობები და მძიმე დაზიანებები თავის არეში.

ეს მას შემდეგ, რაც ერთი კვირა გავიდა უმოწყალოდ ცემის ფაქტის შემდეგ, რომელსაც უშუალოდ ესწრებოდნენ მაღალი თანამდებობის პირები ივანიშვილის დავალებით და უშუალოდ ახორციელებდნენ ამ თავდასხმას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ.

ნაცემია ათეულობით ახალგაზრდა და აქტივისტი, უკანონოდ აკავებენ ახალგაზრდებს. შსს-ს დღევანდელ ბრიფინგზეც, როდესაც უნდა საუბრობდეს იმაზე, თუ როგორ დაისჯებიან მოძალადეები, კვლავ აანონსებს რეპრესიებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.

პარალელურად, ასევე, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს ურეკავდნენ ხან დაფარული ნომრებით და ხან ღია ნომრებით, ურეკავდნენ მათ ოჯახის წევრებს, მათ მცირეწლოვან შვილებს და კონკრეტულად მათი საცხოვრებელი სახლების მისამართებზე აპელირებით ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით.

ეს არის რუსთაველზე ივანიშვილის მიერ დაანონსებული რეპრესიების სისრულეში მოყვანის უსუსური მცდელობა. ეს არის საზოგადოებაში მასობრივი ტერორის დათესვის მცდელობა საზოგადოების დაშინების, გაჩუმების და გაჩერების მიზნით.

რუსული კანონის და რუსეთისკენ აღებული გეზის დასაცავად რუსული მეთოდებით ბრძოლა საკუთარ ხალხთან დასრულდება ივანიშვილის მარცხით, ეს გარდაუვალია. საზოგადოებაში გაიზრდება არა შიში, არამედ ურთიერთსოლიდარობა და რწმენა, რომ რუსული მთავრობა აუცილებლად ერთიანი ძალებით უნდა მოვაშოროთ.

ამაში დარწმუნებული ვარ როგორც არასდროს, მაგრამ ერთი მინდა იცოდეს თითოეულმა მოძალადემ, თითოეულმა ადამიანმა, რომელიც მონაწილეობს ამ ძალადობაში აქტივისტების თუ ოპოზიციონერების წინააღმდეგ, დაქირავებული მაგინებლების წინააღმდეგაც მინდა რომ ვთქვა, რომ ძალიან მალე ხელისუფლება შეიცვლება, ეს გარდაუვალია, ეს ვიცით ყველამ, ამას ხედავენ საქართველოში საერთაშორისო მეგობრები, ამას ხედავენ ის ახალგაზრდები, რომლებიც იცავენ საქართველოს მომავალს ყოველდღე რუსთაველის გამზირზე, ხელისუფლება შეიცვლება და თითოეულ თქვენგანს მოუწევს პასუხის გაცემა დამოუკიდებელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე.

მივმართავ სახალხო დამცველს, რომ უფრო აქტიურად ჩაერთოს პროცესებში, ასევე, მივმართავ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც ძალიან დიდი ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, რომ ახალ ნამდვილად მოქმედების დროა იმისთვის, რომ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით დავიცვათ საქართველოს ისტორიული ევროატლანტიკური არჩევანი და რაც მთავარია, მინდა მივმართო თითოეულ მოქალაქეს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს — ზუსტად ვიცი, თქვენ ვერაფერი შეგაშინებთ და მინდა იცოდეთ,რომ ჩვენ თქვენ გვერდით ვარ.

გვერდში გვიგულეთ ამ საერთო ბრძოლაში, რომელიც აუცილებლად თქვენი გამარჯვებით დასრულდება.

განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ,
თინა ბოკუჩავამ.

წუხელ ფიზიკურად გაუსწორდნენ რუსული კანონის სამ მოწინააღმდეგეს — გია ჯაფარიძეს, ლაშა ღვინიანიძეს და დიმიტრი ჩიქოვანს, ხოლო პარტია ახალის წევრმა, გიორგი ონიანმა განაცხადა, რომ უცნობი პირები სახლში მიუვარდნენ, სადაც მისი 14 წლის შვილი მარტო იმყოფებოდა.

დღეს, 9 მაისს, ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 8-9 მაისს, პარლამენტის მიმდებარედ გამართული საპროტესტო აქციების 6 მონაწილე დააკავა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მთავარეპისკოპოსი ზენონი: კათალიკოსმა იცოდა დიდი ხნის წინათ თქმა: მღვდელი ხმაურით თუ მაღლა იჭრება, ხელი სტაცე და მიწაზე დაანარცხეო
  2. რუსთავში აიღეს ძეგლი "სამოთხის კარიბჭე", რომელმაც საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა
  3. თეა წულუკიანი: "აცე ვიროს" შანტაჟი უნდა შეწყდეს. ეს ხელისუფლება არსად მიდის
  4. "ენგურჰესის" ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთს სადგურიდან ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა, თუმცა ვითარება მაინც რთულია
  5. თეა წულუკიანი: ახალგაზრდებს აქვთ ბრაზი, ამ ბრაზის საფუძველია გამოსარკვევი, მათთან საგნობრივი დისკუსიაა საჭიროა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პოლიციამ მაღაზია "არტ-თაიმის" გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,…