ახალი აპლიკაცია ვეფხისტყაოსნის მკითხველებს საოცარ გამოცდილებას ჰპირდება
ფოტო: ვეფხისტყაოსანი / Facebook
ქართული ლიტერატურის ცენტრალური ნაწილი, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ვეფხისტყაოსანს უკავია. საუკუნეების განმავლობაში ეპიკური პოემა არაერთგვაროვანი ფორმით იყო წარმოდგენილი, თუმცა დღესდღეობით იმაზე მეტია საჭირო, ვიდრე, ეს უბრალოდ, აკინძული ილუსტრირებული ტექსტია.
გასულ წელს ვეფხისტყაოსნის გრაფიკული ვერსია შეიქმნა, წლეულს კი გაციფრულებული სახით პოემა მობილურ აპლიკაციაში განთავსდა, რომელიც მრავალგვარი ფუნქციონალითაც გამორჩევა. აპლიკაციის წარმდგენი KJ Education არის, მისი შექმნის მიზანი და აპლიკაციის მისია კი ერთ წინადადებაშიც გადმოიცემა: "ვეფხისტყაოსნის გაგება ასე მარტივი არასოდეს ყოფილა".
საიდან გაჩნდა იდეა, შექმნილიყო ორიგინალური აპლიკაცია, რომელიც მკითხველს ახალ გამოცდილებას შესთავაზებდა, როგორ იქმნებოდა პლატფორმა და რა სიახლეებს შესთავაზებს იგი ახლო მომავალში მომხმარებელს — ამ თემაზე On.ge აპლიკაციის შემქმნელებს ესაუბრა.
"აპლიკაციის შექმნის იდეა ერთი წლის წინ გაუჩნდა ჩვენს დამფუძნებელს, მაშინ მეთერთმეტე კლასის მოსწავლე კობა ჟღენტს, რომელმაც ტექსტის ადაპტირებისთვის დახმარება სთხოვა თავის ბებიას, ბსუ-ს პროფესორს, შორენა მახაჭაძეს", — ამბობენ შემქმნელები, — "აპლიკაციის შექმნის მიზანი იყო, რომ სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებსა და რუსთაველის პოემით დაინტერესებულ ყველა ადამიანს ვეფხისტყაოსნის ტექსტის უკეთ გაგებაში დახმარებოდა. გვინდოდა, პოემა ყველასათვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო".
მიზნად დასახული ხელმისაწვდომობა გამართლდა — აპლიკაცია, გარდა ორიგინალური ტექსტისა, მოიცავს მოსახერხებელ საშუალებებსაც ტექსტის უკეთ გასაგებად. მათ შორისაა გასრიალება — სტროფის მარცხნივ გასრიალებით მისი თანამედროვე ქართული ვერსია ჩნდება, ამასთან, ცალკე გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ შინაარსს თავების მიხედვით. ერთადაა თავმოყრილი აფორიზმებიც და რაც მეტად საინტერესოა — ესეები, რომლებიც წერით სავარჯიშოებს მოიცავს ყველაზე მნიშვნელოვან თემებზე. ესეს პლატფორმაზე დამატება თავადაც შეგიძლიათ.
ფოტო: ვეფხისტყაოსანი
აპლიკაცია, დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში იქმნებოდა და, როგორც შემქმნელები აღნიშნავენ, უმთავრეს სირთულეს, პროფესორი ბებიის ტექსტის ადაპტირებაზე დაყოლიება წარმოადგენდა.
"მას მკრეხელობად მიაჩნდა უმშვენიერესი პოემის ტექსტის პროზაულ-გამარტივებული ვერსიის გაკეთება, თუმცა, როცა დარწმუნდა, როგორ უჭირთ მოსწავლეებს ვეფხისტყაოსნის ტექსტის გაგება, დაგვთანხმდა", — აცხადებენ აპლიკაციის შემქმნელები, — "ბუნებრივია, ყველაზე დიდი სირთულე იყო ვეფხისტყაოსნის ტექსტის იმგვარად ადაპტირება, რომ რუსთაველის პოემის ძირითადი აზრი, სიბრძნე და ხიბლი არ დაკარგულიყო (რა თქმა უნდა, ამის მიღწევა სრულყოფილად შეუძლებელია), მაგრამ, იმავდროულად, ყველასათვის გასაგები ყოფილიყო. განზრახვა კეთილშობილურია: მას შემდეგ, რაც მოსწავლე კარგად გაიგებს პოემის ტექსტს, მას უნდა გაუჩნდეს სურვილი, მიუბრუნდეს, წაიკითხოს და უფრო ღრმად ჩასწვდეს ვეფხისტყაოსნის ორიგინალურ ტექსტს".
სამომავლო გეგმებზე საუბრისას, შემქმნელები აღნიშნავენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და აპლიკაცია მომხმარებლების სურვილებისა და მოთხოვნების შესაბამისად დაიხვეწება, მათ შორის, უახლოეს მომავალში დაემატება ინტერნეტის გარეშე (ოფლაინ) რეჟიმში ფუნქციონირების სერვისიც, რაც ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია. ამასთან, შემქმნელებმა რამდენიმე ახალი დამატების ვიზუალი ექსკლუზიურად On.ge-ის მკითხველებს გაუზიარეს.
ფოტო: ვეფხისტყაოსანი
"შესაძლოა, მომავლისთვის აპლიკაციას დაემატოს შემდეგი ფუნქციები: თეთრი თემა აპლიკაციისთვის და ვიჯეტები", — ამბობენ შემქმნელები, — "ვიჯეტები არის ახალი ფუნქცია iOS 14-ში. მომხმარებელს შეუძლია "მიაკრას" თავის ეკრანზე რომელიმე აპლიკაციის გადიდებული ვერსია, რათა მისგან აპლიკაციის გაუხსნელად მიიღოს ინფორმაცია. ჩვენმა გუნდმა ეს შესაძლებლობა არ გაუშვა ხელიდან და მუშაობს ვეფხისტყაოსნის აპლიკაციის ვიჯეტებზე, რომლითაც მომხმარებელი ყოველდღე მიიღებს ახალ აფორიზმს თავისი განმარტებითა და პერსონაჟით, რომელიც მას ამბობს. ასე მომხმარებელი ძალდაუტანებლად, თანდათან გაეცნობა პოემის ყველა აფორიზმს. ჩვენი აპლიკაციის უმთავრესი მიზანიც ისაა, რომ დავუბრუნოთ ახალგაზრდები ვეფხისტყაოსანს. ის ხომ სასკოლო პროგრამაში შეტანილი ჩვეულებრივი ტექსტი არაა: მასში ქართველების ინტელექტუალური და სულიერი ცხოვრების უმაღლესი ღირებულებებია თავმოყრილი".
თუკი სურვილი გაქვთ, თავად ეზიაროთ საკულტო პოემის შეცნობის განახლებულ გამოცდილებას, აპლიკაციის გადმოწერას შეძლებთ, როგორც ანდროიდის, ასევე iOS მოწყობილობებისთვის.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა



კომენტარები