ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში ერთი ოჯახის წევრები მოხვდნენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ On.ge-ის განუცხადა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.