ისრაელის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში
იერუსალიმში მომხდარი გუშინდელი ტერაქტის მიუხედავად, სადაც ტერორისტმა სატვირთო მანქანით, ისრაელის არმიის ოთხი რეზერვისტი, მათ შორის, სამი ახალგაზრდა გოგონა გაიტანა, ისრაელის პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა არ გადადო პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.
ორდღიანი სტუმრობა, რომელიც თბილისში დღეს დაიწყო, ორ ქვეყანას შორის, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს ეძღვნება. ისრაელმა და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს.
საქართველოს პრეზიდენტმა რუვენ რივლინს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა და პირველმა მიუსამძიმრა დაღუპული სამხედროების გამო. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ისეთი გლობალური პრობლემის აღმოსაფხვრელად, როგორიც ტერორიზმი და ე.წ. ისლამური სახელმწიფოა, აქტიური საერთაშორისო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია.
ისრაელის სპეცსამსახურების ცნობით, ისრაელის მოქალაქეობის მქონე ტერორისტი, ეთნიკური არაბი იყო, რომელიც სწორედ ტერორისტულ ორგანიზაცია ISIS-ს თანაუგრძნობდა. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა კერძოდ ბრძანა:
"მინდა გამოვხატო გულისტკივილი და შეშფოთება იმ ტერაქტის გამო, რომელიც ისრაელში მოხდა. ქართველი მებრძოლები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მტკიცედ დგანან გლობალური უსაფრთხოების სადარაჯოზე და ტერორიზმის წინააღმდეგ. ჩვენ ამ ღირებულებების ერთგულებას ვამტკიცებთ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით.
გვჯერა, რომ თანამშრომლობა, რომელიც ჩვენი სახელმწიფოებრიობის და სტრატეგიული ინტერესების აღიარებას ეფუძნება, მიგვიყვანს ტერორიზმის პრობლემის ეფექტურ გადაწყვეტამდე, როგორც კონკრეტული ტერორისტული აქტებისა, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ხდება, ისევ - იმ გლობალური პრობლემისა, რომელსაც ISIS-ის პრობლემა ჰქვია".
პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც პრეზიდენტ რივლინთან შეხვედრა მისამძიმრებით დაიწყო. შემდეგ მხარეებმა ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ვაჭრობის დინამიკასა და პირდაპირ ინვესტიციებზე გაამახვილეს ყურადღება.
ბოლო წლებში, ისრაელიდან პირდაპირი ინვესტიციების ოდენობამ შესამჩნევად მოიმატა. თუ 2012-13 წლებში, ეს ციფრი 10 მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა (9 825 000 $– 2012, 9 850 000 $– 2013), 2014-15 წლებში, ინვესტიციები გაორმაგდა და 19 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია (19 161 000 $ – 2013 წელს, 18 736 000 $ – 2015). თუმცა, 2016 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, ისევ შემცირდა და სულ 3 646 000 აშშ დოლარი შეადგინა.
პრობლემურია ისრაელთან ექსპორტ-იმპორტის ბოლო მონაცემებიც: 2016 წელს, ექსპორტი - მხოლოდ 5 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, იმპორტი სამი კვარტლის მიხედვით კი 9 მილიონს აღემატება, მაშინ, როცა 2015 წელს - იმპორტი ისრაელიდან 22 მილიონზე მეტი იყო. საუკეთესო - 2009 წელს კი - 70 000 000 აშშ დოლარს შეადგენდა.
შედარებით უკეთესი მდგომარეობაა ტურიზმის მხრივ: 2016 წელს, ისრაელიდან 92 000 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2015 წელთან შედარებით, 55 პროცენტით მეტია.
მიუხედავად უვიზო მიმოსვლისა, კვლავ ძალიან მაღალია ისრაელის აეროპორტებიდან უკან გამობრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი, რომლებსაც ისრაელში შესვლაზე უარი უთხრეს. ოფიციალური იერუსალიმი ამას უკანონო შრომით მიგრაციასთან მკაცრი ბრძოლის პოლიტიკით ხსნის.
ისრაელის პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა თბილისში აღნიშნა, რომ თანამშრომლობის გაღრმავებით, საქართველოს და ისრაელის ხალხებს ბევრად მეტის მიღწევა შეუძლიათ:
„სწორედ ერთობლივი მუშაობის წყალობით, ჩვენ, ებრაელებმა და ქართველებმა ბევრ რამეს მივაღწიეთ. მჯერა, რომ ბევრად მეტის მიღწევა შეგვიძლია მომავალში და ეს არის ჩვენი მოვალეობა, რომ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ. გილოცავთ, რომ თქვენ ახალი მთავრობა ჩამოაყალიბეთ. მჯერა, რომ კარგი დროა იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავაახლოვოთ ჩვენი ეკონომიკა“
77 წლის რუვენ რივლინი ისრაელის რიგით მე-10 პრეზიდენტია. ის ამ თანამდებობაზე ისრაელის პარლამენტმა-ქნესეთმა, 2014 წლის ზაფხულში აირჩია. მანამდე რივლინს ქნესეთის სპიკერისა და კავშირგაბმულობის მინისტრის თანამდებობები ეჭირა.
ეს ისრაელის პრეზიდენტის რიგით მეორე ოფიციალური ვიზიტია საქართველოში. 2001 წელს, თბილისს, ისრაელის რიგით მერვე პრეზიდენტი მოშე კაცავი, ასევე ორდღიანი ვიზიტით სტუმრობდა.
2003 წელს კი საქართველოს დედაქალაქში კერძო ვიზიტით, ისრაელის ყოფილი პრემიერი შიმონ პერესიც იმყოფებოდა, რომელიც 2007 წელს, ისრაელის რიგით მეცხრე პრეზიდენტი გახდა და ამ თანამდებობაზე, ვადის ამოწურვამდე, 2014 წლამდე იმუშავა. პერესის შემდეგ ისრაელის პრეზიდენტად სწორედ რივლინი იქნა არჩეული.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები