თავდამსხმელმა ყველა ჩიხი იცოდა, გამვლელ მანქანებს ამოწმებდა — მძევალი ბანკის დატოვების დეტალებზე
ზუგდიდის თავდასხმის მძევალი, დავით ხვიბლიანი აცხადებს, რომ თავდამსხმელს კარგად ჰქონდა შესწავლილი გზა, რომლითაც ბანკის ტერიტორია დატოვეს. მანქანას, რომლითაც თქავდამსხმელმა ბანკის ტერიტორია დატოვა, სწორედ ხვიბლიანი მართავდა. მისი თქმით, მანქანაში ჩაჯდომამდე გააფრთხილა, რომ მართვა კარგად არ იცოდა, მაგრამ მაინც გადაწყვიტა საჭესთან ის დაესვა.
"თითქმის ყველა ჩიხი იცოდა, სადაც მანქანა შემაყვანინა, სადაც გაგვაჩერებინა ვინმე ხომ არ მოგვდევსო. ეს ინფორმაციები თითქმის ყველა იცოდა, სანამ კონკრეტულ ადგილამდე მივიდოდით. გზიდან რომ მიდიხარ და რომ გეტყვის, აქ მოსახვევი შეგხვდება, აქ გადაუხვიე და გაჩერდი", — განაცხადა მან.
ხვიბლიანის თქმით, თავდამსხმელმა უთხრა, რომ წალენჯიხისკენ უნდა წასულიყვნენ. მისივე თქმით, თავდამსხმელი ანელებინებდა მოძრაობას ყოველ გამვლელ მანქანასთან და ამოწმებდა ვინმე ხომ არ უთვალთვალებდა.
ის იხსენებს, რომ გზად ორი მდინარე გაიარეს და მესამის ნაპირას გაჩერდნენ. მისი თქმით, მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ თავდამსხმელმა წყალში გაავლო ხალიჩა, რომელიც მანქანაში მის მხარეს იდო და მას გააწმენდინა ტომარაც, რომელიდანაც ფული ამოიღო.
21 ოქტომბერს საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს, ასევე, ვერტმფრენს ან მანქანით, მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვდა. თავდამსხმელი მძევლის შუამავლობით ტელევიზიებს ვიდეოზარით დაუკავშირდა. მოთხოვნების შესასრულებლად თავდამსხმელმა პოლიციას 2 საათი მისცა, თუმცა დროის ამოწურვის შემდეგ მას საჯაროდ ახალი პირობები არ წამოუყენებია.
ღამის 11 საათისთვის თავდამსხმელმა სამ მძევალთან ერთად საქართველოს ბანკის ტერიტორია დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა, დანარჩენი მძევლები კი სამართალდამცავებმა შენობიდან გამოიყვანეს. დილის ხუთი საათისთვის ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელმა სამივე მძევალი გაათავისუფლა და თავად გაიქცა.
მძევლების გარდა თავდამსხმელმა წაიყვანა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავთანდილ გალდავა. შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს ის აწარმოებდა.
ამ დროისთვის თავდამსხმელის ადგილმდებარეობის ან ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თავდასხმის დროს საქართველოს ბანკში მყოფი არცერთი პირი არ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. გარდა ამისა, მან დაადასტურა, რომ მძარცველმა ფული წაიღო, თუმცა რამდენი არ დაუკონკრეტებია. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ თავდამსხმელს ბიუჯეტის ფული არ წაუღია და მას საქართველოს ბანკის თანხა გაიყოლა.
გაიგე მეტი:
- ყველა მძევალი თავისუფალია, თავდამსხმელი გაიქცა — რა ხდებოდა ზუგდიდში
- მთავარი არხი გამტაცებლისა და სამხარეოს უფროსის სავარაუდო ჩანაწერს ავრცელებს
- ერთს გამოიხედავთ და გესვრით — რას ჰყვება მძევალი
- შსს-სთან არანირი პრობლემა არ მაქვს, პირიქით, მადლობას მიხდიან — დავით ხვიბლიანი
- რა გვითხრა და რა არა შინაგან საქმეთა მინისტრმა ზუგდიდის თავდასხმაზე
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
კომენტარები