მარტივი ჭეშმარიტებები, რომლებიც ბევრს თავს უხერხულად აგრძნობინებს
იუვალ ნოახ ჰარარი თანამედროვე ისრაელელი ისტორიკოსი და ავტორია, რომლის წიგნებიც და გამოსვლებიც, ბოლო რამდენიმე წელია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი პოპულარულობით სარგებლობს.
ფართო საზოგადოებამ ის გაიცნო წიგნით საპიენსი — კაცობრიობის მოკლე ისტორია, რომელშიც მოთხრობილია ადამიანის, როგორც ჩვენი პლანეტის ყველაზე წარმატებული სახეობის სრული ისტორია პრეისტორიული ხანიდან დღემდე. წიგნი მსოფლიო ბესტსელერია და 50-მდე ენაზე არის თარგმნილი. სულ მალე ის ქართველი მკითხველისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი და ჩვენც გავიგებთ, თუ რატომ მოჰყვა გლობალური აჟიოტაჟი ამ ავტორისა და წიგნის გამოჩენას. რას წერს ჰარარი ისეთს, რის გამოც საპიენსი ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე პროვოკაციულ ნაშრომად მიიჩნევა?
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ავტორის მონოლოგიდან. ეს მოსაზრებები ზოგისთვის აქამდეც ცხადი, თავისთავადი ჭეშმარიტებაა, მაგრამ, ბევრისთვის ახლადაღმოჩენილი სიმართლე, რომელიც თავს უხერხულად აგრძნობინებს.
"ადამიანები სამყაროს იმიტომ ვმართავთ, რომ ორმაგ რეალობაში ვცხოვრობთ. ყველა სხვა ცხოველი ობიექტურ რეალობაში ცხოვრობს. მათი რეალობა ისეთი მატერიალური საგნებისგან შედგება, როგორიცაა მდინარე, ხე, ლომი, ან სპილო. ჩვენც, ადამიანებიც, ობიექტურ რეალობაში ვცხოვრობთ. ჩვენს სამყაროშიც არსებობს მდინარეები, ხეები, ლომები და სპილოები, მაგრამ, საუკუნეთა განმავლობაში, ობიექტურ რეალობას გამოგონილი რეალობის შრე დავაშენეთ. რეალობა, რომელიც ისეთი გამოგონილი საგნებისგან შედგება, როგორებიცაა ერები, ღმერთები, ფული, კორპორაციები."
ფოტო: Giphy
"ადამიანის გარდა, ყველა სხვა ცხოველი თავის საკომუნიკაციო სისტემას მხოლოდ რეალობის აღსაწერად იყენებს. შიმპანზემ შეიძლება თქვას: "შეხედეთ, იქ ლომია! გავიქცეთ!" ან "შეხედეთ, ბანანის ხე! წამოდით, ბანანი ვჭამოთ!" მაგრამ, ადამიანები ენას მხოლოდ რეალობის აღსაწერად კი არა, ახალი რეალობების, გამოგონილი რეალობების შესაქმნელადაც იყენებენ. ადამიანს შეუძლია თქვას: "შეხედეთ, ცაში ღმერთია! თუ იმას არ იზამთ, რასაც მე გეტყვით, სიკვდილის შემდეგ ღმერთი დაგსჯით და ჯოჯოხეთში გაგგზავნით". თუ ჩემს გამოგონილ ამ ამბავს ყველა დაიჯერებთ, მაშინ, თქვენ საერთო ნორმები, კანონები და ფასეულობები გექნებათ და თანამშრომლობას შეძლებთ. ეს მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ. შიმპანზეს რამდენიც არ უნდა დაჰპირდეთ, სიკვდილის შემდეგ, შიმპანზეების სამოთხეში მოხვდები და იქ შენი კეთილი საქმეების სანაცვლოდ უამრავ ბანანს მიიღებ, თუ ახლა ბანანს მომცემო, ბანანის დათმობაზე ვერასდროს დაიყოლიებთ. ამ ამბავს არც ერთი შიმპანზე არ დაიჯერებს. მხოლოდ ადამიანებს სჯერათ ასეთი ამბების და ამიტომაც ვმართავთ სამყაროს, მაშინ როცა შიმპანზეები ზოოპარკებსა და კვლევით ლაბორატორიებში არიან დამწყვდეულნი."
ფოტო: Giphy
"მაგალითად, სამართლებრივი სფერო განვიხილოთ. დღეს მსოფლიოს სამართლებრივ სისტემათა უმეტესობა ადამიანის უფლებების რწმენაზეა დაფუძნებული, მაგრამ, რა არის ადამიანის უფლებები? ადამიანის უფლებები, ღმერთის და სამოთხის მსგავსად, მხოლოდ ჩვენ მიერ გამოგონილი ამბავია. ის ობიექტური რეალობა არ არის; ეს უფლებები ჰომო საპიენსის ბიოლოგიური შემადგენელი არ არის. ადამიანის სხეული რომ გავკვეთოთ, შიგნით გულს, თირკმლებს, ნეირონებს, ჰორმონებს, დნმ-ს აღმოვაჩენთ, მაგრამ ვერანაირ უფლებებს იქ ვერ ვნახავთ. უფლებები მხოლოდ ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ჩვენ მიერ გამოგონილ და გავრცელებულ ამბებში გვხვდება. ისინი შეიძლება ძალიან დადებითი და კარგი, მაგრამ მაინც გამოგონილი ამბებია."
ფოტო: Giphy
"იგივე შეიძლება ითქვას პოლიტიკაზე. თანამედროვე პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები სახელმწიფოები და ერებია, მაგრამ, რა არის სახელმწიფო და ერი? არც ერთი და არც მეორე ობიექტური რეალობა არ არის. მთა ობიექტური რეალობაა, შეგვიძლია დავინახოთ, შევეხოთ, მისი სუნიც კი ვიგრძნოთ. მაგრამ ერი ან სახელმწიფო — მაგალითად, ისრაელი, ირანი, საფრანგეთი, ან გერმანია — მხოლოდ ჩვენ მიერ გამოგონილი ამბავია, რომელსაც ძალიან შევეჩვიეთ."
ფოტო: Giphy
"არც ფულია ობიექტური რეალობა. მას ობიექტური ღირებულება არ გააჩნია. ავიღოთ ეს მწვანე ქაღალდის ნაგლეჯი, დოლარის კუპიურა. შეხედეთ — მას ღირებულება არ გააჩნია. ის არ იჭმევა, არ ისმევა, არ ჩაიცმება, მაგრამ, ამ დროს გამოდიან დიდი მეზღაპრეები — გავლენიანი ბანკირები, ფინანსთა მინისტრები, პრემიერმინისტრები — და ძალიან დამაჯერებელ ამბავს გვიყვებიან: "ამ მწვანე ქაღალდის ნაგლეჯს ხედავთ? მას 10 ბანანის ფასი აქვს." თუ ამას მე, თქვენ და ყველა დაიჯერებს, მაშინ ეს მართლა იმუშავებს. ამ ღირებულების არმქონე ქაღალდის ნაგლეჯს სუპერმარკეტში წავიღებ, სრულიად უცნობ, აქამდე უნახავ ადამიანს გავუწოდებ და სანაცვლოდ ნამდვილ ბანანებს მივიღებ, რომლებიც იჭმება. ეს საოცრებაა. შიმპანზეებთან ეს ვერასდროს იმუშავებს. რა თქმა უნდა, შიმპანზეებსაც შეუძლიათ რაღაცები გაცვალონ: "კარგი, შენ ქოქოსი მომეცი, მე ბანანს მოგცემ". ეს შესაძლებელია, მაგრამ უსარგებლო ქაღალდს მაძლევ და ჩემგან ბანანს ითხოვ? "გამორიცხულია! შენ მე ვინ გგონივარ, ადამიანი?"
ფოტო: Giphy
მონოლოგის მსგავსად, ჰარარის წიგნებშიც ბევრი ისეთი რამ შეგხვდებათ, რომლის კითხვის დროსაც, როგორც ავტორი წერს, მკითხველი სავარძელში უხერხულად იშმუშნება.
საპიენსი — კაცობრიობის მოკლე ისტორია ქართულ ენაზე ნოემბერში გამოიცემა და მისი შეძენა წიგნის მაღაზიებსა და სულაკაურის გამომცემლობის ვებგვერდზე შეგეძლებათ.
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
-
როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება როგორ ცვლის AI გლობალურ შრომის ბაზარს — საერთაშორისო გიგანტების გამოცდილება
-
NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO-ები: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა პროკურატურამ ფულის გათეთრებაზე ძმებ ფეიქრიშვილებს ახალი ბრალდება წაუყენა
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი? რა ქონებას ფლობს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი?
გადახედვა
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო შემდეგი პოდკასტი: როგორ ჩნდება ცნობიერება — ტვინის ყველაზე დიდი საიდუმლო
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით ზელენსკის თქმით, მათი F-16-ების ნახევარი დიდი ხანია ევროპაშია რემონტის მიზნით
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
კომენტარები