ირანი აშშ-ის ბაზებზე თავდასხმას ახორციელებს
ფოტო: CNN
ირანმა კატარში მდებარე ალ-უდეიდის ავიაბაზაზე "ძალიან ძლიერი და დამანგრეველი სარაკეტო შეტევა" განახორციელა, როგორც პასუხი აშშ-ის მიერ მისი ბირთვული ობიექტების დაბომბვაზე — ამის შესახებ ნათქვამია ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კატარის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ირანული სარაკეტო თავდასხმა აღკვეთილია – დაღუპულები და დაშავებულები არ არიან.
კატარის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ წარმატებით აღკვეთა სარაკეტო თავდასხმა, რომელიც ალ-უდეიდის ავიაბაზისკენ იყო მიმართული. სამინისტროს თქმით, თავდასხმას არ მოჰყოლია არც მსხვერპლი და არც დაშავებულები.
კატარმა დაგმო ირანის თავდასხმა აშშ-ის ალ-უდეიდის ავიაბაზაზე და "კატარის სუვერენიტეტისა და საჰაერო სივრცის თვალსაჩინო დარღვევად" მოიხსენია.
"ვადასტურებთ, რომ კატარის სახელმწიფოს აქვს უფლება პირდაპირი და პროპორციული პასუხის გაცემაზე ამ აშკარა აგრესიის ბუნებისა და მასშტაბის შესაბამისად და საერთაშორისო სამართლის ფარგლებში", — ნათქვამია კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მაჯედ ალ-ანსარის განცხადებაში.
"დარწმუნებით ვაცხადებთ, რომ კატარის საჰაერო თავდაცვამ მოიგერია თავდასხმა და წარმატებით ჩაჭრა ირანული რაკეტები. თავდასხმის დეტალების შესახებ დამატებით განმარტებას მოგვიანებით გამოაქვეყნებს თავდაცვის სამინისტრო", — აღნიშნა ალ-ანსარიმ.
აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენლის თქმით, კატარში მდებარე ალ-უდეიდის ავიაბაზაზე განხორციელდა იერიში ირანის ტერიტორიიდან გაშვებული მოკლე და საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტებით.
"ამ დროისთვის არ გვაქვს ინფორმაცია ამერიკელი სამხედროების დაშავების ან დაღუპვის შესახებ", — განაცხადა ოფიციალურმა პირმა — "ვაკვირდებით ვითარებას და დამატებით ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება".
ასევე, თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა CNN-ს განუცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ელოდა თეირანის საპასუხო მოქმედებას მას შემდეგ, რაც შაბათ-კვირას აშშ-მა ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში მიიტანა.
ერთ-ერთ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით, CNN ავრცელებს ინფორმაციას, რომ ირანელმა ოფიციალურმა პირებმა წინასწარ აცნობეს კატარს, აშშ-ის სამხედრო ბაზებისკენ რაკეტების გაშვების შესახებ.
წყაროს თქმით, ეს კოორდინაცია მიზნად ისახავდა დაზიანებების მინიმიზაციას და დეესკალაციის შესაძლებლობის შენარჩუნებას.
-
ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო
გადახედვა
-
OC Media: აზერბაიჯანში ჰიჯაბებთან დაკავშირებით პროტესტია — ვრცელდება ცნობები სოცქსელების დაბლოკვის შესახებ OC Media: აზერბაიჯანში ჰიჯაბებთან დაკავშირებით პროტესტია — ვრცელდება ცნობები სოცქსელების დაბლოკვის შესახებ
გადახედვა
-
კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს
გადახედვა
-
ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის
გადახედვა
-
Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
-
საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს
გადახედვა
-
როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს
-
ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა
გადახედვა
-
BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა
გადახედვა
-
მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია
-
როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე
გადახედვა
-
"მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება "მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
გადახედვა
-
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
გადახედვა
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის
გადახედვა
-
POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია 10 სერიალი, რომლებსაც არცერთი ცუდი სერია არ ჰქონია
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
კომენტარები