მცირე ბიზნესის ვაჭრობის ხელშესაწყობად ევროკავშირმა ონლაინ პორტალი Access2Markets შექმნა
ევროკავშირმა ონლაინ პორტალი Access2Markets შექმნა, რათა მცირე და საშუალო ბიზნესს ევროკავშირის საზღვრებს გარეთ ვაჭრობაში ხელი შეუწყოს და ევროკავშირის სავაჭრო გარიგებებიდან სარგებლის მიღებაში დაეხმაროს. ახალი პორტალი დაინტერესებულ მხარეებს სავაჭრო ხელშეკრულებების პირობებს უკეთ უხსნის და კომპანიებს მათ პროდუქციაზე არსებული შეღავათების სარგებლობით უზრუნველყოფს. პორტალი მოემსახურება როგორც საერთაშორისო ვაჭრობაში უკვე ჩართულ კომპანიებს, ასევე მათ, რომლებიც მხოლოდ ახლა იწყებენ უცხოურ ბაზრებზე შესაძლებლობების შესწავლას.
Access2Markets ბიზნესს აწვდის პროდუქტზე მორგებულ ინფორმაციას. მარტივად ხელმისაწვდომია ინფორმაცია ტარიფების, გადასახადების, წარმოშობის წესების, პროდუქტზე მოთხოვნების, საბაჟო პროცედურების, სავაჭრო ბარიერების და ვაჭრობის სტატისტიკის შესახებ. პორტალზე ასევე განთავსებულია პრაქტიკული ინფორმაცია ევროკავშირის სავაჭრო შეთანხმებების შესახებ, შესაბამისი სახელმძღვანელო და ვიდეო მასალა და მრავალი სხვა.
"მოხარული ვარ გაცნობოთ ევროკავშირის Access2Market პორტალის შექმნის შესახებ, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე დაშვების წესების შესახებ მკაფიო და ყოვლისმომცველ ინფორმაციას იძლევა. ვიმედოვნებ, რომ ქართული კომპანიებისთვის ახალი პორტალი სასარგებლო ინსტრუმენტი იქნება, რათა მათ უკეთ ისარგებლონ ევროკავშირის 450 მილიონზე მეტი მომხმარებლის ბაზარზე პრივილეგირებული წვდომით, რის საშუალებასაც ევროკავშირი-საქართველოს თავისუფალი სავაჭრო სივრცე — DCFTA იძლევა", — განაცხადა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.
ახალ Access2Markets პორტალზე იხილავთ განმარტებებსა და ხშირად დასმულ კითხვებს, რომლებიც დაეხმარება როგორც ახალ, ისე გამოცდილ კომპანიებს, გააანალიზონ ვაჭრობის სარგებელი ევროკავშირის თითოეულ სავაჭრო პარტნიორთან. პლატფორმაზე ასევე იხილავთ ევროკავშირის სავაჭრო კანონმდებლობის მიმოხილვას, შესაბამის ინფორმაციას პროდუქტებსა და მომსახურებებზე, აგრეთვე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და ევროკავშირის სავაჭრო პარტნიორების საბაჟო და სხვა სახელმწიფო ორგანოების საკონტაქტო მონაცემებს.
წარმოშობის წესების თვითშეფასების ინსტრუმენტი, ROSA, ფილტრავს ინფორმაციას, დეტალურად განმარტავს წესებს, ეხმარება კომპანიებს პორტალის გამოყენებაში და აწვდის ინფორმაციას სავაჭრო გარიგების შესაბამისად არსებულ ტარიფებზე. პორტალის დახმარებით ბიზნესს ასევე შეუძლია სავაჭრო ბარიერების შესახებ ინფორმაცია წარადგინოს.
პორტალი მუშაობს ევროკავშირის ყველა ოფიციალურ ენაზე. ამ დროისთვის გვერდი არ არის ხელმისაწვდომი ქართულად.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები