რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი კანის ფესტივალის ჟიურის წევრად აირჩიეს
ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებულ მოღვაწეობას აგრძელებს: ის კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრებს შორის მოხვდა, რომლებიც ერთ-ერთი სექციის გამარჯვებულებს დაასახელებენ.
მართალია, წელს მაისში დაგეგმილი კანის საერთაშორისო კინოფესტივალი გაუქმდა, მაგრამ მოგვიანებით ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, სპეციალური გამოშვებით საკონკურსოდ შერჩეული რამდენიმე ფილმი მაინც ეჩვენებინათ: ღონისძიება 27-დან 29 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ოთხ ფილმს ოფიციალური საკონკურსო პროგრამიდან აჩვენებენ და ასევე მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოჩვენებები გაიმართება.
სწორედ მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა და Cinéfondation-ის კინოსკოლის საკონკურსო ნამუშევრებს შორის გამარჯვებულის გამოვლენის პროცესში მიიღებს მონაწილეობას ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი ჟიურის დანარჩენ ხუთ წევრთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ კულუმბეგაშვილმა წელს გადაიღო თავისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი კინოსურათი დასაწყისი, რომელიც კანის წლევანდელი კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა და ოქტომბრის ბოლოს დაგეგმილ სპეციალურ გამოშვებისას მისი ჩვენებაც გაიმართება.
27 სექტემბერს სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმმა დასაწყისი ოთხ მთავარ ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის ოქროს ნიჟარა გადაეცა, როგორც წლის საუკეთესო ფილმს. 8 ოქტომბერს კი ცნობილი გახდა, რომ ოსკარების მომავალ დაჯილდოებაზე საქართველოს სახელით სწორედ დეა კულუმბეგაშვილის ფილმი იბრძოლებს.
ახალგაზრდა ქართველმა რეჟისორმა თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმით, რომელიც იეჰოვას მოწმეთა ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, არა მხოლოდ საერთაშორისო დაჯილდოებების ყურადღება მიიქცია, არამედ უცხოური პრესის მოწონებაც დაიმსახურა: მის შესახებ ძირითადად მხოლოდ დადებითი რეცენზიები ეწერება.
გაეცანით ჟურნალისტებისა და კინოკრიტოკესბეი შეფასებებსა და ფილმიდან გავრცელებულ პირველ კადრს აქ: ნამდვილი კინო — რას წერს უცხოური პრესა დეა კულუმბეგაშვილის ფილმზე დასაწყისი
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები