საარჩევნო კამპანიაა და ვისაც უნდა, ისეთ აქციას ჩაატარებს — ჯაფარიძე ენმ-ს აქციაზე
გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, საარჩევნო კამპანიის დროს ვისაც უნდა, ისეთ აქციას ჩაატარებს. მისივე თქმით, აქციაზე მისვლა არა პარტიის, არამედ პიროვნების პასუხისმგებლობაა. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში ბრიფინგზე განაცხადა.
"გინდ ნაციონალური მოძრაობა იყოს და გინდ სხვა, პარტიამ თქვა ასეთი ღონისძიება მაქვს, ვინც გინდათ მოდით და მოვიდნენ. როგორც უნდა, ისე მივიდნენ და როგორც უნდათ, ისე მოიქცნენ. საარჩევნო კამპანიაა და ვისაც უნდა, ისეთ აქციას ჩაატარებს", — განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, თუ ადამიანების საკუთარი ნებით არიან მისულები აქციაზე, მათი გადასაწყვეტია როგორ მოიქცევიან:
"მათი გადასაწყვეტია, მივლენ თუ არა და როცა მივლენ, დაიცავენ თუ არა დისტანციას. მათი გადასაწყვეტი, პირბადეს გაიკეთებ თუ არა, თუ უნდათ, სკაფანდრი ჩაიცვან. ეს არის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა. არ არსებობს კოლექტიური პასუხისმგებლობა. უნდა გამოვიდეთ ამ საბჭოთა კავშირიდან".
16 ოქტომბერს კოვიდპანდემიის ფონზე ბათუმში ნაციონალურმა მოძრაობამ მრავალრიცხოვანი აქცია გამართა. აქციაზე არ იყო დაცული სოციალური დისტანცია და მოქალაქეებს პირბადეები არ ეკეთათ.
შეკრებილებს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მიმართა და ამტკიცებდა, რომ ხელისუფლებამ ბათუმში კოვიდინფექცია ხელოვნურად გაავრცელა. ის ხალხს დაპირდა, რომ მომავალში საქართველოს ვერცერთი ვირუსი მოერევა.
ჟურნალისტების კითხვაზე, იღებდა თუ არა ოპოზიცია პასუხისმგებლობა ბათუმში რეკომენდაციების გარეშე ჩატარებულ აქციაზე, პარტიის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ უპასუხა:
"პასუხისმგებლობა აბსოლუტურად მთლიანად ეკისრება კორონავირუსს და შემიძლია მიგაგზავნოთ კორონავირუსთან".
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიას თქმით, როცა გავრცელების კრიტიკულ მასშტაბს მიღწეულ რეგიონში შესაძლებელია უპირბადოდ, დისტანციის დაუცველად შეიკრიბოს ათასობით ადამიანი, ორგანიზატორების მხრიდან "უკიდურესი უპასუხისმგებლობა".
ამავე თემაზე:
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
კომენტარები