საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვერ აირჩიეს
ფოტო: On.ge
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორი ვერ აირჩია. დირექტორობის 5 კანდიდატიდან ვერცერთმა მიიღო ხმების ის რაოდენობა -5 ხმა, რაც აუცილებელი იყო გენერალურ დირექტორად არჩევისთვის. სამეურვეო საბჭო კანდიდატებს კიდევ ერთხელ უყრის კენჭს.
კენჭისყრის შედეგებით დირექტორობის კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:
- ზაალ ანჯაფარიძე -0
- თინათინ (თიკო) ბერძენიშვილი - 2
- ნათია კუპრაშვილი - 1
- ვასილ მაღლაფერიძე - 4
- ნინო ზაუტაშვილი - 1
ამ კანდიდატებიდან სამეურვეო საბჭო ხელმეორედ კენჭს თინათინ ბერძენიშვილსა და ვასილმაღლაფერიძეს უყრის. თუ მათგან გამარჯვებული ვერ გამოვლინდა კონკურსი ხელახლა ცხადდება. თუ ხმები გაიყო, ამ შემთხვევაში ტარდება ღია კენჭისყრა.
გთავაზობთ გენერალური დირექტორობის კანდიდატების ბიოგრაფიულ მონაცემებს:
ზაალ ანჯაფარიძე ბოლო 11 წელია ევროპის ფონდში სამოქალაქო საზოგადოების პროგრამების უფროსი მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობს, მანამდე კი USAID-ის სხვადასხვა პროექტში, ინგლისურენოვან ყოველკვირეულ გაზეთში Georgia Today-ში, Jamestown Foundation-ში, კავკასიის მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების ინსტიტუტში და გაზეთ „რეზონანსში“ მუშაობდა.
თინათინ (თიკო) ბერძენიშვილი, გიორგი ბარათაშვილის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებს. ის არხის მედიის და კომუნიკაციების ბლოკის დირექტორია. 2011 წლიდან ბერძენიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში წამყვანის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსისა და მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. მან ჟურნალისტური საქმიანობა 1997 წელს გაზეთში, ქართულ ფილმი, დაიწყო. გარდა ამისა, სხვადასხვა დროს მუშაობდა ტელე-რადიო კომპანია აუდიენციაში, ტელეკომპანია იმედში, არტ იმედში და სადაზღვევო საბროკერო კომპანია NLI LTD-ში.
ნათია კუპრაშვილი 2009 წლიდან საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორია, 2011 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი და თავმჯდომარე, კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის წევრი და კოორდინატორი. ჟურნალისტური საქმიანობა 1995 წელს დაიწყო და მუშაობდა რეგიონულ გაზეთებში: კვირა, რაკურსი, მთავარი იმერეთში.
ვასილ მაღლაფერიძე ვასილ მაღლაფერიძე, CV-ის მიხედვით, ამ ეტაპზე უმუშევარია, ბოლოს კი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილი ოჯახის კუთვნილ ტელეკომპანია GDS-ში გადაცემა 2030-ის გენერალურ პროდიუსერად მუშაობდა. მისი მედიაში მუშაობა ტელეკომპანია GDS-ით არ შემოიფარგლება. სხვადასხვა დროს იყო TV9-ის, რომელიც ასევე ბიძინა ივანიშვილის ოჯახს ეკუთვნის, დირექტორის მოადგილე, ჟურნალ კალმასობა-ს მთავარი რედაქტორი, გაზეთ „კავკასიონის“ დამფუძნებელი, რედაქტორი და მთავარი კონსულტანტი. გარდა ამისა, 2 მოწვევის პარლამენტის წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გუბერნატორი და სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი.
ნინო ზაუტაშვილი 1986-2002 წლებში სახელმწიფო ტელევიზიაში (ამდროინდელი საზოგადოებრივი მაუწყებელი) მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე, 2002-2009 წლებში ის იყო ტელეკომპანია იმედის შემეცნებითი და გასართობი გადაცემების მთავარი პროდიუსერი და წამყვანი. ზაუტაშვილმა 2009 წელს მუშაობა ისევ საზოგადოებრივ მაუწყებელში გააგრძელა, გადაცემა სამოთხის ვაშლების წამყვანის პოზიციაზე, სადაც 2014 წლამდე იმუშავა. 2013 წლის სექტემბრიდან ის არის გადაცემა რეალური სივრცის ავტორი და წამყვანი.
თავდაპირველად, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობა სულ 15 კანდიდატს სურდა, მათგან ბაჩუკი ბახტაძე კონკურსს სამეურვეო საბჭოს მიერ მათი დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ გამოეთიშა. სამეურვეო საბჭოს 3 იანვრის კენჭისყრის შედეგებით კი, საბჭო გაესაუბრა თინათინ ბერძენიშვილს, ვასილ მაღლაფერიძეს, ზაალ ანჯაფარიძეს, ნინო ზაუტაშვილსა და ნათია კუპრაშვილს.
-
სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას სექტემბერი მოწყენის მიზეზი არ არის: როგორ გვაშორებს მუსიკა ყოველდღიურ რუტინას
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, გახარიას პარტიის აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა შალვა პაპუაშვილის თქმით, გახარიას პარტიის აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა
გადახედვა
-
მარსზე შეიძლება ჟელატინი და საფუარი საშენ მასალად გამოვიყენოთ — ბიობეტონი? მარსზე შეიძლება ჟელატინი და საფუარი საშენ მასალად გამოვიყენოთ — ბიობეტონი?
გადახედვა
-
უკვე ცნობილია, რამდენ ხანს გვეყოფა მთვარის წყლის მარაგი, თუ იქ ქალაქს ავაშენებთ უკვე ცნობილია, რამდენ ხანს გვეყოფა მთვარის წყლის მარაგი, თუ იქ ქალაქს ავაშენებთ
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, Eagl Hills-ის წინააღმდეგ "ნამახვანჰეს 2"-ს ენმ და "ალტ-ინფო" აწყობენ შალვა პაპუაშვილის თქმით, Eagl Hills-ის წინააღმდეგ "ნამახვანჰეს 2"-ს ენმ და "ალტ-ინფო" აწყობენ
გადახედვა
-
IT სპეციალისტს, რომელმაც პოლიციის ძალადობის კადრები მოიპოვა, ნარკოდანაშაულისთვის 17 წელი მიუსაჯეს IT სპეციალისტს, რომელმაც პოლიციის ძალადობის კადრები მოიპოვა, ნარკოდანაშაულისთვის 17 წელი მიუსაჯეს
გადახედვა
-
სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს ალეკო ელისაშვილის საქმეზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართა სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს ალეკო ელისაშვილის საქმეზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრებით მიმართა
გადახედვა
-
ადვოკატი: ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, დავით მიქაძე, საფრანგეთში დააკავეს ადვოკატი: ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, დავით მიქაძე, საფრანგეთში დააკავეს
გადახედვა
-
Converse-ის რეკლამა რასისტული სიმბოლოებისთვის გააკრიტიკეს — კომპანია ბოდიშს იხდის Converse-ის რეკლამა რასისტული სიმბოლოებისთვის გააკრიტიკეს — კომპანია ბოდიშს იხდის
გადახედვა
-
მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ მზად მომავლისთვის — საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
-
ქომაგობა არ ჩერდება საქართველოს ბანკი — საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია ქომაგობა არ ჩერდება საქართველოს ბანკი — საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
-
სასწრაფოდ უნდა გაირკვეს რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული — მაია ბუწაშვილი ბაღებში ინტოქსიკაციაზე სასწრაფოდ უნდა გაირკვეს რომელი საკვები იყო ვირუსით ინფიცირებული — მაია ბუწაშვილი ბაღებში ინტოქსიკაციაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატებზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი ახალი კვლევის თანახმად, ადამიანის ტვინი ორი ორგანოა და არა ერთი
გადახედვა
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
კომენტარები