საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-11 ნაკადის გადამზადება დასრულდა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების განვითარების ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ბენეფიციარებს 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს და მას საქართველოს ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერითა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ჩართულობით ახორციელებს.
სწორედ მეწარმე ქალთა მხარდაჭერის ფარგლებში ქუთაისში, პროგრამის მორიგი, 11-ე ნაკადი გადამზადდა, რომელშიც მონაწილეობა 15-მა მეწარმე ქალმა მიიღო.
პროგრამას გამოცდილი მენტორები უძღვებოდნენ. მათ საკუთარი გამოცდილება შემდეგ თემებზე გააზიარეს:
- ბიზნესის განვითარება — ლარისა პატარაია, საკონსულტაციო და კვლევითი კომპანია Start-Business Solutions" მმართველი პარტნიორი;
- ელექტრონული კომერცია — ანა ტაბატაძე, Extra.ge-ს სტრატეგიული პროექტების დირექტორი;
- სოციალური მედიის მართვა — მარიამ ბეროძე, სოციალური მედიის გუნდის ხელმძღვანელი კრეატიულ სააგენტო რედბერიში;
- ციფრული მარკეტინგი — თამარ ნიკოლეიშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტის მფლობელი;
- გაყიდვების საწყისები — ნანა აბურჯანიძე, ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია სოლუშენერის დამფუძნებელი;
- ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში — ნინო გორგაძე, PMP მენეჯმენტის ცენტრის ხელმძღვანელი.
“ძლიერი ქალი ძლიერი იდეით — მეწარმე ქალებისთვის ქმნის შესაძლებლობას, გაეცნონ მათი ბიზნეს მიზნების მისაღწევად სასარგებლო და აუცილებელ სხვადასხვა ინსტრუმენტს, მათ შორის, მაგალითად, ციფრულ მედიას. ეს პროგრამა მათთვის და განსაკუთრებით, რეგიონში მცხოვრები ქალი მეწარმეებისთვის საკუთარი შესაძლებლობების უსაზღვრობის რწმენისა და არგაჩერების მოტივაციაა. ის ფასდაუდებელია, რადგან დამანახა, რა საჭიროებები აქვთ მცირე მეწარმეებს და როგორ შეგვიძლია ჩვენ, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, დავეხმაროთ მათ, უკეთ შექმნან, გაავრცელონ, გაყიდონ, მართონ თავიანთი პროდუქტები, მომსახურება თუ ბიზნეს-პროცესები. ვისურვებდი, უფრო და უფრო მეტ ქალს ესარგებლა ამ პროგრამის სიკეთეებით და მიღებული ცოდნა მომხმარებლისთვის, რეგიონისთვის, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ახალი და საინტერესო ბიზნესების გასავითარებლად გამოეყენებინათ”, — განაცხადა თამარ ნიკოლეიშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტის მფლობელმა.
“ქვეყანაში ქალების ეკონომიკური გაძლიერება პრიორიტეტულ ამოცანად რჩება. ქალი მეწარმეების წარმატებაში თუნდაც ერთი აგურის დადება დიდი საქმეა. მეწარმეებს სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებული რჩევები, გამოცდილების გაზიარება და მოტივაცია სჭირდებათ. ქალი მეწარმეების განვითარების პროგრამა უნიკალური შესაძლებლობაა, რომლოს ფარგლებშიც ქალები საკუთარ საქმიანობას ბიზნესის შექმნის მაღალ სტანდარტად აქცევენ. აქ გამოცდილი პროფესიონალები ვუზიარებთ ჩვენ ცოდნას დამწყებ მეწარმეებს და ვასწავლით, როგორ შექმნან თანამედროვე, წარმატებული ბიზნესი. ეს პროგრამა აფართოებს კავშირებს, შესაძლებლობას იძლევა საინტერესო პარტნიორობას ჩაუყაროს საფუძველი. აქ ხდება უნარების ტრანსფერი და ღირებულებების გაზიარება, სადაც ძლიერ იდეებს ძლიერი ქალები რეალობად აქცევენ”, — ამბობს ლარისა პატარაია, საკონსულტაციო და კვლევითი კომპანია Start -Business Solutions-ის მმართველი პარტნიორი.
“პროექტი ქალ მეწარმეებს საშუალებას აძლევს გაზარდონ საკუთარი ბიზნესის ცნობადობა და ისწავლონ, როგორ წარმართონ კომუნიკაცია სოციალურ მედიაში. რადგან მეწარმეებს პროცესების მართვა თვითონ უწევთ ჩვენი ამოცანა სწორედ ამ პროცესების შემსუბუქება და გამარტივებაა. ამ პროექტში ჩართულობა მნიშვნელოვანია. აქ დაგროვილი ინფორმაცია მეწარმეს დაეხმარება, უფრო გააძლიეროს ბიზნესი და ბრენდის ხმა მეტ ადამიანს გააგონოს”, — განმარტავს მარიამ ბეროძე, სოციალური მედიის გუნდის ხელმძღვანელი კრეატიულ სააგენტო რედბერიში.
ინფორმაციისთვის, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა საქართველოს ბანკის ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილია. ესაა ინიციატივა, რომელიც საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ღონისძიებებს, პრაქტიკულ რესურსებსა და სხვა მრავალ აქტივობას აერთიანებს, რაც ბიზნესებს ზრდასა და განვითარებაში უწყობს ხელს.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები