თვითმმართველობები წინასაარჩევნო ღონისძიებების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფენ — მედია-კლუბი
ფოტო: Shutterstock
საქართველოს მედია-კლუბის ანგარიში მოიცავს საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე წინასაარჩევნო პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის მონიტორინგის დროს დაფიქრებულ დარღვევებს 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით. თუმცა, ვინაიდან 1 სექტემბრამდე, ანუ წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე, ორგანიზაციის მიერ დაფიქსირებული ფაქტები არ ქმნის საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარ საარჩევნო გარემოს, აღნიშნული ფაქტები მონიტორინგის ანგარიშში აისახა. მონიტორინგი, ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, სადამკვირვებლო ორგანიზაციის — საქართველოს მედია კლუბის პროექტის — წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი გარემოს შესაქმნელად ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგი — ფარგლებში ხორციელდება.
ორგანიზაციის განცხადებით, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით იმატა პოლიტიკური შინაარსის პლაკატებისა და სააგიტაციო მასალის გაკვრის გამო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აქტივისტების დაჯარიმების ფაქტებმა. მათი თქმით, ამგვარი ფაქტების უმეტესობა თბილისის მუნიციპალიტეტზე მოდის. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ პოლიტიკური სუბიექტების მიერ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში გასაჩივრებული დაჯარიმების ფაქტებზე მერიას გადაწყვეტილება, მონიტორინგის საანგარიშო პერიოდში, არ მიუღია.
დაჯარიმების ფაქტების ნაწილი აგვისტოში, ანუ წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე მოხდა. საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლით, ადგილობრივ თვითმმართველობებს სააგიტაციო მასალის გასაკრავად შენობებისა და ადგილების განსაზღვრის ვალდებულება არჩევნებამდე 60 დღით ადრე აქვთ. მათი თქმით, ეს მუნიციპალიტეტებმა გამოიყენეს პარტიების დაჯარიმების ფორმალურ საბაბად. აღსანიშნავია, რომ დაჯარიმებული აქტივისტები პოლიტიკური შინაარსის პლაკატებსა და სააგიტაციო მასალას უმეტესად აკრავდნენ სამშენებლო ღობეებზე, სადაც პლაკატების გაკვრა, მესაკუთრის თანხმობის შემთხვევაში, ნებადართულია.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნებამდე ბოლო სამოცი დღის განმავლობაში, მუნიციპალიტეტი გამოყოფს პლაკატების გაკვრისთვის ადგილებს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ პარტიებს არასაარჩევნო პერიოდში პლაკატების გაკვრის უფლება არ აქვთ იმ მოტივით, რომ მერიას ჯერ პლაკატების გაკვრის ადგილები არ გამოუქვეყნებია. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პოლიტიკურ პარტიებს არ ეკრძალებათ აგიტაცია და საკუთარი პოლიტიკური პოზიციების რეკლამირება წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე. არასაარჩევნო პერიოდში თბილისშიც და სხვა მუნიციპალიტეტებშიც გამოკრულია უამრავი კომერციული სუბიექტის სარეკლამო პლაკატი და განცხადება. თუმცა, მედია-კლუბისთვის უცნობია ამ მიზეზით კომერციული სუბიექტების დაჯარიმების ფაქტების შესახებ. საქართველოს მედია-კლუბის აზრით, ეს აშკარად მიუთითებს, რომ აგვისტოში პლაკატების გაკვრის გამო პარტიები დაჯარიმდნენ ოპოზიციური კუთვნილების გამო და შესაბამისად, მუნიციპალიტეტებმა პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები მიიღეს.
საარჩევნო სუბიექტების დაჯარიმების ფაქტები საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყების შემდეგაც ფიქსირდება. ორგანიზაციის განცხადებით, ის, ძირითადად, ერთი საარჩევნო სუბიექტის, სტრატეგია აღმაშენებლის მიმართ ხორციელდება.
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში, სააგიტაციო მასალის დაზიანებისა და საარჩევნო სუბიექტის პლაკატებზე სხვა საარჩევნო სუბიექტის პლაკატების გადაკვრის 21 ფაქტი დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, საარჩევნო პლაკატებისა და ბანერების დაზიანებამ, ერთი საარჩევნო სუბიექტის პლაკატებზე სხვა საარჩევნო სუბიექტის პლაკატების გადაკვრამ, მასობრივი ხასიათი მიიღო.
საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 93-ე მუხლის თანახმად, უკანონოდ ჩამოხსნილ, ჩამოხეულ, დაფარულ, ან დაზიანებულ საარჩევნო პლაკატებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
მიუხედავად კოდექსის ამ ვალდებულებისა, ადგილობრივი თვითმმართველობები სამართალდამრღვევი ფიზიკური თუ იურიდიული პირის გამოვლენისა და რეაგირების მხრივ არაეფექტურად მუშაობენ. ორგანიზაციის განცხადებით, დაფიქსირდა შემდეგი ფაქტები:
- ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პლაკატებზე ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პლაკატები გადააკრეს;
- ახალციხეში ნაციონალური მოძრაობისა და პატრიოტთა ალიანსის კანდიდატთა პლაკატებია გადაკრული ევროპული საქართველოს კანდიდატის პლაკატებზე;
- ზუგდიდში, ასევე, ქართული ოცნების კანდიდატის პლაკატებია ევროპული საქართველოს კანდიდატის პლაკატებზე გადაკრული;
- სამტრედიაში მმართველი პარტიის კანდიდატის პლაკატები ნაციონალური მოძრაობის იმჟამინდელი კანდიდატის (მოგვიანებით პარტიამ კანდიდატი შეცვალა) პლაკატებზე გადააკრეს.
გარდა ამისა, მედია-კლუბის ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნამონასტრევში, დაფიქსირდა საჯარო სკოლის შენობაზე ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების – ანზორ ბოლქვაძისა და ფრიდონ ფუტკარაძის საარჩევნო პლაკატების გაკვრის ფაქტი, რაც ზოგადი განათლების შესახებ კანონის დარღვევაა. მათ თქმით, ამ ფაქტების მიუხედავად, არცერთი თვითმმართველობის ორგანოს საარჩევნო კოდექსით მასზე დაკისრებული ვალდებულება არ შეუსრულებია.
ორგანიზაციის დაკვირვებით, წინასაარჩევნო პერიოდში, ისევე, როგორც საქართველოში ჩატარებული არჩევნების დიდ უმრავლესობაში, კვლავ ერთ-ერთ უმთავრეს და უმწვავეს პრობლემად რჩება პოლიტიკური სუბიექტების მიერ გამართულ წინასაარჩევნო ღონისძიებებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ასეთ დროს ძალიან ხშირია დაშინების, ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობის ფაქტები. ეს ყველაფერი ქმნის დაძაბულობის ატმოსფეროს, საზოგადოებაში აძლიერებს შიშის ფაქტორს, მნიშვნელოვნად უშლის ხელს მოსახლეობის ნების თავისუფალ გარემოში გამოვლენას, ქმნის ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და უმართავი პროცესების წარმოშობის საფრთხეს.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებული არიან უზრუნველყონ საარჩევნო სუბიექტების მიერ გამართული ღონისძიებების უსაფრთხოება.
საქართველოს კანონმდებლობამ, საარჩევნო კოდექსის ამ ორი მუხლით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კამპანიის უსაფრთხო, სამართლიანი და თანასწორი პირობებით წარმართვაზე პასუხისმგებლობა, ფაქტობრივად, მუნიციპალიტეტებს დააკისრა. ამასთან, მედია-კლუბში განმარტავენ, რომ მუნიციპალიტეტებს არ ჰყავთ მუნიციპალური პოლიცია. მათ არ ექვემდებარებიან სამართალდამცავი სტრუქტურების ადგილობრივი ქვედანაყოფები, რომლებიც, არასაარჩევნო პერიოდში ვალდებული არიან დაიცვან პოლიტიკური პარტიების მიერ გამართულ ღონისძიებებზე აქციის ორგანიზატორთა უსაფრთხოება. მათი თქმით, ამიტომაც, მუნიციპალიტეტს ფიზიკურად არ აქვს შესაძლებლობა, უზრუნველყოს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას სხვადასხვა ტიპის ღონისძიების უსაფრთხოება. მუნიციპალურ ორგანოებს, სააგიტაციო მასალების ხელყოფის შემთხვევაში კი, არ შეუძლიათ, აწარმოონ მოკვლევა, ან გამოძიება დანაშაულის ჩამდენის გამოსავლენად. მათივე თქმით, ვერ ადგენენ დამრღვევს და საუკეთესო შემთხვევაში, ფაქტს რეაგირებისთვის პოლიციას უგზავნიან. მეორე მხრივ, აღნიშნული სამართალდარღვევის გამოძიება არც შსს-ს ფუნქციაა და ასეთი ფაქტები, როგორც წესი, გამოუძიებელი რჩება. მუნიციპალიტეტებს ამ ვალდებულების შესრულება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუკი სამართალდამრღვევს დანაშაულის ფაქტზე წაასწრებენ, ან სააგიტაციო მასალის გადაფარვის შემთხვევაში, აშკარად იკვეთება სამართალდამრღვევი სუბიექტი.
საქართველოს მედია-კლუბის რეკომენდაციით, უნდა შეიცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა და წინასაარჩევნო ღონისძიებებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა. აგრეთვე, საარჩევნო პლაკატების უკანონოდ ჩამოხევა-დაზიანებაში დამნაშავე პირის/პირების გამოვლენისა და შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმის შედგენის ვალდებულება დაეკისროს იმ ორგანოს, ვისაც ამ უფლებამოსილების შესრულების რეალური კომპეტენცია გააჩნია.
"დღეს ეს ორგანო არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. თუკი ეს ვალდებულება კვლავ მუნიციპალიტეტებს დარჩებათ, იმისათვის, რომ მათ რეალურად შეძლონ კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულების შესრულება, თვითმმართველობის რეფორმისა და დეცენტრალიზაციის პროცესში, დაჩქარებული ტემპით უნდა შეიქმნას მუნიციპალური პოლიცია, რომლის კომპეტენციაშიც, მათ შორის, გადავა ადმინისტრაციული დარღვევების (მათ შორის პალკატების ჩამოხევა-დაზიანებაზე) გამოსავლენად მოკვლევის ჩატარება და შესაბამის სახდელების დაკისრება", — აცხადებენ ისინი.
ამავდროულად, ვინაიდან დღეის მდგომარეობით საქართველოს საარჩევნო კოდექსი პლაკატების ჩამოხევის, გადაფარვის ან დაზიანების შემთხვევაში რეაგირებას მუნიციპალურ ორგანოებს ავალებს, ორგანიზაცია მოუწოდებს ადგილობრივ თვითმმართველობებს, შეიმუშაონ კანონის აღსასრულებლად მეტნაკლებად ეფექტური მექანიზმი, რათა ამგვარი ფაქტები რეაგირების გარეშე არ დარჩეს. ამავდროულად, ვინაიდან გამოვლენილია ერთი სუბიექტის პლაკატების მეორე სუბიექტის პლაკატზე გადაკვრის შემთხვევები, სადაც მკაფიოდ იკვეთება, თუ რომელი საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ განხორციელდა აღნიშნული კანონდარღვევა, მუნიციპალიტეტებს აქვთ საშუალება, უფლება და ვალდებულება, დააჯარიმონ ის პოლიტიკური სუბიექტი, რომლის სასარგებლოდაც მოხდა კანონდარღვევის ფაქტი.
-
აღმოჩნდა, რომ სიცოცხლეს დნმ-ის წარმოქმნა მისი ნიმუშის გარეშეც შეუძლია აღმოჩნდა, რომ სიცოცხლეს დნმ-ის წარმოქმნა მისი ნიმუშის გარეშეც შეუძლია
გადახედვა
-
სნოს საჯარო სკოლაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვას მუნიციპალური განვითარების ფონდი უარყოფს სნოს საჯარო სკოლაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვას მუნიციპალური განვითარების ფონდი უარყოფს
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი: მე ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე ირმა ინაშვილი: მე ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე
გადახედვა
-
გივი მიქანაძე: იწყება მუშაობა იმ სახელმძღვანელოებისთვის, რომელიც რეპეტიტორიუმისთვის უნდა იყოს გამოყენებული გივი მიქანაძე: იწყება მუშაობა იმ სახელმძღვანელოებისთვის, რომელიც რეპეტიტორიუმისთვის უნდა იყოს გამოყენებული
გადახედვა
-
ენდრიუ გარფილდის თქმით, ჰოლივუდის დატოვებაზე ხშირად ფიქრობს ენდრიუ გარფილდის თქმით, ჰოლივუდის დატოვებაზე ხშირად ფიქრობს
გადახედვა
-
Supernatural-ის ისტორია გრძელდება — ახალი კომიქსი 26 აგვისტოს გამოვა Supernatural-ის ისტორია გრძელდება — ახალი კომიქსი 26 აგვისტოს გამოვა
გადახედვა
-
კიევში გამართულ SFLG Global Platform-ის VI სამიტში თამარ ბაგრატიონი მონაწილეობს კიევში გამართულ SFLG Global Platform-ის VI სამიტში თამარ ბაგრატიონი მონაწილეობს
გადახედვა
-
შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება დაიწყო შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის — საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება დაიწყო
-
ბრიტანეთში ატეხილი აჟიოტაჟის გამო, მეგან მარკლი სამსახიობო კარიერას შესაძლოა აღარ დაუბრუნდეს ბრიტანეთში ატეხილი აჟიოტაჟის გამო, მეგან მარკლი სამსახიობო კარიერას შესაძლოა აღარ დაუბრუნდეს
გადახედვა
-
ნათია თამაზაშვილი: ირაკლი პოლიტპატიმარია და ბრალს არ ღიარებს ნათია თამაზაშვილი: ირაკლი პოლიტპატიმარია და ბრალს არ ღიარებს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯაზ-მუსიკოსების უნიკალური ხელწერები გაშიფრეს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯაზ-მუსიკოსების უნიკალური ხელწერები გაშიფრეს
-
მეცნიერებმა მინიატიურული ტვინები შექმნეს, რომლებიც დროის გასვლას აღიქვამს მეცნიერებმა მინიატიურული ტვინები შექმნეს, რომლებიც დროის გასვლას აღიქვამს
გადახედვა
-
როგორ ეხმაურებიან ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალს "ოცნებაში"? როგორ ეხმაურებიან ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალს "ოცნებაში"?
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 21-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 21-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რა მოხდება, თუ მშობელს არ სურს, შვილს სასკოლო ფორმა ჩააცვას? — გივი მიქანაძის განმარტება რა მოხდება, თუ მშობელს არ სურს, შვილს სასკოლო ფორმა ჩააცვას? — გივი მიქანაძის განმარტება
გადახედვა
-
სსე-ის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილი დავით ვარდიაშვილმა შეცვალა სსე-ის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილი დავით ვარდიაშვილმა შეცვალა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინისთვის €6.1 მილიარდის სამხედრო დახმარება დაამტკიცა ევროკომისიამ უკრაინისთვის €6.1 მილიარდის სამხედრო დახმარება დაამტკიცა
გადახედვა
-
ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს
გადახედვა
-
750 000-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა 750 000-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა
გადახედვა
-
აშშ-ის სასამართლომ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვა გააუქმა აშშ-ის სასამართლომ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვა გააუქმა
გადახედვა
კომენტარები