უსაფუძვლო და პოლიტიზებულია — ზახაროვა ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლის ბრალდებაზე
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრალდებას 6-7 ოქტომბერს ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებების ჩაშლის შესახებ უსაფუძვლო და პოლიტიზირებული უწოდეს. ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ჟენევის დისკუსიების რაუნდი ლოგისტიკური, კერძოდ, კორონავირუსის პანდემიის მიზეზით გადაიდო. ზახაროვას კომენტარს რუსეთის სახელისუფლებო მედია ტასი ავრცელებს.
ზახაროვამ აღნიშნა, რომ პანდემიის გამო, 6-7 ოქტომბერს გასამართ დისკუსიაში მონაწილეობისგან რუსეთის გარდა, თავი ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო დელეგაციების წარმომადგენლებმაც შეიკავეს. ალტერნატივად კი, მისივე თქმით, შეხვედრის დისტანციურად გამართვა შესთავაზეს. რუსეთის საგარეოს პრესსპიკერი ამბობს, რომ მომდევნო რაუნდის ვიდეო კონფერენციის ფორმატში ჩატარებას, ქართული მხარე არ დათანხმდა.
"რუსეთი საქართველოსთან დიალოგს არასდროს არიდებდა თავს, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებშიც და მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელებისთვის ძალ-ღონეს არ ვიშურებთ", — განაცხადა მან.
ზახაროვამ, აგრეთვე აღნიშნა, რომ 6 ნოემბერს დისკუსიის თანათავმჯდომარეების ვიზიტს მოსკოვში ელოდებიან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი ჩაშალეს.
უწყების განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამწვავებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გათვალისწინებით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, 51-ე რაუნდის ჩატარება მიმდინარე წლის 6-7 ოქტომბერს იყო დაგეგმილი და შეთანხმებული.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები