ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი და პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრებიან.

ამერიკის 43-ე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იქნებიან ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და ყოფილი პირველი ლედი ლორა ბუშიც. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ჯორჯ ბუშმა არჩევნებზე მხარი ტრამპს არ დაუჭირა, მიუხედავად მისი რესპუბლიკელობისა, რასაც მოგვიანებით პრეზიდენტად არჩეულმა ტრამპმა "სევდიანი გადაწყვეტილება" უწოდა.

ამერიკის ისტორიაში 48-ე ინაუგურაცია 20 იანვარს, ვაშინგტონში გაიმართება.

ინაუგურაციაზე არ იქნება ჯორჯ ბუში უფროსი, მისი ჯანმრთელობის პრობლემების გამო.

ყოფილი პრეზიდენტები ტრადიციულად ესწრებიან ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას.