ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ კახეთში საქმე გვაქვს კორუფციის სისტემურ პრობლემასთან — TI
ფოტო: Shutterstock
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ინფორმაციით, კახეთის მუნიციპალიტეტში ტენდერებში ხშირად ისეთი კომპანიები იმარჯვებენ, რომლებსაც შესაბამის პროექტებზე მუშაობის გამოცდილება არ გააჩნიათ, იკვეთება მოქმედ ან ყოფილ თანამდებობის პირებთან კავშირი და კორუფციული გარიგების ნიშნები. გარდა ამისა, TI აღნიშნავს, რომ უკონკურენტო ტენდერებში ხშირად იგებენ ახალდაფუძნებული და გამოუცდელი კომპანიები. მათი აბსოლუტური უმრავლესობა ინფრასტრუქტულ პროექტებს უკავშირდება, როგორებიცაა გზების მოასფალტება, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, წყლის სისტემებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა და გარე განათებები, ხოლო ძირითადი შემსყიდველები არიან მუნიციპალიტეტთა მერიები, საავტომობილო გზების დეპარტამენტი და მუნიციპალური განვითარების ფონდი.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ 2013-2020 წლებში კახეთის 8 მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვები და შეისწავლა შეისწავლა.
კვლევაში წერია, რომ გამოკვეთილია ტენდენციური ე.წ. "მბრუნავი კარის პრობლემა", რაც ნიშნავს იმას, რომ არაერთმა ყოფილმა თანამდებობის პირმა თანამდებობის დატოვებიდან მალევე დააფუძნა კომპანია და დაიწყო ტენდერებში და გამარტივებულ შესყიდვებში მონაწილეობის მიღება იმავე მუნიციპალიტეტში.
ასევე, დოკუმენტის მიხედვით, ხშირია შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ საწარმოებს, ან ფიზიკურ პირებს არ აქვთ უშუალო კავშირი მოქმედ ან ყოფილ თანამდებობის პირებთან, თუმცა რვავე მუნიციპალიტეტში ისინი მსგავსი ტენდენციით მონაწილეობენ ტენდერებში: ან დაფუძნებიდან მალევე იწყებენ შესყიდვების მიღებას, ან მრავალი წლის მანძილზე "პასიურად" არიან და შესყიდვებს გამოცდილების გარეშე იღებენ. ასევე, კომპანიების უდიდესი ნაწილი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას პირდაპირ გამარტივებული შესყიდვის მიღებით იწყებს. ამასთან, იკვეთება ტენდენცია, რომ შემსყიდველი ორგანოები გამარტივებული შესყიდვის საფუძვლად უთითებენ "გადაუდებელ აუცილებლობას".
კახეთის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული კვლევის შედეგად საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ რამდენიმე ტენდენცია გამოკვეთა:
- 17 კომპანიისა თუ ინდივიდუალი მეწარმის შემთხვევაში გამოკვეთილია პირდაპირი ან ირიბი კავშირი მოქმედ ან ყოფილ თანამდებობების პირებთან;
- შპს-ების უმრავლესობამ (32/52) დაფუძნებიდან მალევე დაიწყო უკონკურენტო ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში მონაწილეობა;
- ხშირად, ტენდერში დაბალი ფასის შეთავაზებით შესულ კომპანიას შესყიდვის ღირებულება ხელშეკრულების დადების შემდგომ ეზრდება;
- თელავის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარის მოადგილის, ბესიკ ქოჩიშვილის ყოფილმა კომპანიამ, 2015-2019 წლებში, ბიუჯეტიდან 1,7 მილიონი ლარი მიიღო;
- თელავის გამგებლის ყოფილი მოადგილის, ზურაბ სვიმონიშვილის ორმა კომპანიამ — შპს ბილდინგმა და შპს ნიუ ბილდინგმა 2013-2020 წლებში 1,2 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღო;
- საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის, ოთარ ჩალათაშვილის ბიზნესპარტნიორის კომპანია კვლავ იღებს გამარტივებულ შესყიდვებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტისგან და მისმა შემოსავალმა 2018-2020 წლებში 1,7 მილიონ ლარს გადააჭარბა;
- გურჯაანის მერის ყოფილი მოადგილის, ნიკოლოზ გეთიაშვილის სიმამრის კომპანიამ 2015-2020 წლებში 12,8 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. აქედან, 1 მილიონი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვები მხოლოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტისგან;
- შპს თბილსერვის ჯგუფის ყოფილი დირექტორის, თორნიკე შიოლაშვილის მიერ, თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას წინააღმდეგ სასამართლოში მიცემული ჩვენებიდან 1 თვის შემდეგ დაფუძნებულმა კომპანიამ 72 მილიონი ლარის ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღო 2014-2020 წლებში;
- ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილ უფროსთან, ზურაბ შავბალახაშვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ყვარლის მუნიციპალიტეტისგან 1 მილიონ ლარამდე ღირებულების ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღეს;
- ლაგოდეხის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება — კონსერვატორების თავმჯდომარის მოადგილე, მარიანა გელაშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ დაფუძნებიდან 1 კვირაში 2 გამარტივებული შესყიდვა მიიღო;
- ლაგოდეხის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ხუციშვილის ძმის კომპანიამ 300 ათასი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვები მიიღო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისგან;
- სიღნაღის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეულის — სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსის, ნოდარ ბაკაშვილის დაფუძნებულმა კომპანიამ 890 ათასი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვები მიიღო მხოლოდ სიღნაღის მუნიციპალიტეტისგან;
- ახმეტის მერის მოქმედი მოადგილის, ვანო ნასყიდაშვილის მეგობარმა — ინდივიდუალურმა მეწარმე ბექა ონიაშვილმა 1,8 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღო მხოლოდ ახმეტის მუნიციპალიტეტისგან 2015-2020 წლებში;
- ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, არსენ ბუღრიძის ცოლის ძმის კომპანიამ 1,4 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღო ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებისგან;
- საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს კადრების განყოფილების უფროსის, ემზარ პაქსაძის მიერ 2018 წელს დაფუძნებულმა კომპანიამ 700 ათასი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა და 232 753 ლარის ღირებულების ტენდერი მიიღო ახმეტის მუნიციპალიტეტში 2019 წელს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს დასკვნით, აღნიშნული მიგნებების საფუძველზე ჩნდება ეჭვი, რომ "საქმე გვაქვს კორუფციის სისტემურ პრობლემასთან", რის გამოც აქვეყნებს გარკვეულ რეკომენდაციებსაც.
ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და საქართველოს გენერალურ პროკურატურას, შეისწავლონ კვლევაში მოყვანილი ფაქტები, სადაც იკვეთება სავარაუდო კორუფციისა და კომპანიებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის პირდაპირი ნიშნები.
"ასევე, მოვუწოდებთ მუნიციპალიტეტებს, იხელმძღვანელონ სახელმწიფო შესყიდვების საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, დახვეწონ შესყიდვების მეთოდები, თითოეული შესყიდვის პროცესში გაითვალისწინონ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები და გაასაჯაროონ ინფორმაცია ტენდერისა და გამარტივებული შესყიდვის პროცესში ჩართული ქვეკონტრაქტორების შესახებ", — წერია განცხადებაში.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო მიიჩნევს, რომ აუცილებელია, თითოეულ გამარტივებულ შესყიდვას თან ახლდეს ბაზრის კვლევის შედეგები. ამასთან, TI-ის აზრით, საჭიროა, შემსყიდველმა უფრო ცხადად განსაზღვროს ის კრიტერიუმები, რის საფუძველზეც არჩევს კონკრეტულ კომპანიასა თუ ფიზიკურ პირს.
-
შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის შესაძლოა, მეცნიერებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ "ცარიელი" სივრცე ცარიელი არ არის
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით? ლევან ხაბეიშვილი: "ამოდენა შეტლიკინებას" ნუ დაუკარგავთ, ირაკლი ღარიბაშვილი უპირისპირდება ბიძინას და ჩვენ რას ველოდებით?
გადახედვა
-
კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
-
ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
-
OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
გადახედვა
-
ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა
გადახედვა
-
4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა 4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა
გადახედვა
-
რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა
გადახედვა
-
ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
-
ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ? ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ?
-
როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია
-
დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო
გადახედვა
-
"მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს "მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო
გადახედვა
კომენტარები