ოპოზიციური პარტიები განათლებისა და ეკონომიკის საკითხებზე რეფორმაზეც შეთანხმდნენ
ოპოზიციურმა პარტიებმა: გირჩი, ევროპული საქართველო, ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელი და ერთიანი საქართველო ბორჯომში NDI-ს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე შეთანხმებული საკითხების ბოლო, მესამე ნაწილს მოაწერეს ხელი, რომელიც ეკონომიკურ და საგანმანათლებლო საკითხებს მოიცავს.
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს გამოყოფს, როგორიცაა დეცენტრალიზაცია განათლების სფეროში, პოლიტიკური წნეხისგან დარგის გათავისფლება, საკუთრების უფლებები და ა.შ.
"რომ მოვალთ ხელისუფლებაში, მერე კი არ დავიწყებთ ძებნას, რის გაკეთებას ვაპირებთ, არამედ დღეიდან ვიცით, რომ განათლებაში მეტი დეცენტრალიზაცია უნდა იყოს, მასწავლებელი დაფასებული უნდა იყოს, პოლიტიკური წნეხისგან უნდა გავათავისუფლოთ, საკუთრება ადამიანებს უნდა დავურეგისტრიროთ, მიწის რეგისტრაციის პრობლემა ხალხს არ უნდა ჰქონდეს და ა.შ", — განაცხადა მან.
რაც შეეხება გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მოსაზრებას, მან განაცხადა, რომ შეთანხმებაში მნიშვნელოვანია პრივატიზაციის და კერძო დაწესებულებების სახელმწიფო რეგულაციებისგან გათავისუფლების ფაქტორი.
"[პაკეტი, მათ შორის,] ეხება სახელმწიფოს ხელში არსებული საკუთრების მოქალაქეებისთვის დაბრუნებას. განათლების სისტემაში, მნიშვნელოვანია, შევთანხმდით, რომ კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტები უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო რეგულაციისგან, ხოლო რაც დარჩება საჯაროდ, მას უნდა ჰქონდეს მაქსიმალური ავტონომია, მათ შორის ფინანსური ავტონომია", — თქვა ჯაფარიძემ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინა ბოკუჩავა კი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ეროვნული ვალუტის გამყარება და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება ქვეყანაში.
"ამ დოკუმენტში მოცემულია ჩვენი ხედვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გავამყაროთ ეროვნული ვალუტა, რომელიც დღითიდღე უფასურდება ბიძინა ივანიშვილის პირობებში; როგორ უნდა შევამციროთ ბიუროკრატიული ხარჯები ქვეყანაში, სადაც ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე კატასტროფულად გაიზარდა, იმიტომ, რომ ივანიშვილის რეჟიმი კვებავს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ნომენკლატურას, დანარჩენ მოსახლეობას კი წირავს საშიმშილოდ", — აღნიშნა ბოკუჩავამ.
ოპოზიციური პარტიების ხედვა ასეთია:
ეკონომიკა
სახელმწიფო ქონების მოქალაქეებისათვის საკუთრებაში დაბრუნება:
-
დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, რომელიც ადამიანების ფაქტობრივ მფლობელობაშია და არავინ ედავება, უნდა დარეგისტრირდეს მფლობელის საკუთრებად;
-
დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, რომელიც ფაქტობრივად სასოფლო თემია ან სოფლის მოსახლეობის საერთო მფლობელობაშია და ამ ნაკვეთების მიმართ არ არსებობს სხვა ადამიანების პრეტენზია, უნდა დარეგისტრირდეს სოფლის/თემის საკუთრებად;
-
სახელმწიფო ქონება და წიაღისეული, გარდა განსაკუთრებული გამონაკლისი შემთხვევებისა, ნაწილდება მოქალაქეებზე თანაბრად.
მთავრობისა და ბიუროკრატიის შემცირება:
-
არაუგვიანეს 2024 წლის ბოლომდე მთავრობის ზომა არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი შიდა პროდუქცის 20%-ს;
-
ხელისუფლების მოსვლის მომენტიდან 100 დღის ვადაში უნდა იქნას შემუშავებული ეროვნული ვალუტის გაუფასურების პრევენციის მაჩვენებელი.
განათლება:
- კერძო განათლების სფეროს სახელმწიფო რეგულაციებისგან გათავისუფლება;
- საჯარო სკოლების ფინანსური და მმართველობითი ავტონომია.
აღნიშნული შეთანხმება ოპოზიციის მიერ საერთო დოკუმენტზე ხელმოწერის მესამე ეტაპია. პირველი გაიმართა მარტში და სასამართლოების რეორგანიზაციას ეხებოდა. მეორე კი — 16 სექტემბერს, რომლითაც პარტიები სუს-ში, პროკურატურასა და შსს-ში გასატარებელ რეფორმებზე შეთანხმდნენ.
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები