დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი სამი ადამიანიდან, ორი პაციენტი აჭარაში მკურნალობდა ერთი კი თბილისში.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი პაციენტი, რომელიც გარდაიცვალა, არის 65 წლის მამაკაცი, ის მკურნალობდა ქ. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: გადატანილი ჰქონდა მოიკარდიომის ინფარქტი, შაქრიანი დიაბეტი, ორმხრივი ჰიდროთორაქსი.

სამინისტროს ინფორმაციით, მეორე კოვიდ ინფიცირებული პაციენტი 70 წლის მამაკაცია, ისიც მკურნალობდა ქ. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს გადატანილი ჰქონდა: ინსულტი, ვეგატატიური სტატუსი.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, 57 წლის ქალია, მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა, განვითარდა მძიმე რესპირატორული დისტრეს სინდრომი და პაციენტის გამოყვანა ვერ მოხერხდა.

საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

სულ ქვეყანაში კორონავირუსის 5552 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 1 906 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 28 კი გარდაიცვალა.

5 650 ადამიანი იმყოფება კარანტინში, ხოლო 836 — სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ. ამასთან, 800 პირი კოვიდსასტუმროშია მოთავსებული.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: