დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

სტრატეგია აღმაშენებლის წევრი, თაკო ჩარკვიანი კორონავირუსისგან განიკურნა. ამის შესახებ მან ფეისბუქზე დაწერა. თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი 11 სექტემბერს დაუდასტურდა.

"ძვირფასო მეგობრებო, ორჯერ ჩატარებული კოვიდის ტესტების პასუხები უარყოფითია, უფლის წყალობით, ჩვენს ოჯახში ყველასთან", — წერს ჩარკვიანი.

26 სექტემბერის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 4 960 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 1 819 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 27 კი გარდაიცვალა. 5 584 ადამიანი იმყოფება კარანტინში, ხოლო 836 — სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ. ამასთან, 781 პირი კოვიდსასტუმროშია მოთავსებული.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: