აზერბაიჯანისა და საქართველოს მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის საზღვრის ხაზის დადგენაზე იმსჯელეს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქართულმა და აზერბაიჯანულმა მხარემ საზღვრის დელიმიტაციასა და ახალ კარტოგრაფიულ მასალებზე ისაუბრეს.
დელიმიტაცია გულისხმობს მომიჯნავე სახელმწიფოებს შორის საზღვრის ხაზის განსაზღვრას, რაც დაფიქსირებულია საერთაშორისო ხელშეკრულებაში და გრაფიკულად არის გამოსახული თანდართულ რუკაზე.
დავით ზალკალიანის განცხადებით, არსებობს ახალი კარტოგრაფიული მასალები, რომელმაც, შესაძლოა, 2006-2007 წელს მიღწეული შეთანხმების გადახედვა გამოიწვიოს.
"ჩვენი მხრიდან მოძიებულია ახალი კარტოგრაფიული მასალები, ახალი დოკუმენეტები და სხვადასხვა ექსპერტული დასკვნები. აზერბაიჯანულ მხარეს დოკუმენტები მივაწოდეთ. ამ დოკუმენტებმა, შესაძლოა, წარმოშვას პროცესის ახლებური წარმართვა. ვიმედოვნებ, რომ აღნიშნულ მასალებზე დაყრდნობით მთელ საკითხებთან დაკავშირებით გვექნება პროგრესი", — აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
რაც შეეხება აზერბაიჯანული მხარის პოზიციას, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ დელიმიტაციის საკითხებთან დაკავშირებით ორ ქვეყანას შორის 2019 წლიდან რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. გარდა ამისა, 2020 წლის მარტში შეხვედრები ისევ იგეგმებოდა, მაგრამ პანდემიით გამოწვეული ვითარების გამო ვერ შედგა.
"მიმდინარეობს შესაბამისი საქმიანობა და იმედს ვიტოვებთ, რომ საზღვრის დელიმიტაციის პრობლემებს კომისია მოაგვარებს. მინდა, ერთი საკითხიც აღვნიშნო — მიგვაჩნია, რომ მსგავსი საკითხების განხილვის პერიოდში სპეციალისტების თავისუფალ გარემოში მუშაობისთვის შესაბამისი პირობები უნდა შეიქმნას. ამ მიმართულებით რაიმე სპეკულაცია, ან პოლიტიკური შეფასებები პროცესს ხელს უშლის. მსგავს საკითხებს აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობაზე უარყოფითი ზეგავლენის მსურველები, ანუ მესამე ქვეყნები იყენებენ, ამიტომ ორივე ქვეყნის მოქალაქეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას ვურჩევ, უფრო ყურადღებით იყვნენ", — განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა (რუსთავი-2-ის თარგმანი).
მისივე თქმით, იმის გამო, რომ ეს მნიშვნელოვანი და სათუთი საკითხია, ორივე მხარე მოზომილი უნდა იყოს განცხადებებში, რათა ურთიერთობები არ დაზიანდეს. ასევე, ბაირამოვმა აღნიშნა, რომ ამ ორ ქვეყნას შორს არ არსებობს საკითხები, რომელიც არ მოგვარდება და იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში ეს საკითხიც გადაწყდება.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც. ამ შეხვედრის ფარგლებშიც მხარეებმა დელიმიტაციაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ამ პროცესის დასრულება ორმხრივ ინტერსს წარმოადგენს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები