დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

24 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 259 შემთხვევიდან 164 აჭარაში გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

უწყების ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 4 000-მდე PCR ტესტი ჩატარდა, სტაციონარში მკურნალობს — 497 პაციენტი, მათგან 47 არასრულწლოვანი და 14 ორსული. კარანტინში მეთვალყურეობაზე იმყოფება — 694 ადამიანი. გამოჯანმრთელდა და სტაციონარი დატოვა 9 პაციენტმა, ხოლო საკარანტინო სივრციდან ბინაზე გაეწერა 38 პაციენტი

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განმარტებით კი, ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა — 34, იმერეთში — 22, სამეგრელო-ზემო სვანეთში — 15, გორში, მარნეულსა და მცხეთაში — 1, ხოლო 5 შემთხვევა საზღვარგარეთიდანაა იმპორტირებული.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სულ კორონავირუსის 4 399 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 1 705 უკვე გამოჯანმრთელდა, 25 კი გარდაიცვალა.

კარანტინში არის 5 255 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 836.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: