ერთადერთი გამოსავალი გახლავთ ოქტომბრის არჩევნებზე გარდამტეხი ცვლილებების მოტანა — ბაქრაძე
ევროპული საქართველოს ლიდერი, დავით ბაქრაძე და პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში, გიორგი ღვინიაშვილი, საგარეჯოს მოსახლეობას შეხვდენენ და მათ პარტიის პროგრამა გააცნეს.
პარტიის ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ქვეყანაში არსებული უიმედობა, უპერსპექტივობა, სიღარიბე და უმუშევრობა 31 ოქტომბერს უნდა დასრულდეს. გიორგი ღვინიაშვილის თქმით კი ევროპულ საქართველოს აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარება და მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები.
"ქვეყანა შესულია უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში, ადამიანებს აწუხებთ უმუშევრობა, ყოველდღიურად უფასურდება ლარი, მატულობს სიღარიბე და გაჭირვება და ამდროს გვყავს თვითკმაყოფილებაში ჩაძირული მთავრობა, რომელიც ამბობს, რომ ყველაფერი კარგად არის და ყველაფერი უნდა გაგრძელდეს ასე.
ამრიგად, ერთადერთი გამოსავალი ცხოვრების შესაცვლელად, ეს გახლავთ 31 ოქტომბრის არჩევნებზე გარდამტეხი ცვლილებების მოტანა. ევროპული საქართველო არის ის გუნდი, რომელიც ამ ქვეყანაში მოიტანს გარდამტეხ ეკონომიკურ ცვლილებებს, რომელიც საკუთარი გეგმით და პროგრამით შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, შეაჩერებს ფასების ზრდას და ვალუტის გაუფასურებას და ეს არის ის გუნდი, რომელსაც შეუძლია, რომ იმ უიმედობის, გაჭირვების ოკეანიდან, რომელშიც დღეს არის ჩვენი ხალხი, გაჩვენოთ სწორი გამოსავალი და იყოს თქვენი გზამკვლევი ჩვენი ოჯახებისა და შვილების უკეთესი მომავლისაკენ", — ამბობს დავით ბაქრაძე.
"დღეს ჩვენ შევხდით საგარეჯოს ამომრჩეველს, ჩვენ მათ გავაცანით ჩვენი პროგრამა, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამ მძიმე ვითარებიდან. საარჩევნო კამპანია მიდის ინტენსიურად და დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ამ ოლქში გავიმარჯვებთ.
ჩვენ გვაქვს კონრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს გარდამტეხი ცვლილებები და როგორ მოვუტანოთ თითოეულ ადამიანს კეთილდღეობა: გადასახადების შემცირებით და ბიუროკრატიული ხარჯის 2 მლრდ. ლარის შემცირებით; თითოეულ ოჯახს ყოველწლიურად, საშუალოდ, 2000 ლარით მეტი დარჩება; სასამართლო და საპოლიციო რეფორმები ნიშნავს მეტ ინვესტიციას ქვეყანაში და ეკონიმიკის გაძლიერებას; რეალური თვითმართველობა ყველა ქალაქს ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივები თვითონ გადაწყვეტენ რა არის მნიშვნელოვანი მათთვის; სახელმწიფო ქონებაში არსებული მიწის ხალხისთვის გადაცემით, მოსახლეობა მიიღებს იმ ქონებას, რაც ეკუთვნით მათ. ამ გეგმით, ქვეყანაში მოხდება გარდამტეხი ცვლილებები, ევროპული საქართველი კი იქნება კომპასი, რომელიც ქვეყანას სწორი გზით წაიყვანს", — განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.
-
გადახედვამშვენიერაძე: Airsoft ვისაც უთამაშია, ხომ ყველა ხვდება რა არის ფოტოზე? სათამაშო იარაღები, რომლებიც პატარა პლასტმასის ბურთებს ისვრის მშვენიერაძე: Airsoft ვისაც უთამაშია, ხომ ყველა ხვდება რა არის ფოტოზე? სათამაშო იარაღები, რომლებიც პატარა პლასტმასის ბურთებს ისვრის
-
გადახედვაყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე
-
გადახედვასახალხო დამცველის აპარატის განცხადება ბლოგერ და ჟურნალისტ უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატის განცხადება ბლოგერ და ჟურნალისტ უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით
-
გადახედვაჭავჭავაძეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი "შენი დილის" თანაწამყვანი, ლევან აბდუშელიშვილია ჭავჭავაძეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი "შენი დილის" თანაწამყვანი, ლევან აბდუშელიშვილია
-
გადახედვაპოლიციამ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეები დააკავა პოლიციამ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოქალაქეები დააკავა
-
გადახედვაბორის ჩელე ყურუა: მცემეს, მეც ვურტყი, მაგრამ ყველას რაღაცა ეჭირა და მომერივნენ ბორის ჩელე ყურუა: მცემეს, მეც ვურტყი, მაგრამ ყველას რაღაცა ეჭირა და მომერივნენ
-
გადახედვაზურაბ ჯაფარიძე: ჩელეს დახვდნენ სახლთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ ზურაბ ჯაფარიძე: ჩელეს დახვდნენ სახლთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
-
გადახედვასაია საგამოძიებო უწყებებს მიმართავს: ეს ცალსახად უჩა აბაშიძის დაცვის უფლების შეზღუდვაა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია საია საგამოძიებო უწყებებს მიმართავს: ეს ცალსახად უჩა აბაშიძის დაცვის უფლების შეზღუდვაა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია
-
-
გადახედვა"უჩა აბაშიძეს შეუვარდა პოლიცია, არ უშვებენ ტელეფონთან, არ არეკინებენ ადვოკატთან" — აბაშიძის ყოფილი ცოლი, დოდი ხარხელი "უჩა აბაშიძეს შეუვარდა პოლიცია, არ უშვებენ ტელეფონთან, არ არეკინებენ ადვოკატთან" — აბაშიძის ყოფილი ცოლი, დოდი ხარხელი
-
გადახედვაელჩი: ევროკავშირის შემდეგი გაფართოება აუცილებლად მოხდება — საქართველოსთან ერთად თუ მის გარეშე, დამოკიდებულია მხოლოდ საქართველოს მოსახლეობაზე ელჩი: ევროკავშირის შემდეგი გაფართოება აუცილებლად მოხდება — საქართველოსთან ერთად თუ მის გარეშე, დამოკიდებულია მხოლოდ საქართველოს მოსახლეობაზე
-
გადახედვამთავრობის წარმომადგენლები ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მიწვევის მიუხედავად, არ მივიდნენ მთავრობის წარმომადგენლები ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, მიწვევის მიუხედავად, არ მივიდნენ
-
გადახედვაგოჩა ჯავახიშვილი: მე ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს გოჩა ჯავახიშვილი: მე ვეღარ ვხედავ ჩემს როლსა და რესურსს ამ მიმართულებით: ევროპისკენ მივდიოდე და ევროპისგან ვიცავდე თავს
-
გადახედვატოივო კლაარი: საით მიდიხარ, საქართველო? ტოივო კლაარი: საით მიდიხარ, საქართველო?
-
გადახედვაკასრაძე: ციხის კადრებმა გადაწყვიტა წინა ხელისუფლების ბედი, მაშინ რასაც აპროტესტებდით, დღეს რატომ არ აპროტესტებთ იმას? კასრაძე: ციხის კადრებმა გადაწყვიტა წინა ხელისუფლების ბედი, მაშინ რასაც აპროტესტებდით, დღეს რატომ არ აპროტესტებთ იმას?
-
გადახედვარუსული კანონის მესამე საკომიტეტო მოსმენა ორშაბათს, 13 მაისს, 9 საათზე დაიწყება რუსული კანონის მესამე საკომიტეტო მოსმენა ორშაბათს, 13 მაისს, 9 საათზე დაიწყება
-
გადახედვანონა ქურდოვანიძე: რა უნდა იცოდეთ, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს, მოგაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ან დაგემუქრნენ ნონა ქურდოვანიძე: რა უნდა იცოდეთ, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს, მოგაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ან დაგემუქრნენ
-
გადახედვათინა ბოკუჩავა: რუსული მეთოდებით ბრძოლა საკუთარ ხალხთან, დასრულდება ივანიშვილის მარცხით თინა ბოკუჩავა: რუსული მეთოდებით ბრძოლა საკუთარ ხალხთან, დასრულდება ივანიშვილის მარცხით
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო მაისურის ტარების გამო, პოლიციამ მოქალაქეს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა რუსული კანონის საწინააღმდეგო მაისურის ტარების გამო, პოლიციამ მოქალაქეს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა
-
გადახედვა"სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს" — არასამთავროები საერთო განცხადებას ავრცელებენ "სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ ყველა დაზარალებულს" — არასამთავროები საერთო განცხადებას ავრცელებენ
კომენტარები