ომბუდსმენი

10 May. 2024, 01:37

სახალხო დამცველის აპარატი თვალყურს ადევნებს ბლოგერ და სამხედრო ჟურნალისტ უჩა აბაშიძესთან დაკავშირებით მიმდინარე მივლენებს, მისი სახლის რამდენიმე საათიან ჩხრეკის და შემდგომ მისი დაკავების ფაქტს.

ამ ეტაპზე სახალხო დამცველის რწმუნებული მიემართება თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულთან შეხვედრის მიზნით.

ამასთან, აპარატი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, დაუყოვნებლივ მისცეს უჩა აბაშიძის ადვოკატებს მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეხვედრის შესაძლებლობა. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატის რეაგირების შესახებ სრულ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს პერიოდში მივაწვდით.

სამწუხაროდ, მოცემულ მომენტში სახალხო დამცველი არ იმყოფება საქართველოში, თუმცა მისი წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში ადგენენ დაკავებულთა ადგილმდებარეობას და ხვდებიან დაკავებულ პირებს, მათი ფიზიკური მდგომარეობისა და დაკავების პირობების გასარკვევად.

აპარატი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და მთელი გუნდი მობილიზებულია, რათა უფლებადარღვევის არცერთი ფაქტი არ დარჩეს რეაგირების გარეშე.

შეგახსენებთ, რომ უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში.

ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა განცხადება გაავრცელა. უჩა აბაშიძე რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტი, ბლოგერი და სამხედრო მიმომხილველია, რომელიც პოლიციამ დააკავა და იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში დასდო ბრალი. უჩა აბაშიძეს არ მისცეს საშუალება, ადვოკატი, ან ოჯახის წევრი ყოფილიყო მასთან ერთად იმ მომენტში, როდესაც პოლიცია მის საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკის საბაბით შევიდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თეთრი სახლის კორესპონდენტების სადილზე სროლა იყო — სავარაუდო მსროლელი დააკავეს
  2. ირაკლი კობახიძე: "მე წაგიყვანთ და საქონლის და ღორის რბილ ხორცს გაყიდინებთ ნახევარ კილოგრამს 10 ლარში"
  3. ანდრია ჯაღმაიძე ილია II-ის წერილსა და რუს მიტროპოლიტთან შეხვედრის კადრებს აქვეყნებს
  4. პარლამენტმა "საქართველოს განვითარების ფონდის" ლიკვიდაციას მხარი დაუჭირა
  5. სახელმწიფო გადატრიალება ერთ დღეში აღკვეთა — ალექსანდრე ტაბატაძე მამუკა მდინარაძეზე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ასტრონომებმა სინთეზური სამყარო შექმნეს, რომელიც რეალურს მაქსიმალური სიზუსტით ასახავს

ასტრონომებმა სტანდარტული კოსმოლოგიური მოდელის გამოსაცდელად სინთეზური სამყარო შექმნეს, რომელიც რეალურს ბევრი თვისებით…