დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში კორონავირუსის ცენტრებსა და სასტუმრო ჰოსპიტლებში, ჯამში, 1 657 პაციენტი მკურნალობს. მათგან 11-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 75-ის — მძიმე.

18 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი.

ახალი შემთხვევებიდან 129 აჭარაში დაფიქსირდა. თბილისში — 34, იმერეთში — 11, ქვემო ქართლში — 4, გურიაში — 3, კახეთში — 1.

ქვეყანაში კორონავირუსის სულ 3 119 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან უკვე 1 435 გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 გარდაიცვალა.

ამ ეტაპისთვის კარანტინშია 6 633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: