Samsung The Sero — ტელევიზორი, რომელიც ბრუნავს იმისთვის, რომ შენს სმარტფონს მოერგოს
ფოტო: Samsung Georgia
ალბათ შენც, ისევე, როგორც მსოფლიო მოსახლეობის 99%-ს, სმარტფონით გადაგიღია ვიდეო პორტრეტულ რეჟიმში, ხოლო შემდეგ ტელევიზორის ან კომპიუტერის ეკრანზე გიყურებია ვიწრო გამოსახულებისთვის, რომელიც გარშემო ორი მოზრდილი შავი ფონით არის გარშემორტყმული. ზუსტად ამ პრობლემას სერიოზულად მოეკიდნენ სამსუნგის ტექნოლოგიური განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლები და შექმნეს ტელევიზორი, რომელიც ბრუნავს იმისთვის რომ შენს მიერ "უკუღმა" გადაღებულ ვიდეოს მოერგოს.
ეს ყველაფერი ხუმრობით, რეალურად კი სამსუნგმა ნამდვილი მონსტრი მულტიმედიური კომპლექსი შესთავაზა მომხმარებლებს. The Sero უნიკალური კონცეპტია, რომლის მსგავსი ჯერ ტექნოლოგიურ ინდუსტრიას არ ახსოვს. ეს გახლავთ უახლესი ტექნოლოგიით დახუნძლული, სამსუნგისეული ტოპ ხარისხის QLED 4K ეკრანით აღჭურვილი მოტორიზებული ტელევიზორი, რომელიც ბრუნავს 360 გრადუსით და პოზიციას არგებს გადმოცემულ ფოტო/ვიდეო კონტენტს, არის ის ჰორიზონტალურ, თუ ვერტიკალურ ფორმატში გადაღებული.
"ოდესმე გინატრია, შენი სმარტფონი იყოს ისეთივე დიდი, როგორც ტელევიზორის ეკრანია?! – მაშინ ეს ტელევიზორი შენია". The Sero ზუსტად გადმოსცემს აპლიკაციებს და მობილურ ფოტო/ვიდეო კოლექციას პორტრეტულ რეჟიმში, ხოლო საყვარელ ფილმებს და სერიალებს 90 გრადუსიანი ბრუნით ჰორიზონტალურ სიბრტყეში გადმორთავს.
გარდა იმისა, რომ აღნიშნული ტელევიზორი სამსუნგს "ლაიფსტაილ" კლასში ყავს წარმოდგენილი, რაც მის ყველა დეტალს ეტყობა, დაწყებული დისტანციური პულტით და დამთავრებული ულტრათანამედროვე სადგამით, The Sero-ში გამოყენებულია სრულიად "აუდიფილიური" სისტემა. 60 ვატის სიმძლავრის მქონე 4.1 არხიან დინამიკს პრემიალური კლასის ხმის გადმოცემის უნარი აქვს. 2 ტვიტერი, 2 საშუალო სიხშირული და 2 დაბალსიხშირული დინამიკი თანწყობილია საბვუფერთან - ასეთ განლაგებას უმეტეს მუსიკალურ ცენტრებშიც ვერ შეხვდებით. The Sero დახუნძლულია Dolby-ს სისტემის კოდეკებით: Dolby Digital Plus, Dolby 5.1 Decoder და ასევე ისეთი ფუნქციებით, როგორიც არის Dialog Enhancement და სხვა. ასეთი ტიპის აუდიო სისტემით ტელევიზორს შეუძლია გადმოსცეს ღრმა ბასი და ვირტუალური კინოდარბაზის ეფექტი შესძინოს სტანდარტულ ოთახს.
რა თქმა უნდა, ტელევიზორი Tizen ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს და როგორც სხვა სმარტ მოწყობილობებს, ყველანაირი ფუნქციის შესრულება შეუძლია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი სმარტფონიდან შენი კონტენტის სთრიმინგია. The Sero თავსებადია ყველა ტიპის ჭკვიან მოწყობილობებთან, იქნება ეს კომპანია ეფლის პროდუქცია, თუ ნებისმიერი სხვა ანდროიდ სმარტფონი. ტელევიზორში ჩაშენებულია Airplay 2, რომელიც აუდიო/ვიდეოს ყველაზე მაღალი ხარისხით, უდანაკარგოდ, გაგზავნის საშუალებას იძლევა. ტელევიზორი ასევე თავსებადია ანდროიდის გუგლ ასისტანტთან, სამსუნგის ბიქსბისა და ამაზონის ალექსასთან.
The Sero გამორთვისას გადადის ე.წ. ფონურ (Ambient) რეჟიმში და პორტრეტული დგომის დროს - საათის, ფოტო კოლაჟის, პოსტერის, ხმის გადმოცემის ან სინემაგრაფის რეჟიმში გადადის. ეს ტელევიზორის დეკორატიული რეჟიმია, რომელიც ოთახის განწყობას განსაზღვრავს, გადმოსცემს საყვარელ ფოტოებს შენი ფოტო ალბომიდან, ან შენი აუდიო კოლექციის სუპერ აუდიო სისტემაზე გაშვებასთან ერთად, ეკრანზე აუდიო ტალღებს გამოსახავს. დამერწმუნეთ, ნახევრად განათებულ ოთახში ნამდვილად გასაოცარი სანახაობაა.
რაც შეეხება ტექნოლოგიას, The Sero აღჭურვილია 43-ინჩიანი 4K კვანტური წერტილების მქონე QLED ეკრანით, რომელიც კომპანია სამსუნგის ინოვაციას წარმოადგენს. კვანტური წერტილების საშუალებით ეკრანზე მილიარდზე მეტი ფერის აღწარმოება არის შესაძლებელი, რაც უთანაბრდება კინო დარბაზებში არსებულ ტექნოლოგიებს და "ფართო ეკრანის" გამოცდილება პერსონალურ სივრცეში გადმოაქვს. ტელევიზორი იყენებს ხელოვნურ ინტელექტზე ბაზირებულ AI Upscaling ტექნოლოგიას, რომელიც გამოსახულების 4K რეზოლუციამდე კონვერტაციას ახდენს, იმ შემთხვევაში თუ გადმოცემული ვიდეოს ხარისხი 4K-ზე ნაკლებია. The Sero-ს გააჩნია Adaptive Picture, Adaptive Sound+ და Active Voice Amplifier ტექნოლოგიები, რომლებიც გარემო სივრცის, მისი განათების და გარე ხმაურის გაანალიზებით გამოსახულების და აუდიო ნაწილის კორექტირებას ახდენენ, ისე რომ მაყურებელი სრულიად ფოკუსირებული იყოს სანახაობაზე.
რაც მთავარია, ტელევიზორი იყენებს სამსუნგის SmartThings აპლიკაციას, რომლის საშუალებითაც ის ჭკვიანი სახლის ნამდვილი მარგალიტი ხდება. ტელევიზორის მეშვეობით შესაძლებელია სახლში განთავსებული სხვადასხვა მოწყობილობის პარამეტრებზე დაკვირვება და მართვა. SmartThings აპლიკაცია თავსებადია 1000-ზე მეტ მოწყობილობასთან და მისი საშუალებით შესაძლებელია სახლის განათების, მაცივრის, სარეცხი მანქანის და სხვა მოწყობილობების დისტანციურად მართვა.
The Sero-ს პრეზენტაცია თბილისში 2020 წლის სექტემბერში გაიმართება. პროდუქტის გაყიდვის დაწყებას კომპანია ამავე თვეში გეგმავს. ყველას გირჩევთ, ესტუმროთ სამსუნგის პარტნიორ მაღაზიებს და თქვენი თვალით იხილოთ საუკუნის ყველაზე უცნაური სმარტ ტელევიზორი.
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
კომენტარები