საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები ფასადურია — მშვენიერაძე
ფოტო: COURT
საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს არასამთავრობო სექტორი ეწინააღმდეგება. მიაჩნიათ, რომ ცვლილებები არაფუნდამენტურია და ხარვეზები აქვს მოსამართლეების ასარჩევ კენჭისყრასა და კენჭისყრის გასაჩივრებასთან დაკავშირებით.
სწორედ ამიტომ, ისინი შეხვედრას არ დაესწრნენ და პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნული ცვლილებები დიპლომატიურ კორპუსს არასამთავრობო ორგანიზაციების დასწრების გარეშე გააცნო. ამის შესახებ On.ge საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელს, გიორგი მშვენიერაძეს ესაუბრა.
"წარმოდგენილი ცვლილებები შეეხება უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების წესს. ამასთან დაკავშირებით, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას, ისე ვენეციის კომისიას, ეუთოსა და სხვებს ჰქონდათ საკმაოდ მკაცრი შენიშვნები. სწორედ ამ ხარვეზიანმა პროცედურებმა გამოიწვია ის რომ, დღეს სასამართლოში მივიღეთ მოსამართლეები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებენ პროფესიონალიზმით და ბევრ მათგანს ჰქონდა კეთილსინდისიერების პრობლემებიც. საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი ამ ძირითად გამოწვევებს ვერანაირად ვერ პასუხობს. შესაბამისად, ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, თავი შევიკავეთ ამ პროცესში მონაწილეობისგან", — განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
მისი თქმით, არასამთავრობო სექტორს მიაჩნია, რომ ეს ცვლილებები მხოლოდ ფასადური ხასიათისაა და ვერ აღმოფხვრის იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც ვიდექით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დაკომპლექტებისას. გარდა ამისა, მიიჩნევს, რომ პირველი — აუცილებელია, საბჭოს გადაწყვეტილება იყოს დასაბუთებული და ცხადი, რატომ დაუჭირა ამა თუ იმ კანდიდატს მხარი, რატომ აკმაყოფილებს კანდიდატი კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კონსტიტუციურ მოთხოვნებს.
მეორე კი — ეს არის გასაჩივრების მექანიზმი. მშვენიერაძის თქმით, თუკი გადაწყვეტილება დასაბუთებულია და ცხადია, რომ საბჭომ არ იმოქმედა იმ გასაუბრების მიხედვით, რომელიც კანდიდატმა გაიარა, არამედ სხვა გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ პირს უნდა ჰქონდეს ერთჯერადი გასაჩივრების უფლება.
"არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც კენჭისყრის საკითხია და პირდაპირ ბმაშია დასაბუთებასთან. საბჭო გვეუბნება, რომ უნდა ჩავატაროთ ფარული კენჭისყრა და კანონიც ასე ამბობს. ეს კი არ გვაძლევს საშუალებას, გავიგოთ საბჭოს რომელ წევრს რა პოზიცია ჰქონდა და შესაბამისად ვერ საბუთდება გადაწყვეტილება. ჩვენ ყოველთვის ვთავაზობდით ხელისუფლებას ალტერნატიულ გზებს, როგორ შეიძლებოდა ეს პრობლემა გადაწყვეტილიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ხელისუფლება პოზიციას არ თმობს. ანუ საზოგადოებამ არ იცის, საბჭოს რომელმა წევრმა დაუჭირა მხარი ამა თუ იმ კანდიდატს", — აღნიშნა მშვენიერაძემ.
მანვე განაცხადა, რომ ხელისუფლება ფარულ კენჭისყრას შემდეგნაირად ხსნის — თუკი იქნება ცხადი, ვინ უჭერს მხარს კანდიდატს, შესაძლოა, ისინი აღმოჩნდნენ გარკვეული ზემოქმედების ქვეშ ან კოლეგებთან შემდგომში პრობლემა შეექმნათ, იმიტომ, რომ მოსამართლეობის კანდიდატების დიდი ნაწილი მათი კოლეგები არიან. გიორგი მშვენიერაძის თქმით, ეს არ არის სარწმუნო, რადგან როცა მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებს, თუნდაც კოლეგის შესახებ, უნდა იყოს დასაბუთებული და არგუმენტირებული, რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება და არავითარი ფარულობა ამას დამატებით არ სჭირდება.
"ასევე, ჩვენ ვთავაზობდით, რომ ჩაეტარებინათ ღია კენჭისყრა დახურულ სხდომაზე. ანუ სხდომაზე დასწრების საშუალება არავის ჰქონოდა, მაგრამ კენჭისყრა ღია ყოფილიყო, რომ გადაწყვეტილების დასაბუთება შესაძლებელი ყოფილიყო. თავის დროზე, როცა ამის განხილვა იყო, ხელისუფლებამ ჩვენი შეთავაზება არ მიიღო, ამიტომ ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები არ შევედით ამ მოლაპარაკების პროცესში", — განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
მშვენიერაძემ, ასევე, აღნიშნა, რომ იმ მთელ რიგ ცვლილებებს შორის, რაც დღევანდელ სასამართლოს სჭირდება, არის ერთ-ერთი საკითხი — ფარდობითი კენჭისყრის ჩატარება.
"მოსამართლეების არჩევისას სამი კენჭისყრა ტარდება. პირველზე ისე ხდება კენჭისყრა კანდიდატებზე, რომ მათ არც გასაუბრება გაუვლიათ და არც დოკუმენტებია შესწავლილი სრულყოფილად. ანუ შესაძლებელია, რომ ძალიან კარგი კანდიდატი, უბრალოდ, გამორიცხონ პროცესში მონაწილეობისგან", — აღნიშნა მან.
მისი თქმით, სასამართლო სისტემაში ცვლილებები უფრო მასშტაბური უნდა იყოს. ამ ცვლილებების შესახებ არასამთავრობო სექტორს მთავრობასთან უკვე ჰქონდა დისკუსიები და მომავალშიც იგეგმება. მშვენიერაძე იმედოვნებს, რომ როდესაც ახალი პარლამენტი იქნება და სასამართლო რეფორმირების საკითხი დღის წესრიგში კიდევ ერთხელ დადგება, საკანონმდებლო ორგანოსადმი თავიანთ მოსაზრებებს კიდევ ერთხელ წარადგენენ და განიხილავენ.
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს Yandex-ის აპლიკაცია საქართველოშიც შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
კომენტარები