თეთრმა სახლმა "ამერიკის ხმისთვის" დაფინანსების შეწყვეტის მიზეზი დაასახელა
ფოტო: freepressjournal
თეთრმა სახლმა გაავრცელა განცხადება სათაურით "რადიკალური ამერიკის ხმა", სადაც მაუწყებლისთვის დაფინანსების შემცირების მიზეზად რადიკალური პროპაგანდა დაასახელა.
თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა, უზრუნველყოფს, რომ გადასახადის გადამხდელები "აღარ წამოეგებიან რადიკალურ პროპაგანდას".
თეთრი სახლი ასევე მოჰყავს სხვადასხვა ჟურნალისტის განცხადებები, რომლებიც ამერიკის ხმას ადანაშაულებენ "თაღლითობაში", ტრამპის საწინააღმდეგო მასალების გავრცელებაში და ა.შ.
მანამდე ამერიკის ხმის დირექტორმა მაიკლ აბრამოვიცმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს "ფაქტობრივად მთელ პერსონალთან" — 1300 კაცთან ერთად.
"ღრმად დამწუხრებული ვარ, რომ 83 წლის შემდეგ პირველად, ლეგენდარული ამერიკის ხმა დაადუმეს. დილით შევიტყვე, რომ ამერიკის ხმის მთელი პერსონალი – 1 300-ზე მეტი ჟურნალისტი, პროდიუსერი და დამხმარე პერსონალი დღეს ადმინისტრაციულ შვებულებაში გაგზავნეს. ისევე როგორც მე.
ამერიკის ხმას სჭირდება გააზრებული რეფორმა და ამ მიმართულებით გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ. მაგრამ დღევანდელი ქმედება ამერიკის ხმას არ მისცემს საშუალებას, განახორციელოს თავისი სასიცოცხლო მისია. ეს მისია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც ამერიკის მეტოქეები, როგორებიც არიან ირანი, ჩინეთი და რუსეთი, მილიარდობით დოლარს ხარჯავენ ყალბი ნარატივების შესაქმნელად, რათა შეარყიონ შეერთებული შტატების რეპუტაცია.
ამერიკის ხმა ხელს უწყობს თავისუფლებისა და დემოკრატიის გავრცელებას მთელ მსოფლიოში ამერიკის ისტორიის თხრობითა და ობიექტური და დაბალანსებული ახალი ამბებისა და ინფორმაციის მიწოდებით, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ტირანიის პირობებში ცხოვრობს. მაშინაც კი, თუ ის რაიმე ფორმით გადარჩება, ადმინისტრაციის მიერ დღეს განხორციელებული ქმედებები მნიშვნელოვნად დააზიანებს ამერიკის ხმის უნარს, ხელი შეუწყოს უსაფრთხო და თავისუფალი სამყაროს ჩამოყალიბებას და, შესაბამისად, ვეღარ უზრუნველყოფს აშშ-ის ინტერესების დაცვას.
80 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამერიკის ხმა იყო შეერთებული შტატების ფასდაუდებელი აქტივი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა კომუნიზმის, ფაშიზმისა და ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში მთელ მსოფლიოში. დღესდღეობით ამერიკის ხმა ყოველკვირეულად 360 მილიონზე მეტ ადამიანთან აღწევს, 48 ენაზე. ბევრ დიქტატურაში ამერიკის ხმა ხშირად ახალი ამბებისა და ინფორმაციის ერთადერთი სანდო წყაროა.
მივესალმები ამერიკის ხმის შესანიშნავ თანამშრომლებს. მათგან ბევრი ამერიკაში ავტორიტარული ქვეყნებიდან ჩამოვიდა, სადაც მათ არ შეეძლოთ ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლად განხორციელება. შთამაგონებელია, იყო მათი ლიდერი და ისინი ჩემგან იმსახურებენ ღრმა პატივისცემასა და მადლიერებას თავისუფლებისა და დემოკრატიის წინსვლაში შეტანილი წვლილისთვის", — ნათქვამია მაიკლ აბრამოვიცის განცხადებაში.
განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას ამერიკის ხმის მშობელი სააგენტოს დახურვის შესახებ.
ტრამპმა სააგენტო USAGM-ის შემცირების ბრძანება გასცა, რომელიც რადიო თავისუფლებას და ამერიკის ხმას კურირებს. მსმენელების თქმით, ამერიკის ხმის ზოგიერთმა რადიოსადგურმა, რომელიც ადგილობრივ ენებზე მაუწყებლობს, ახალი ამბების მაუწყებლობა შეწყვიტა .
ამერიკის ხმის მთავარ რედაქტორებსაც კი მიეცათ ბრძანება, შეწყვიტონ მუშაობა, ამიტომ თანამშრომლები მოელიან, რომ მთელ მსოფლიოში ახალი ამბების გაშუქება შეწყდება.
ამერიკის ხმა შეერთებული შტატების გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) ნაწილია, რომელიც ასევე მართავს რადიო თავისუფალ ევროპას, რადიო თავისუფალ აზიასა და ახლო აღმოსავლეთის სამაუწყებლო ქსელებს.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას შვიდი სააგენტოს, მათ შორის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) საქმიანობის შეწყვეტის შესახებ.
-
ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა
გადახედვა
-
ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა
გადახედვა
-
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
კომენტარები