საბავშვო ბაღებში ინვენტარი, კადრები, ანაზღაურება გამოწვევად რჩება — ომბუდსმენის ანგარიში
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გამოაქვეყნა 2019 წლის ანგარიში, რომელიც 143 ბაღში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს ასახავს. ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებისთ ჩანს, რომ საბავშვო ბაღებში მთელი რიგი საკითხები კვლავ გამოწვევად რჩება.
საკითხი უმთავრესად სკოლამდელ დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, სასწავლო და სააღმზრდელო ინვენტართან და ეზოების კეთილმოწყობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხება.
გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ საბავშვო ბაღების გადატვირთულობა და კადრების არასაკმარისი რაოდენობა კვლავ პრობლემაა. ასევე, პრობლემად რჩება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ანაზღაურება და მათი პროფესიული გადამზადების საკითხიც.
ჩამოთვლილ საკითხებს შორისაა შშმ პირებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა. ერთეული გამონაკლისების გარდა, საბავშვო ბაღები არ არის მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე და მათ სრულფასოვან ჩართულობას ვერ უზრუნველყოფენ. ანგარიშის მიხედვით, საბავშვო ბაღების 34 პროცენტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელები ირიცხება, თუმცა სპეციალური პედაგოგი მათან მხოლოდ 14.2 პროცენტს ჰყავს.
მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ საბავშვო ბაღის აღმზრდელთა დიდ ნაწილს ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე გადამზადება არ გაუვლია, ასევე, ძალადობაზე მიმართვიანობის პროცედურის შესახებ ინფორმირებული არ არიან, რაც ძალადობის შემთხვევათა გამოვლენასა და მათზე დროულ რეაგირებას აფერხებს.
ომბუდსმენის ანგარიშით ირკვევა, რომ საბავშვო ბაღების გაერთიანებები უშუალოდ აღმზრდელების გადამზადებას ნაკლებად აორგანიზებს. თუ აღმზრდელებს რაიმე კონკრეტულ თემაზე კვალიფიკაციის ამაღლება სურთ, ტრენინგის მოძიება და საფასურის გადახდაც თავად უწევთ. იმავე ანგარიშში ნათქვამია, რომ საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების ოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით განსხვავდება და ხშირად მათ მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობას არ შეესაბამება.
დასკვნის სახით კი ომბუდსმენის ანგარიშში ნათქვამია, რომ ზემოაღნიშნული გამოწვევები სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობაზე უარყოფითად აისახება და ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ გაცემულია რეკომენდაციები, რომელიც ყველა ზემოაღნიშნული პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებს.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები