კვლევამ კატის მფლობელთა 5 ტიპი გამოავლინა
ფოტო: freestocks
საყვარელი შესახედობის და ფუმფულა აღნაგობის გარდა, კატები იმითაც არიან ცნობილები, რომ იატაკზე დაგდებული კიტრის დანახვაზე პანიკაში ვარდებიან, გიჟდებიან მუყაოს ყუთებზე და, ამასთან, დაუნდობელი მონადირეებიც არიან.
ახალი კვლევის თანახმად, კატების მფლობელების კატეგორიზება იმ ნიშნით შეიძლება, თუ რამდენად უყვარს მათ შინაურ ცხოველს ნანადირევის კვლა. შედეგად, მეცნიერებმა ხუთი ძირითადი ტიპი გამოავლინეს.
შინაური კატების გავლენა ველურ ბუნებაზე ბოლო წლებია, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს: კვლევამ ანახა, რომ მხოლოდ აშშ-ში ყოველწლიურად 20 მილიარდზე მეტი ცხოველი ხდება კატების მსხვერპლი. შედეგად, ბევრი ამერიკელი არჩევს, თავიანთი კატები სახლში ჰყავდეთ გამოკეტილი. ამისგან განსხვავებით, გაერთიანებულ სამეფოში კატები, როგორც წესი, სახლის გარეთ, ქუჩებში თავისუფლად დასეირნობენ.
ბრიტანეთში ეკოლოგიაზე კატების გავლენის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ექსეტერის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ქვეყნის მასშტაბით გამოკითხეს ადამიანები, რათა გაეგოთ, რა აზრისანი იყვნენ ისინი საკუთარი შინაური ცხოველის ნადირობასთან დაკავშირებულ ქცევაზე. შედეგები ჟურნალში Frontiers in Ecology and the Environment გამოქვეყნდა. როგორც აღმოჩნდა, ზოგი ადამიანი თავს ვალდებულად გრძნობს, თავის კატას მსხვერპლის მოკვლაში ხელი შეუშალოს, ზოგი კი ნადირობის პროცესში ყველანაირი სახის ჩარევას ეწინააღმდეგება.
ქვემოთ ხუთივე კატეგორიას მოკლედ მიმოვიხილავთ:
1. კეთილსინდისიერი პატრონები
გამოყოფილი ხუთი კატეგორიიდან პირველს "კეთილსინდისიერი პატრონები" მიეკუთვნებიან, რომლებიც წუხან იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს მათი კატა ადგილობრივ ველურ ბუნებაზე — განსაკუთრებით კი ჩიტებზე. ამ ჯგუფის წევრები, როგორც წესი, მიზანმიმართულად უზღუდავენ კატებს სანადირო არეალს და არ არიან წინააღმდეგნი, რომ მათი შინაური კატები დღის რაღაც მონაკვეთში მაინც სახლებში იყვნენ გამოკეტილნი.
2. თავისუფლების დამცველები
მეორე პოლუსზე არიან "თავისუფლების დამცველები", რომლებსაც სჯერათ, რომ მათ კატას აქვს უფლება, სადაც მოესურვება, იქ ისეირნოს და შეუზღუდავად ინადიროს, რადგან სხვა ცხოველების მოკვლა მათ ბუნებაშია. მეტიც, ამ კატეგორიაში მოხვედრილი მრავალი ადამიანი ახალისებს კიდეც კატას "მავნებლებთან" ბრძოლაში.
3. მზრუნველი მცველები
ამ ორ უკიდურეობას შორის არიან "მზრუნველი მცველები", რომლებიც თავიანთი კატების უსაფრთხოებაზე უფრო ღელავენ, ვიდრე ველურ ბუნებაზე და ამ მიზეზით ურჩევნიათ, რომ ისინი სახლებში ჰყავდეთ გამოკეტილნი. პატრონთა მსგავსი დამოკიდებულება ადგილობრივი ჩიტებისა და მღრღნელების სასიკეთოდაც მოქმედებს.
ფოტო: Segey Zaykov / Shutterstock
4. ტოლერანტული მფლობელები
მზრუნველ მცველებზე ოდნავ ამბივალენტურები არიან "ტოლერანტული მფლობელები", რომლებსაც დიდად გულზე კი არ ეხატებათ, რომ მათი ფუმფულა შინაური ცხოველები სხვა ცოცხალ არსებებზე ნადირობენ, თუმცა ამ ქცევისადმი შემწყნარებელურად არიან განწყობილნი.
5. ჩაურევლობის პრინციპის მქადაგებელნი
ბოლო, მეხუთე კატეგორიაში კი ერთიანდებიან "ჩაურევლობის პრინციპის მქადაგებელნი", რომლებსაც, უბრალოდ, არ აწუხებთ ის ფაქტი, ნადირობენ თუ არა მათი კატები — ნაწილმა არც იცის, ავლენს თუ არა მსგავს ქცევას მათი შინაური ცხოველი; ნაწილს კი ეს სრულიად არ აინტერესებს.
"გაერთიანებულ სამეფოში კატების მფლობელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მათ ცხოველს გარეთ გასვლის საშუალება უნდა ჰქონდეს და არ მოსწონს მათი სახლში გამოკეტვის იდეა", — აჯამებს შედეგებს კვლევის ავტორი, სარა კროული", — თუმცა მხოლოდ ერთი კატეგორიის მფლობელები აღიქვამენ ნადირობას პოზიტიურ მოვლენად, რაც იმაზე მიგვითითებს, რომ დანარჩენები, შესაძლოა, ამ ქცევის შესამცირებლად ალტერნატიული გზების პოვნით დაინტერსდნენ".
მართლაც, სახლში გამოკეტვის გარდა კატებისთვის ნადირობის შეზღუდვა სხვა ხერხებითაცაა შესაძლებელი. მაგალითად, თუ კისერზე კაშკაშა ფერის საყელო ან ზარი ეკეთებათ, მსხვერპლზე ჩასაფრება მათ ერთიორად გაუჭირდებათ.
თუ გაინტერესებთ, კატის რომელი ტიპის მფლობელს განეკუთვნებით, შეგიძლიათ მკვლევართა მიერ შედგენილი ტესტი ონლაინ შეავსოთ.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
კომენტარები