მარიზი კობახიძე

მარიზი კობახიძე:

11 Jun. 2025, 13:16

"აღდგომა საპყრობილეში, ახალი წელი საპყრობილეში და დაბადების დღეც საპყრობილეში. იმედია, რომ შემდეგი დაბადების დღე ექნება გარეთ. თორნიკეს არ უყვარს დაბადების დღეები. არასოდეს გადაუხდია და ახლა ამბობს, რომ ყველაზე გრანდიოზული დაბადების დღე მექნება და ყველაზე ბევრი ხალხი მეყოლება სტუმრადო. ასე დაწერა წერილში.

არაფრის მოლოდინი არ მაქვს. ყველაზე ძალიან რისიც მეშინია და რის გამოც ახლავე ვნერვიულობ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მეუბნება შეეგუეო, ყველაზე მძიმე ჩემთვის იქნება ის დღე, როცა განაჩენს გამოიტანენ და იტყვიან, ალბათ, თორნიკეს რამდენი მიუსაჯეს და დანარჩენებსაც. აი, ამ დღის მე მეშინია პირადად."

განაცხადა სინდისის პატიმრის, თორნიკე კობახიძის დედამ დღეს გამართული სასამართლო პროცესის წინ.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოში, აქციების დროს დაკავებული 8 პირის, ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, თორნიკე გოშაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, გიორგი გიორგაძისა და ინსაფ ალიევის პროცესი მიმდინარეობს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თბილისში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ასევე არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე…