კოტე იოსელიანი

კოტე იოსელიანი

11 Jun. 2025, 16:52

"ის, ვინც გამოხატა სოლიდარობა ჩემი ოჯახის მიმართ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც გადამხდა მე თავს რამდენიმე დღის წინ. ეს იყო კლასიკური გატაცება ყველა შემადგენელი ფორმით, ეს მოხდა ჩემს სახლთან, ეს იყო ძალადობის ფონზე, ცხადია, იყო რამდენიმე ადამიანი, ჩვეულებრივად, როგორც ხდება, როგორც ფილმებში გაქვთ ნანახი, ალბათ, დაახლოებით ასეთი სიტუაცია იყო. თავიდან, რა თქმა უნდა, არ ვფიქრობდი ამაზე, თავიდან ვიფიქრე, რომ ეს იმის გაგრძელება იყო, როდესაც ხალხს სახლებთან ხვდებიან და მათზე ძალადობენ, თუმცა მანქანაში შეთრევის შემდეგ, თვალებზე შესაბამისი პირბადესავით რაღაცის წამოცმის შემდეგ, მივხვდი, რაშიც იყო საქმე და გადამიყვანეს არც თუ ისე შორს ჩემი საცხოვრებელი სახლიდან. ეს არის საბურთალოს ტერიტორია. ვვარაუდობ კიდევ ბევრ რამეს, ამ ეტაპზე, უბრალოდ ეს ვარაუდები არის. შემდგომში იყო ის მოთხოვნა, რა მოთხოვნაც, ცხადია, ჩემი მხრიდან შესრულდა იმიტომ, რომ მე არ ვთვლი, რომ რაიმე პრინციპულ ან მორალურ კომპრომისზე წავედი. მე ამ საკითხთან დაკავშირებით მქონდა ბოდიში მოხდილი და ხელმეორედ ბოდიშის მოხდა არ ჩავთვალე დიდ ამბად იმ ფონზე, რა ფონზეც მიმდინარეობდა ეს კომუნიკაცია და იმ კონკრეტულ საკითხზე, რა საკითხებზეც მიდიოდა საუბარი. აქ იყო ჩემს შვილებზე, მათ გადაადგილებაზე, მათ ვაკის პარკში სიარულის განრიგზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ამაზე ჩემმა მეუღლემ ისაუბრა, ცხადია, რომ ეს არ არის ის თემა, სადაც ერთი კონკრეტული მოქალაქის მიმართ განხორციელებულ რაღაც უსამართლობასა და ძალადობაზე უნდა ვისაუბროთ, ეს არის აბსურდი და მე ამას ერთი წამითაც არ ვუშვებ. ეს არის პოლიტიკური მდგენელის მქონე აქტი, რაც განხორციელდა და ამას შესაბამისად პოლიტიკური შედეგები ექნება და აქვს კიდევაც. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ დაგეგმა, რატომ დაგეგმა, რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც მე გულწრფელი ბოდიში მართლა მქონდა მოხდილი. მინდა უტა ივანიშვილს მივმართო: “თუკი ამ საკითხთან დაკავშირებით, რაიმესთან დაკავშირებით, გინდა ჩემთან საუბარი, დამირეკე და პირადად დაგელაპარაკები, ამიტომ ეს არ არის ის საკითხი, რაც ჩვენ ორს შორის … ანუ სისულელეა უბრალოდ ამაზე საუბარი. “

ამის შესახებ მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვაზე მისვლამდე "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა კოტე იოსელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა.

შეგახსენებთ, კოტე იოსელიანმა 8 ივნისს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის "ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს მეორედ მოუხადა ბოდიში 7 წლის წინ გაკეთებული განცხადების გამო. ქმრის ვიდეოსთან დაკავშირებით "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მისი ქმარი კოტე იოსელიანი გაიტაცეს, შვილების უსაფრთხოებით ემუქრებოდნენ და სწორედ ამან განაპირობა ვიდეოს ჩაწერა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა
  2. ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
  3. ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში გარდაცვლილი 3 პენსიონერი და დაკრძალეს
  4. მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
  5. ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ