ევროპული საქართველო კახა ოქრიაშვილის კანდიდატურას მხარს არ უჭერს
ფოტო: მთავარი არხი
ევროპული საქართველო დმანისი, წალკა, ბოლნისი, თეთრიწყაროს მაჟორიტარულ ოლქში კახა ოქრიაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსმა, სერგი კაპანაძემ On-ge-სთან საუბრის დროს ისაუბრა.
"ბატონი ოქრიაშვილი არის ადამიანი, რომელიც ოპოზიციური ერთობის და პროპორციული არჩევნების, როგორც საზოგადოების დაკვეთის წინააღმდეგ ილაშქრებდა და, ბუნებრივია, ჩვენ მასთან არანაირი ბლოკი არ გვექნება, არ მიგვაჩნია სწორი ამ ტიპის შეთანხმება. ეს არ არის წინ სიარული, ეს არის უკან სიარული და ეს არ არის ის ცვლილება, რომელიც ხალხს სჭირდება და არაა იმ ტიპის თანამშრომლობა, რომელიც საზოგადოებას სჭირდება. შესაბამისად, ის ჩვენი კანდიდატი არ არის", — განაცხადა კაპანაძემ.
საპარლამენტო არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობა და პროგრესი და თავისუფლება ერთ ბლოკად გავლენ. ამის შესახებ ინცნობილი დღეს, 4 სექტემბერს გახდა. პროგრესი და თავისუფლება კახა ოქრიაშვილისა და ცეზარ ჩოჩელის დაარსებული პარტიაა და ის ოპოზიციის გაერთიანება ძალა ერთობაშიას შუერთდა.
"გასაგებია, რომ გაერთიანებაში არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ იდეოლოგიური ერთობა, მაგრამ იმის ერთობა, რომ საქართველო ბოლოს და ბოლოს უნდა დაადგეს სრულფასოვანი დემოკრატიის გზას და ამისათვის ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი უნდა გაერთიანდეს, ამის მზადყოფნა არსებობს და ამის დამამტკიცებელი საბუთი არის ის, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას ძალა ერთობაშია უერთდება პარტია პროგრესი და თავისუფლება", — განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ.
ჯერ კიდევ 22 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ კახა ოქრიაშვილი ნაციონალურ მოძრაობასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა. მაშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა მმართველი გუნდის მაჟორიტარის, ოქრიაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის ლიდერების შეხვედრის ფოტო, რომელშიც ის დიმიტრი შაშკინთან და ვანო მერაბიშვილთან ერთად იმყოფება.
On.ge-ს კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობას იწყებდა, ოქრიაშვილი პასუხობს, რომ მისი მიზანია დაამარცხოს ოცნების კანდიდატი და "ეს არის მთელი ისტორია".
კახა ოქრიაშილი 2004 წლიდან პარლამენტის წევრია. 2016 წლამდე ის ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი იყო, 2016 წელს კი ქართული ოცნების მაჟორიტარად გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა და პროფესიონალ, ინიციატივიან ადამიანად დაახასიათა.
- 2018 წელს კახა ოქრიაშვილმა გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა;
- 2018 წელს პლენარულ სხდომებზე არასაპატიო გაცდენების მიხედვით ქართული ოცნებიდან კახა ოქრიაშვილი ლიდერობდა 12 არასაპატიო გაცდენით;
- 2019 წელს მანვე დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღებას მხარი დაუჭირა, შემდეგ კი სისტემა დატოვა;
- 2019 წელს ოქრიაშვილმა პროპორციული საარჩევნო სისტემის პროექტს მხარი არ დაუჭირა.
- პოლიტიკური საქმიანობის გარდა, კახა ოქრიაშვილი ბიზნესმენია, სააფთიაქო ქსელ PSP-ს დამფუძნებელი. ის ქართული ოცნების მილიონერი დეპუტატების სიის ერთ-ერთი წევრია.
რაც შეეხება ძმებ ჩოჩელებს, ცეზარ ჩოჩელი საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრია. ამასთან, ნაციონალური მოძრაობის დროს ის მცხეთაში გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები