თურქი ადვოკატი, ებრუ თიმთიქი თურქეთის ციხეში 238 დღიანი შიმშილობის შემდეგ საავდმყოფოში გარდაიცვალა. Deutche Wele-ს ცნობით, ებრუ თიმთიქი თურქეთის ციხეში სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით შიმშილობდა. მის გარდა, გამოძიება ტერორიზმთან კავშირს კიდევ 20-მდე ადვოკატს ედავებოდა.

ემბრუ თიმთიქი ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებით პატიმრობაში 2018 წელის 12 სექტემბრიდან იყო. მას 13 წელი და 6 თვე მიუსაჯეს. თიმთუქს ეს ბრალდება მოწმის ჩვენების საფუძველზე შუეფარდეს, რომელმაც მოგვიანებით თქვა, რომ მისი ფსიქიკური ჯანმრთელების მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენება არ უნდა გაეთვალისწინებინათ.

თურქი ადვოკატი ბრალდებას უარყოფდა და შიმშილობა სწორედ ამიტომ, სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით დაიწყო.