ნობელიანტი ოლგა ტოკარჩუკი აღიარებს, რომ წიგნის წერის პროცესში AI გამოიყენა
ფოტო: Getty Images
ცნობილი პოლონელი მწერალი ოლგა ტოკარჩუკი კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა. მწერალმა, რომელმაც 2018 წლის ნობელის პრემია მიიღო ლიტერატურის დარგში, ქალაქ პოზნანში რამდენიმე დღის წინ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ მისი მომავალი წიგნის წერის პროცესში ხელოვნური ინტელექტი დაიხმარა.
"ბოლო რომანზე მუშაობისას, [ხელოვნური ინტელექტის] უახლეს მოდელს ვკითხე, რა ტიპის სიმღერებს მოუსმენდნენ ჩემი გმირები საცეკვაოდ რამდენიმე ათეული წლის წინ, AI-მ კი არაერთი სიმღერის სახელი მითხრა", — ჰყვება ტოკარჩუკი, — "ხშირად მას ასევე იდეას მივაწოდებ ხოლმე გასაანალიზებლად და ვეკითხები, 'ძვირფასო, როგორ შეიძლება ეს კარგად განვავითაროთ?'. რა თქმა უნდა, ვიცი, რომ როცა საქმე ეკონომიკას ან რიცხობრივ მონაცემებს ეხება, ალგორითმი ბევრ ფაქტობრივ შეცდომას უშვებს, მაგრამ ლიტერატურულ საქმიანობაში ეს ტექნოლოგია წარმოუდგენელ უპირატესობას გვაძლევს".
ნობელიანტი მწერალი ასევე ამატებს, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით, მწერლებისთვის უკვე ნაკლებად მიმზიდველი შეიძლება იყოს დიდი მოცულობის ტექსტებზე მუშაობა. თუმცა, სამომავლოდ "ხელოვნურ ინტელექტთან სიმბიოზური ურთიერთობა და თანამშრომლობა" ავტორებს, შესაძლოა, დიდად დაეხმაროს ამ მხრივ.
"გავრცელებული შიშების მიუხედავად, მიმაჩნია, რომ ჩვენ, მწერლები, ჩვენი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, უფრო სწრაფად დავუახლოვდებით ისეთ ხელსაწყოებს, როგორიც ხელოვნური ინტელექტია. [...] თავად ვიყიდე უახლესი, ყველაზე მაღალი ხარისხის ენობრივი მოდელი და გაოცებული ვარ, როგორ დაუჯერებლად აფართოებს ჩემი ხედვის არეალსა და აღრმავებს შემოქმედებით აზროვნებას".
პოლონელი მწერლის ამ განცხადებებს მალევე მოჰყვა დიდი და ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი გამოხმაურება. კრიტიკის საპასუხოდ, ტოკარჩუკმა ვებგამოცემა Lit Hub-ს, რომელმაც პირველმა გაავრცელა ამბავი ინგლისურად, წერილი გაუგზავნა და განმარტა, რომ ახალი წიგნი ხელოვნური ინტელექტით არ დაუწერია. ათწლეულებია, დამოუკიდებლად ვწერო, ამატებს ტოკარჩუკი და ხსნის, რომ ხალხის უმრავლესობის მსგავსად, AI-ს ისიც კვლევისა და ფაქტების სწრაფად გადამოწმებისთვის იყენებს, მაგრამ "დამატებით" კიდევ ამოწმებს ხოლმე ინფორმაციას.
ტოკარჩუკის განმარტების მიუხედავად, კრიტიკის ტალღა არ შეწყვეტილა და მის განცხადებებს ზოგიერთ გამოცემაში მწვავედ უპასუხეს კიდეც.
"ტოკარჩუკი იმედოვნებს, რომ მომავალში მწერლებსა და მანქანურ ენობრივ მოდელებს შორის სიმბიოზური ურთიერთობა და თანამშრომლობა შედგება, რაც ორივე მხარისთვის მოიტანს სარგებელს. თუმცა, ეს ზუსტად ის ნაცნობი ნარატივია, რომელსაც შემოქმედებით ინდუსტრიაში AI-ის ინტეგრირების მომხრეები ხშირად იმეორებენ", — წერს ჟურნალი ArtReview, — "ამჟამინდელი ეკონომიკური ამინდის გათვალისწინებით, ეს სასაცილოდ გულუბრყვილო აზრია, ან, უფრო სავარაუდოა, რომ გააზრებული გადაწყვეტილებაა, მოგებაზე გათვლა პრაგმატულ მიდგომად შეფუთოს".
მწერლები AI-ის წინააღმდეგ
ფოტო: iStock / Getty
ხელოვნური ინტელექტის მიერ ხელოვნების სფეროსთვის საფრთხის შექმნის პოტენციალით მწერლებმა ბევრჯერ გამოთქვეს შეშფოთება. რამდენიმე მათგანმა, მათ შორის, ჯორჯ რ.რ. მარტინმა და ჯოდი პიკომ, 2023 წელს ერთობლივი დავაც წამოიწყო ChatGPT-ის შემქმნელი კომპანიის, OpenAI-ის, წინააღმდეგ.
მწერლების თქმით, კომპანია ენის მასშტაბური მოდელების შესაქმნელად უნებართვოდ იყენებს საავტორო მასალებს. ამასთან, 10 ათასზე მეტმა მწერალმა, მათ შორის ჯეიმზ პეტერსონმა და მარგარეტ ეტვუდმა, ხელი მოაწერა ღია წერილს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიას მოუწოდებს, სისტემების გასაწვრთნელად მათი ტექსტების გამოყენებამდე ნებართვა აიღონ და სათანადო კომპენსაციაც გადაუხადონ.
ცნობილმა მწერლებმა გამომცემლებს გასულ წელსაც მიმართეს ღია წერილით და თავიანთი უფლებების დაცვა მოითხოვეს. მათ მოთხოვნებს შორისაა, არ გამოიცეს AI-ხელსაწყოებით დაწერილი წიგნები (თუნდაც მალულად, გამოგონილი მწერლის ფსევდონიმით), არ გამოიყენონ AI წიგნებისთვის ყდის თუ სხვა დიზაინის შესაქმნელად, არ ჩაანაცვლონ სრულად ან ნაწილობრივ თანამშრომლები AI-ით და დაიქირაონ მხოლოდ ადამიანები აუდიოწიგნების გასახმოვანებლად. ავტორების თქმით, სამომავლოდ მათი ხელშეკრულებები ამ მოთხოვნებს ასახავს.
"მივექანებით მომავლისკენ, სადაც ჩვენს რომანებს, ბიოგრაფიებს, ლექსებსა თუ მემუარებს — ადამიანური გამოცდილების ამსახველ ტექსტებს — 'დაწერს' ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც, თავისთავად, არ შეუძლია, იცოდეს, რას ნიშნავს ადამიანური გამოცდილება: ტკივილი, შიმშილი ან სიყვარული", — ნათქვამია წერილში, — "AI ისეთ შთაბეჭდილებას კი ტოვებს, რომ ადამიანურობა ესმის, მაგრამ, სინამდვილეში, მხოლოდ ადამიანს შეუძლია მეორე ადამიანთან დალაპარაკება და მისი გაგება. ყოველ ჯერზე, როცა AI-ს სწერენ, ბოტი საპასუხოდ გამოიყენებს ენას, რომელიც ჩვენ მიერ შექმნილი ხელოვნების სინთეზით შეიქმნა. ისე, რომ ჩვენგან არც ნებართვა არ აუღიათ, არც კომპენსაცია არ გადაუხდიათ და არც თავაზიანობისთვის არ გამოუჩენიათ მადლიერება".
ხელმომწერი მწერლების თქმით, მათი ამბები მოიპარეს ხელოვნური ინტელექტის მოდელების გასაწვრთნელად, ეს მოდელები კი, "კაპიტალისტური წინდაუხედავი სიხარბის გამარჯვების შემთხვევაში, მალე დააგენერირებს წიგნებს, რომლებიც წიგნის მაღაზიებში გამოჩნდება".
ეს შიშები უსაფუძვლო არაა: ბოლო პერიოდში რეზონანსულ ამბად იქცა "მწერალ" კორალ ჰარტის შემთხვევა, რომელმაც მხოლოდ გასულ წელს 200-მდე "წიგნი" დააგენერირებინა ხელოვნურ ინტელექტს და მათი 50 ათასამდე ეგზემპლარი გაყიდა, რამაც ექვსნიშნა შემოსავალი მოუტანა.
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა სირიის სასამართლომ ბაშარ ასადს და მის ძმას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის, სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება, რუსოფობი არ იყო 2009-2010 წლებში და გახდე 2022 წლის შემდეგ. პოლიტიკოსებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს აწუხებთ ის, რომ მათი ორმაგი სტანდარტები აბსოლუტურად ცხადია
გადახედვა
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო თუფაქის მკვლელობის სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დაიწყო
გადახედვა
-
AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება AD BLACK SEA 10 წლისაა — თიბისის მხარდაჭერით საიუბილეო ფესტივალი გაიმართება
-
ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ ვიქტორიანული ეპოქის დიასახლისები სიმშვიდეს ნარკოტიკული საშუალებებით აღწევდნენ
გადახედვა
კომენტარები