დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევიდან, 12 პაციენტის წყარო ლენჯერია. ამ ეტაპზე, სვანეთში PCR ტესტი 1400 ადამიანს ჩაუტარდა. ამის შესახებ On.ge-ის მესტიის მერი, კახა ჟორჟოლიანი ესაუბრა.

მისივე განცხადებით, იქ მობილიზებულია ეპიდემიოლოგების 12 სამუშაო ჯგუფი, რომლებიც უშგულში, მესტიაში, ლენჯერში, ხაიშში, იბლიანსა და სხვა სოფლებში მუშაობენ.

ამ დროისთვის, ლენჯერში ჯამში კორონავირუსის 30 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 5 თბილისში გამოვლინდა და ისინი ერთი ოჯახის წევრები და ნათესავები არიან. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების გამო, მესტიაში შესვლა და გამოსვლა შეზღუდულია. თავდაპირველად, Covid-19 ერთი ოჯახის 17 წევრს დაუფიქსირდა, რის შედეგადაც მესტია ჩაკეტეს.

ჯამში, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 278-მდე გაიზარდა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 1058 ადამიანი, გარდაცვლილი — 17. კარანტინის რეჟიმში 7 718 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 245 პაციენტია.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: