ბოლო 24 საათში, ამერიკის შეერთებულ შტატებში Covid-19-ის 49 536 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ ჯამში 5 094 565-მდე ადამიანი შეადგინა.

ამასთან, ქვეყანაში ვირუსს ერთ დღე-ღამეში 525 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 163 465-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 1 670 755-ია.

სტატისტიკის მიხედვით, ამ დროისთვის ყველაზე მეტი ინფიცირებული სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებშია. მეორე ადგილზე ბრაზილიაა, სადაც ამ დროისთვის 3 057 470 დადასტურებული შემთხვევაა. შემდეგ მოდის ინდოეთი, 2 268 675 შემთხვევით. მაღალია მაჩვენებელი რუსეთში, სამხრეთ აფრიკაში, მექსიკაში, პერუში, კოლუმბიააში, ჩილესა და ირანში. ეს ქვეყნები ათეულში შედიან.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: