მაჟორიტარობის კანდიდატობის დაანონსების შემდეგ, ჯაფარიძეს ანგარიშები დაუყადაღეს
მას შემდეგ, რაც გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ოპოზიციიდან მაჟორიტარობის კანდიდატად კენჭისყრა დააანონსა, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მას საბანკო ანგარიშები დაუყადაღა. ამის დამადასტურებელი შეტყობინება ჯაფარიძემ საკუთარ ფეისბუკ პოსტში გამოაქვეყნა.
ზურაბ ჯაფარიძე ანგარიშების დაყადაღებას მის განცხადებას უკავშირებს, სადაც იგი დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარ კანდიდატად კენჭისყრაზე საუბრობდა. მისი თქმით, ქართული ოცნება ცდილობს, რომ მას ფინანსური პრობლემები შეუქმნას.
"მე მაქვს რამდენიმე ჯარიმა მათ შორის 2000 და 3000 ლარიანი. არის ისეთი ჯარიმებიც, რომელიც დამაკისრეს ორი წლის წინ. აქამდე სახელმწიფოს არ გახსენებია, რომ მოეკითხა ამ ჯარიმებისთვის და აღსრულება დაეწყო, ამიტომ გასაგებია, რომ ეს არ არის დამთხვევა.
ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ დღეს დილით განცხადება გავავრცელე და დავასახელე საკუთარი თავი დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატად. ასევე მაქვს შანსი, რომ ვიყო ერთიანი ოპოზიციური კანდიდატიც.
ამ ყველაფერს პირდაპირ ვუკავშირებ ამ ამბავს იმიტომ, რომ მეტი ფანტაზია "ქართულ ოცნებას" არ აქვს და პირველი რაც მოიფიქრეს არის ის, რომ ფინანსური პრობლემები შემიქმნან, ამიტომ ყადაღა დამადეს ყველა ანგარიშზე" , — აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე გირჩი ტვ-სთან საუბრისას.
ზურაბ ჯაფარიძე გასული წლის ნოემბერში, პროპორციულ საარჩევნო სისტემის ცვლილების ჩაგდების შემდეგ, საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მოგვიანებით კი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ჯაფარიძე აცხადებდა, რომ იგი არ აპირებდა ჯარიმის გადახდას, რადგან უსამართლოდ მიიჩნევდა.
გირჩის ლიდერის განცხადებით, მას ჯამში სახელმწიფოს მხრიდან 7 "უსამართლო" ფულადი ჯარიმა აქვს, მათ შორის კარანტინის გაუქმების მოთხოვნით ჩატარებული აქცია-სეირნობისთვის, როდესაც იგი 3 000 ლარით დააჯარიმეს.
On.ge აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ სასამართლოს განჩინების შემოსვლისთანავე, აღსრულების ეროვნული ბიურო დაუყონებლივ, ელექტრონული წესით აყადაღებს საბანკო ანგარიშებს.
"თუ დღეს დაედო ყადაღა, ესე იგი დღეს შემოვიდა საქმე. როგორც კი საქმე შემოდის, ავტომატურად ედება ყადაღა ანგარიშებს. ეს არის ერთგვარი პრევენცია, რომ მოვალემ თანხის გატანა ვერ მოასწროს. ჯერ ედება ყადაღა მოვალის ანგარიშს, შემდგომ ხდება გაფრთხილება და ვადის მიცემა, რომ ნებაყოფლობით გადაიხადოს თანხა. თუ არ გადაიხდის, ამის შემდეგ მოხდება ინკასოს წესით ანგარიშზე არსებული თანხების ჩამოჭრა", — განაცხადა აღსრულების ბიუროს პრესსამსახურში.
აღსრულების ეროვნულ ბიუროს ზურაბ ჯაფარიძის ანგარიშები აქამდე არ დაუყადაღებია, მიუხედავად იმისა, რომ იგი არცერთი ჯარიმის გადახდას არ აპირებდა.
დღეს, 10 აგვისტოს გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დიდუბე-ჩუღურეთში მაჟორიტარად იყრის კენჭს. მისი თქმით, კანდიდატურის წარდგენამდე მას წინასწარი კონსულტაციები რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერთან ჰქონდა, რომლებმაც კენთილგანწყობა დაუდასტურეს. მას იმედი აქვს, რომ ეს კეთილგანწყობა პოლიტიკურ მხარდაჭერაში გადაიზრდება.
ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ისინი მზად არიან ზურაბ ჯაფარიძე ოპოზიციის მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატი იყოს.
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, ზურაბ ჯაფარიძის დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მხარდასაჭერად ოპოზიციის საერთო გადაწყვეტილებას დაელოდებიან.
დიდუბის მაჟორიტარულ ოლქში ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი ვოლსკია.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები