ბრედლი კუპერი, შესაძლოა, პოლ თომას ანდერსონის ახალ ფილმში ვიხილოთ
კინომოყვარულებს არაფერი ახარებთ იმაზე მეტად, როცა ორი კარგად ნაცნობი ნიჭიერი ხელოვანი ერთად იწყებს თანამშრომლობას. ჰოდა, მალე, შესაძლოა, პოლ თომას ანდერსონისა და ბრედლი კუპერის კოლაბორაცია ვიხილოთ.
The Hollywood Reporter-ის ცნობით, ბრედლი კუპერთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა პოლ თომას ანდერსონის ახალ ფილმში ითამაშოს. გავრცელებული ინფორმაციით, ანდერსონის შემდეგი ფილმის სიუჟეტი კალიფორნიის შტატში მდებარე სან ფერნანდოს ხეობაში განვითარდება და მასში 1970-იანი წლების მოვლენები იქნება ასახული.
პოლ თომას ანდერსონის ერთგულმა მაყურებლებმა კარგად იციან, რომ ამ გეოგრაფიულ მდებარეობას რეჟისორის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს: ის ანდერსონის მშობლიური მხარეა, რომელიც სხვადასხვა დროს თავის სამ ფილმში გააცოცხლა — Boogie Nights, Magnolia და Punch-Drunk Love.
ანდერსონს ფილმის გადაღებები გასულ გაზაფხულს უნდა დაეწყო და ზაფხულის ბოლოს დაესრულებინა, თუმცა სხვა ბევრი პროექტის მსგავსად, ამ ჩანაფიქრსაც ხელი პანდემიამ შეუშალა. რეჟისორი იმედოვნებს, რომ ახალ კინოსურათზე მუშაობის დაწყებას შემოდგომაზე მაინც შეძლებს.
ბრედლი კუპერი ამავდროულად ოსკაროსანი რეჟისორის გილერმო დელ ტოროს ახალ ფილმში Nightmare Alley იღებს მონაწილეობს. მასთან ერთად ამ ესპანელი ხელოვანის მომავალ პროექტში ვიხილავთ რუნი მარას, უილემ დეფოს, ქეით ბლანშეტსა და ტონი კოლეტს.
ცოტა ხნის წინ გილერმო დელ ტორომ განაცხადა, რომ ფილმის ნახევარი უკვე გადაღებული ჰქონდათ, რა დროსაც მარტში პანდემიამ ხელი შეუშალა და გეგმების გადადება მოუწია.
აღსანიშნავია, რომ ბრედლი კუპერმა თავისი სამსახიობო კარიერის განმავლობაში ოსკარის რვა ნომინაცია მიიღო, მათ შორის ფილმებისთვის American Sniper, American Hustle, Silver Linings Playbook და A Star Is Born. მათ შორის ეს უკანასკნელი მისი სადებიუტო სარეჟისორო ნამუშევარი იყო, რომელმაც ჯამში ასევე ოსკარის რვა ნომინაციის მოპოვება მოახერხა.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები