ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე ფეისბუქზე კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრის ფოტოს აქვეყნებს.

ვაშაძე წერს, რომ მისი ლოცვა-კურთხევა მიიღო და ბედნიერია.

"უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიმიღო, და მე მას ილიაობა მივულოცე. ბედნიერი ვარ, რომ მისი ლოცვა-კურთხევა მივიღე", — წერს ვაშაძე.