რატომ გადაიდო მასწავლებლების გამოცდა — პანდემია თუ არჩევნები?
განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, პრაქტიკოს მასწავლებელთა გამოცდაზე დარეგისტრირებულ პედაგოგებს გამოცდა შემოდგომამდე გადაუვადდათ. მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მსურველებს კი გამოცდა კვლავ ზაფხულში ჩაუტარდებათ. მიუხედავად პანდემიისა, ერთიანი ეროვნული და სამაგისტრო გამოცდები, ასევე, მასწავლებელთა სტატუსის მოსაპოვებელი გამოცდა მაინც ტარდება, ამიტომ, წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე, როცა წინასაარჩევნოდ მასწავლებლების მობილიზება ხდება, ამ პერიოდში მათთვის გამოცდის გადადებამ კითხვები გააჩინა.
მასწავლებლებისთვის წინასაარჩევნოდ გამოცდის გადადება არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების მონიტირინგის შუალედურ ანგარიშში მოხვდა. ISFED სახელმწიფო რესურსების გამოყენების ნიშნებს ხედავს.
"ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას პანდემიით შექმნილ მდგომარეობას უკავშირებს, თუმცა, სამინისტროს არ გადაუვადებია მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მსურველთა გამოცდა, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში, 22 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. 2020 წელს მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად საგამოცდო პროცესში 12 000-მდე მასწავლებლობის მსურველი ჩაერთვება", — ნათქვამია ISFED-ის ანგარიშში.
იმის გასარკვევად, რატომ გადაიდო გამოცდები პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, განათლების სამინისტროს დავუკავშირდით. უწყებაში გადადების მიზეზების სხვაგვარი ახსნა აქვთ. მათ On.ge-ს განუცხადეს, რომ პანდემიამ ზოგადი განათლების საფეხურზე მასწავლებლები მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დააყენა და საკლასო ოთახებიდან ონლაინსწავლებაზე გადასვლა მათგან დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. სამინისტროს თქმით, სწორედ ეს ფაქტორი გაითვალისწინეს, როცა გამოცდის გადადება გადაწყდა.
"სამინისტრომ გაითვალისწინა მასწავლებლების დისტანციურ რეჟიმში მუშაობის სპეციფიკა, საკლასო ოთახებიდან ვირტუალურ სივრცეში ტრანსფორმაციისა და შეფასების შრომატევადი პროცესი და მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები და სიახლეები შეიტანა", — განაცხადეს უწყებაში.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, მანანა რატიანიც ფიქრობს, რომ მასწავლებლებმა დისტანციურ სწავლებაზე დიდი შრომა გასწიეს და გამოცდისთვის უკეთ მოსამზადებლად მათ მეტი დრო სჭირდებათ.
მისივე თქმით, ასევე, გასათვალისწინებელი იყო პანდემიის გავრცელების პრევენციაც, ამიტომ სხვა გამოცდებთან ერთად პრაქტიკოს მასწავლებელთა გამოცდას, შესაძლოა, სოციალური დისტანციის დაცვისთვის შეეშალა ხელი.
"ორ ნაწილად გაყოფის ერთ-ერთი მიზეზი, რა თქმა უნდა, იყო ის, რომ სოციალური დისტანციის დაცვა არის მნიშვნელოვანი და შესაბამისად, ამ რაოდენობის ნაკადის ერთიანად გაყვანა, როდესაც თუნდაც აბიტურიენტების, მაგისტრების გამოცდა გახანგრძლივდა დროში... აქ უკვე პრიორიტეტები უნდა დასახულიყო, თუ ვინ გავიდოდა ზაფხულში პირველი და ვინ გავიდოდა შემოდგომაზე.
მასწავლებლობის მსურველებისთვის ბევრად მნიშნველოვანი იყო ზაფხულში გასვლა, იმიტომ, რომ თუ ზაფხულში მათთვის არ ჩატარდებოდა გამოცდა, შესაძლოა, ისინი ვეღარ ჩარიცხულიყვნენ სასურველ პროგრამებზე, მაგალითად, მასწავლებლის მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამაზე. მათ ეს სჭირდებოდათ, თუკი სკოლაში ვაკანსია გამოცხადდება, უკვე ჰქონოდათ სტატუსი და ჩაბარებული გამოცდა", — ამბობს რატიანი.
2020 წელს, პირველად, სპეციალური მასწავლებლები პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ნაწილი გახდნენ და მათ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან, სკოლაში პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებელი მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში უნდა ყოფილიყო და მათ ხელშეკრულებები აღარ უნდა გაგრძელებოდათ. მათ სტატუსის ამაღლების შანსი 2020 წლის ზაფხულზე ორგანიზებული გამოცდების დროს უნდა მისცემოდათ, ეს გამოცდა, კი, შემოდგომისთვის გადავადდა და უცნობია, გაიმართება.
სტატია მომზადდა პროექტის "კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შემცირება საზოგადოებაში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ფონდი პროდემოსის ფინანსური მხარდაჭერით.
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
კომენტარები