სწავლა პანდემიის დროს: კვლევები დამაიმედებელ შედეგებს გვაძლევს
ფოტო: Hananeko_Studio / Shutterstock
2020 წელს პანდემიის შედეგად მთელი მსოფლიოს მასშტაბით სკოლების კარები დაიხურა. ის, თუ როგორ ატარებდნენ მასწავლებლები გაკვეთილებს და როგორ სწავლობდნენ მათ მოსწავლეები, ფაქტობრივად, ერთ ღამეში შეიცვალა. როგორც ბოსტონის საშუალო სკოლის ერთ-ერთმა სტუდენტმა ბოლოდროინდელ კვლევაში აღნიშნა, "საძინებლები საკლასო ოთახებად იქცა, საცხოვრებელი ოთახები — სამეცნიერო ლაბორატორიებად, კორპუსების ეზოები კი — სავარჯიშო დარბაზებად".
პანდემიიდან ორი წლის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დისტანციურ და შემდგომ ჰიბრიდულ სწავლებაზე გადასვლამ მრავალი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა. სწავლის ამ მეთოდებმა მასწავლებლებსა და მოსწავლეებში სტრესი და დაბნეულობა გამოიწვია. მიუხედავად ამისა, ცვლილებებმა, რომლებიც საგანმანათლებლო სივრცეში მოხდა, სარგებელიც მოიტანა.
ბოლოდროინდელი ანგარიშის მიხედვით, რომელიც 38 ქვეყნის საშუალო სკოლის 81 კვლევის შედეგს აერთიანებს, ციფრული მეთოდი სრულყოფს სწავლების ტრადიციულ გზას. მოსწავლეებმა აღმოაჩინეს, რომ საკუთარი ტემპით, საკლასო ოთახში არსებული სოციალური ზეწოლის გარეშე მუშაობას დადებითი მხარეც აქვს. ვინაიდან 2022 წელს კვლავ ვდგავართ სასწავლო პროცესის შეფერხების საფრთხის წინაშე, მსგავსი შეფასებები იმედის მომცემია.
ციფრული უნარები
პანდემიურმა შეზღუდვებმა აჩვენა, რამდენად ამდიდრებს ციფრული მეთოდები სწავლის პროცესს.
ფოტო: Solen Feyissa / Unsplash
პანდემიის გამო ბევრი სკოლა დადგა გამოწვევის წინაშე — გამოეყენებინა სწავლის მართვის სისტემები და აპლიკაციები, რათა სკოლასა და სახლს შორის კომუნიკაცია ეფექტიანი ყოფილიყო. დისტანციურად მუშაობის აუცილებლობამ როგორც მასწავლებლები, ისე მოსწავლეები აიძულა, ხელახლა მიბრუნებოდნენ ან პირველად შეეძინათ ციფრული უნარები. როგორც აშშ-ში ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი, ამან გამოიწვია ინოვაციური და შემოქმედებითი აზროვნების სტიმულირება და მოსწავლეებს მრავალი ციფრული ხელსაწყოს გამოყენებისა და, შესაბამისად, ციფრული უნარების განვითარებისაკენ უბიძგა.
ბევრმა მოსწავლემ დამოუკიდებლად სწავლისა და პრობლემის გადაჭრის უნარი გაიუმჯობესა. ჰონგ-კონგში მასწავლებლების განცხადების მიხედვით, მოზარდებს პრობლემების გადაჭრის ისეთი მეთოდები განუვითარდათ, რომლებიც თავად მათ არ უსწავლებიათ.
ამავდროულად, საშუალო სკოლის 2824 მოსწავლიდან, რომლებიც სლოვაკეთში გამოიკითხნენ, უმეტესობამ თქვა, რომ მათ მიერ არჩეული ტემპით სწავლა ფასდაუდებელია. სასწავლო ვიდეოების ხელახლა ყურების შესაძლებლობა მათ საგნების უკეთ გაგებაში დაეხმარა. ამასთანავე, მათ შეძლეს, შეენარჩუნებინათ კავშირი მასწავლებლებთან.
ინგლისში, შვედეთსა და შეერთებულ შტატებში რამდენიმე მოსწავლემ, რომელსაც პანდემიამდე გაკვეთილების მსვლელობაში აქტიურად მონაწილეობა ან, საერთოდ, მათზე დასწრებაც კი ეძნელებოდა, აღნიშნა, რომ დისტანციური სწავლების პერიოდში მეტად იყო სასწავლო პროცესში ჩართული, რადგან ნაკლებ სოციალურ ზეწოლას განიცდიდა. ამასთანავე, ავსტრალიაში მუსიკალური სკოლის მოსწავლეებმა სოციალური — მათ შორის, კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და აქტიური მოსმენის — უნარები გაიუმჯობესეს.
ასევე, ავსტრიაში, აშშ-სა და პორტუგალიაში გამოკითხულმა მოსწავლეებმა კლასელებთან უკეთ დაამყარეს ურთიერთობა. დისტანციური სწავლების შედეგად მათ თანამშრომლობის ახალი მეთოდები აღმოაჩინეს — მათ შორის, ინტერაქციული ელექტრონული პორტფოლიოს შემუშავება, იდეების გაზიარებისა და ჯგუფური დავალებების შესრულების მიზნით სადისკუსიო დაფების გამოყენება, ციფრული პოსტერებისა და ვიდეოების გაერთიანებული ძალებით შექმნა და მათი სოციალური ქსელებით გავრცელება. აშშ-ში ჩატარებული კვლევის მიხედვით, თანამშრომლობისა და კონტაქტის დამყარების კუთხით მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო აღმოჩნდა გაკვეთილის Google Meet-ში მიმდინარეობისას მიმოწერის ფუნქციის გამოყენება და საზიარო Google Docs-ში ტექსტების რედაქტირება და კომენტირება.
კომუნიკაცია და შეფასება
ციფრულ სწავლებაზე უეცარმა გადასვლამ მოსწავლეებში პრობლემების გადაჭრის უნარი განავითარა.
ფოტო: Annie Spratt / Unsplash
იმ ქვეყნებისათვის, რომლებსაც მკაცრად სტანდარტიზებული, ტესტირებაზე დაფუძნებული შეფასების კულტურა აქვთ, ონლაინშეფასებებზე გადასვლა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მათ დასჭირდათ ისეთი ალტერნატიული მეთოდების მოძიება, რომლებიც შედეგების სანდოობას უზრუნველყოფდა. მართალია, ზოგიერთმა ქვეყანამ დისტანციური სწავლების პირობებში შეფასებები აკრძალა, თუმცა კვლევათა მიმოხილვამ მინიმუმ 21 ონლაინშეფასების სტრატეგია გამოავლინა. ამრიგად, კარანტინის დროს ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობამ შეფასების ფორმისა და მიწოდების ორიგინალური შესაძლებლობები აღმოგვაჩენინა.
განხილული კვლევების 16%-ში ყველაზე ხშირად "მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასება" და ონლაინტესტები გამოიყენებოდა. პირველი მათგანი პანდემიამდეც დაკავშირებული იყო მოსწავლეთა სწავლის ხარისხის გაუმჯობესებასთან, თუმცა ეს ორივე სტრატეგია დისტანციური სწავლებისას არაერთი მიზნით გამოიყენეს.
"მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასება" ვიდეოკონფერენციის ფუნქციების დახმარებით გამოიყენებოდა ხოლმე. ასეთი მიდგომა მასწავლებლებს საშუალებას აძლევდა, ფიზიკურად დაენახათ თავიანთი სტუდენტები და მოესმინათ მათთვის. ეს კი ისეთი ზეპირსიტყვიერი დავალებების შეფასებას აადვილებდა, როგორიცაა ლიტერატურაზე საუბარი, როლური თამაშები, ონლაინ დებატები და თეატრალური სცენების დადგმა. მასწავლებლების აზრით, ეს ხელს უწყობდა სოციალიზაციას და ქმნიდა იმის შეგრძნებას, თითქოს რეალურად იმყოფებოდი საკლასო ოთახში, რაც მნიშვნელოვანია მოსწავლეთა კეთილდღეობისთვის.
ამავდროულად, ონლაინტესტების გამოყენება საშუალებას აძლევდა მოსწავლეებს, მათთვის ხელსაყრელ დროსა და ტემპში გამოეცადათ საკუთარი ცოდნა. ინდონეზიური კვლევის თანახმად, რომლის ფარგლებშიც მეათე კლასელი მოსწავლეები გამოიკითხნენ, მსგავსი ტიპის დავალებები მათ მოწყენილობისგანაც იცავდა. ამასთან, ქვიზები ავტომატურ შესწორებას ექვემდებარება — შესაბამისად, მასწავლებლებს სამუშაო დატვირთვა შეუმცირდათ. დაბოლოს, მასწავლებლებს მარტივად შეეძლოთ ამ ტიპის ციფრული აქტივობების ერთმანეთთან გაზიარება, რაც შეფასებათა სამართლიანობას და ტესტების არაერთხელ გამოყენების შესაძლებლობას უზრუნველყოფდა.
მშობლების ჩართულობა
მშობლები მეტად ჩაერთნენ შვილების სწავლის პროცესში.
ფოტო: Shutterstock
ზოგიერთი მშობლის აზრით, პანდემიამ მათი ციფრული უნარებიც განავითარა. თუმცა მთავარი, რაც დისტანციურმა მეთოდმა მშობლებისთვის მოიტანა, სასწავლო პროცესში მათი მეტი ჩართულობაა.
ნიგერიაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, სწავლის პროცესზე მშობლების აქტიურმა წვდომამ მათი შვილების აკადემიური მოსწრება გააუმჯობესა. ვიეტნამში კი მშობლების ჩართულობამ მთელი პროცესი მეტად ეფექტიანი გახადა.
ზოგიერთი ოჯახისათვის მასწავლებლებთან ვირტუალურმა შეხვედრებმა შეამცირა სოციალური ბარიერები. ParentPing-ის მიერ 2020 წლის დეკემბერში ჩატარებულმა გამოკითხვამ დაადგინა, რომ მშობლებსაც და მასწავლებლებსაც სურდათ, შეენარჩუნებინათ დისტანციური შეხვედრების პრაქტიკა ან, მინიმუმ, ამ ვარიანტის არჩევის შესაძლებლობა ჰქონოდათ.
სკოლა, პანდემიის კონტექსტის მიღმაც, მეტად მოქნილი უნდა გახდეს, რაც ხელს შეუწყობს უთანასწორობათა აღმოფხვრას, განათლებაზე ხელმისაწვდომობასა და სწავლის იმ უნარების გაუმჯობესებას, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გვადგება.
-
ერთი ჩვევის შეცვლამ შეიძლება დემენციის განვითარების რისკი 16%-ით შეამციროს ერთი ჩვევის შეცვლამ შეიძლება დემენციის განვითარების რისკი 16%-ით შეამციროს
გადახედვა
-
შექმნეს რობოტი, რომელიც შშმ ბავშვებს ეტლიდან დამოუკიდებლად წამოდგომაში ეხმარება შექმნეს რობოტი, რომელიც შშმ ბავშვებს ეტლიდან დამოუკიდებლად წამოდგომაში ეხმარება
გადახედვა
-
Meta-მ ჭკვიან სათვალეებში ჩუმად ჩააშენა სახის ამოცნობის ტექნოლოგია Meta-მ ჭკვიან სათვალეებში ჩუმად ჩააშენა სახის ამოცნობის ტექნოლოგია
გადახედვა
-
როცა ყინული ქრება — საფრთხე, რომელიც ყველას გვეხება როცა ყინული ქრება — საფრთხე, რომელიც ყველას გვეხება
გადახედვა
-
Apple ქვითრის ფოტოთი საერთო ანგარიშის გაყოფის ფუნქციას ამზადებს Apple ქვითრის ფოტოთი საერთო ანგარიშის გაყოფის ფუნქციას ამზადებს
გადახედვა
-
ამ ეგზოპლანეტაზე "ქვიშის" ღრუბლებია, რომლებიც დილით ჩნდება და საღამოს ქრება ამ ეგზოპლანეტაზე "ქვიშის" ღრუბლებია, რომლებიც დილით ჩნდება და საღამოს ქრება
გადახედვა
-
მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა მსოფლიოში პირველი ქარის ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა მონაცემთა ცენტრი ამოქმედდა
გადახედვა
-
ახალმა ბიოლოგიურმა საათმა შეიძლება თქვენი სიკვდილის დრო განსაზღვროს — კვლევა ახალმა ბიოლოგიურმა საათმა შეიძლება თქვენი სიკვდილის დრო განსაზღვროს — კვლევა
გადახედვა
-
რამდენად იცავს ხეები ქალაქებს სიცხისგან? — ახალი კვლევა რამდენად იცავს ხეები ქალაქებს სიცხისგან? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ფინეთში მსოფლიოში პირველი ბირთვული ნარჩენების სამარხი გაიხსნება ფინეთში მსოფლიოში პირველი ბირთვული ნარჩენების სამარხი გაიხსნება
გადახედვა
-
Google-ს კალიფორნიასა და ფლორიდაში 64 მილიონი კოღოს გაშვება სურს — რა არის მიზანი Google-ს კალიფორნიასა და ფლორიდაში 64 მილიონი კოღოს გაშვება სურს — რა არის მიზანი
გადახედვა
-
სტანდარტულ Wi-Fi როუტერებს სხეულის სკანირება და იდენტობის დადგენა შეუძლია — კვლევა სტანდარტულ Wi-Fi როუტერებს სხეულის სკანირება და იდენტობის დადგენა შეუძლია — კვლევა
გადახედვა
-
მასტურბაცია ფრინველებში იმაზე გავრცელებულია, ვიდრე გვეგონა მასტურბაცია ფრინველებში იმაზე გავრცელებულია, ვიდრე გვეგონა
გადახედვა
-
ჰაკერებმა Meta-ს ჩატბოტი მოატყუეს და რამდენიმე ინსტაგრამ ანგარიში გატეხეს ჰაკერებმა Meta-ს ჩატბოტი მოატყუეს და რამდენიმე ინსტაგრამ ანგარიში გატეხეს
გადახედვა
-
ახალმა პრეპარატმა პანკრეასის სიმსივნის მქონე პაციენტთა გადარჩენის პერიოდი გააორმაგა ახალმა პრეპარატმა პანკრეასის სიმსივნის მქონე პაციენტთა გადარჩენის პერიოდი გააორმაგა
გადახედვა
-
გაერო გვაფრთხილებს, რომ ეს ზაფხული განსაკუთრებულად ცხელი იქნება — ელ-ნინიო აქტიურდება გაერო გვაფრთხილებს, რომ ეს ზაფხული განსაკუთრებულად ცხელი იქნება — ელ-ნინიო აქტიურდება
გადახედვა
-
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია — რა ვიცით მედიკამენტებზე, რომლებსაც მშობლები ითხოვენ დიუშენის კუნთოვანი დისტროფია — რა ვიცით მედიკამენტებზე, რომლებსაც მშობლები ითხოვენ
გადახედვა
-
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ პანამის ისტორიულ საფლავებში ნაპოვნი ქვები ზურმუხტებია მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ პანამის ისტორიულ საფლავებში ნაპოვნი ქვები ზურმუხტებია
გადახედვა
-
მეხსიერება სასამართლო პროცესზე: რას გვეუბნება მეცნიერება მოწმის ჩვენების სანდოობაზე მეხსიერება სასამართლო პროცესზე: რას გვეუბნება მეცნიერება მოწმის ჩვენების სანდოობაზე
გადახედვა
-
გამოავლინეს ორგანიზმის ფუნქცია, რომელიც შეიძლება დემენციის რისკ-ფაქტორებთან იყოს დაკავშირებული გამოავლინეს ორგანიზმის ფუნქცია, რომელიც შეიძლება დემენციის რისკ-ფაქტორებთან იყოს დაკავშირებული
გადახედვა
-
შესაძლოა, ახალი მიგნებით ტვინის კიბოსთან დაკავშირებული საიდუმლო ამოიხსნას შესაძლოა, ახალი მიგნებით ტვინის კიბოსთან დაკავშირებული საიდუმლო ამოიხსნას
გადახედვა
კომენტარები