გინება და შანტაჟი — ლუკა სირაძის დედა ჩოლოიანის გარდა სხვების დასჯასაც ითხოვს
ფოტო: კადრი ვიდეოდან / TV ფორმულა
გარდაცვლილი 15 წლის ლუკა სირაძის დედა, ელიკო ჩხიტუნიძე ყვება, რომ პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის დროს მის შვილს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანის გარდა კიდევ რამდენიმე პირი აშანტაჟებდა და ზეწოლას ახდენდა. როგორ გადაცემა პოლიტმეტრთან დედა ამბობს, ერთ-ერთი მათგანი დიდუბის განყოფილების უფროსის მოადგილე, რევაზ მამასახლისიც იყო.
დედის თქმით, განყოფილებაში გამოკითხვის განმავლობაში სულ შვილის გვერდით იყო, თუმცა ორჯერ მისი დატოვება მოუწია: პირველად, როცა მასწავლებლის ნომრის მოსაძებნად სახლში გაუშვეს და მეორედ, როცა ლუკა თავის ოთახში რევაზ მამასახლისმა შეიყვანა.
ელიკო ჩხიტუნიძე იხსენებს, რომ მარიანა ჩოლოიანი ბავშვს თავიდანვე აგრესიულად ესაუბრებოდა და მისგან დანაშაულის აღიარებას მოითხოვდა. მისივე თქმით, გამოკითხვის დროს მასაც რამდენჯერმე შეეშინდა.
მისივე თქმით, ჩოლოიანი ლუკას ძმის, ბექას კარიერის დანგრევით აშანტაჟებდა, რომელიც გორის სამხედრო აკადემიაში სწავლობს:
"მარტო მარიანასგან კი არა, ოთხი-ხუთი პირისგან, ვინც გაივლიდა-გამოივლიდა, ყველა ეუბნებოდა, შენ თუ არ აღიარებ, ჯობია ჩემოდანი ჩაალაგოს, იმას საქმე გაუფუჭდება, ვერსად იმუშავებს".
ამასთან, ელიკო ჩხიტუნიძე იხსენებს იმ მომენტსაც, როცა გამოკითხვაზე მოიყვანეს ლუკას ორი მეგობარი მშობლებთან ერთად და არასრულწლოვნები ერთმანეთს დააპირისპირეს.
"ჩვენთან ერთად დააჯინა, დედაც და შვილიც და ეუბნება ამ ბავშვს, შენ ხომ თქვი, რომ ლუკამ დაწერაო [კედელზე]. არ მინახავს და როგორ ვიტყოდიო. ეს ბავშვი და ლუკა გვერდიგვერდ დასვა და დედამისი, გოგოს გვერდით ზის და მე ლუკას გვერდით ვზივარ. ეს ბავშვი კანკალებდა, შემეცოდა და მე აღარ ვიცოდი რა მექნა, ჩემი დამეწყნარებინა თუ ამ ბავშვს არაფერი დაემართოს-მეთქი [...]
ცოტა ხნის შემდეგ სხვა მეგობარი და მისი დედა შემოვიდნენ, უკვე ბიჭი. ჩვენ ამასობაში გვითხრა, გადადით შემოსასვლელისკენ და ეს ბიჭი და თავისი მშობელი ამ გოგოსთან დასვა. იმათი საუბარი არ მესმოდა", — იხსენებს ელიკო ჩხიტუნიძე.
მისივე თქმით, ჩოლოიანი არასრულწლოვან გოგოს ლუკასთან მიმოწერის გასაჯაროებითაც ემუქრებოდა. როგორც დედა ყვება, მეგობრების წასვლის შემდეგ ჩოლოიანმა შანტაჟი გააგრძელა.
"დაუწყო ისევ თავიდან შანტაჟი, ამათ ისევ შენ დაგადეს ხელიო. ლუკამ უთხრა, რომ არ იტყოდნენ, რადგან არ დავუნახივარო. ლუკამაც ხმამაღლა თქვა ეს. პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი უკანა მაგიდიდან ადგა და დაგვიწყო გინება, ვიღაცამ ჩვენ ძაღლებად მოგვიხსენიაო და ისმის "ამის დედა", ყვირილით. რაღაც სასწაულები ხდებოდა. ყველა მხრიდან გინება, ყველა მხრიდან შანტაჟი. ამ ხმაურზე, გინებაზე გამოვიდა ოთახიდან პირი, აღმოჩნდა, რომ იყო პოლიციის უფროსის მოადგილე, რევაზ მამასახლისი. რა ხდებაო და შეიყვანა კაბინეტში უჩემოდ. არც მარიანას უთქვამს, რომ უნდა გავყოლოდი, მე კიდევ ძალიან დავიბენი.
შვიდი წუთი იყო იმ ოთახში. გამოვიდა და სახე ჰქონდა ალეწილი, თვალები ჰქონდა წყლიანი, ნამტირალევი. არ მომეწონა სახე. აი, ნამდვილად ვიტყვი, რომ იმ ბავშვს გარტყმული ჰქონდა სახეში, მაგრამ არ თქვა. რა ხდება, დედი, დაგარტყა-თქო? არაო, "კაპეზეთი" დამემუქრაო. დაჯდა ტირილით. უმტყუნა იმ სიძლიერემ და გატყდა კი არა ბავშვი, არ ვიცი, ალბათ, წაშლილი იყო", — იხსენებს სირაძის დედა.
15 წლის ლუკას საქმე
15 წლის ბიჭი, რომელიც დაკითხვის შემდეგ კორპუსიდან გადმოხტა გასული წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა.
პოლიციას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მწვანე სკოლამ მიმართა, რომლის ტერიტორიაზეც გვიან ღამით არასრულწლოვანმა სხვადასხვა წარწერები დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს 15 წლის ლუკა სირაძემ გააკეთა, რომელიც მწვანე სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო.
საიას ინფორმაციით, დაკითხვაზე ლუკა სირაძე ყოფილ თანაკლასელს დააპირისპირეს და მასზე ფსიქოლოგიურად იძალადეს, რის შემდეგაც ის მეცხრე სართულიდან გადმოხტა. რამდენიმე დღის განმავლობაში ის კომატოზურ მდგომარეობაში იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ბავშვი მშობელთან ერთად გამოკითხეს და ფსიქოლოგიური ძალადობას ადგილი არ ჰქონია. მათ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყეს. გამოძიებას სწორედ ის განყოფილება აწარმოებს, სადაც არასრულწლოვანზე, სავარაუდოდ, ფსიქოლოგიურად იძალადეს.
სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით დაიწყო, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. მოზარდის გარდაცვალების შემდეგ ამ საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს და 2 სამართალდამცავს უფლებამოსილება დროებით შეუჩერეს. ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს.
აღნიშნული საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე იხილება.
ვინ არის მარიანა ჩოლოიანი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, მარიანა ჩოლოიანი ფიგურირებს 2011 წლის 26 მაისს ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს დაკავებული ნიკოლოზ გოგუაძის საქმეში.
ორგანიზაციის განცხადებით, გოგუაძე 2011 წლის 26 მაისს, ე. წ. ყინწვისის სპეცოპერაციის დროს, ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. როგორც საიაში ამბობენ, დასჯისა და აღიარებითი ჩვენების მოპოვებისთვის გოგუაძეზე იყო როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ძალადობა.
ორგანიზაციის განცხადებით, ჩოლოიანმა სასამართლოში ძალადობა უარყო. ამავე დროს, კი 2019 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არასათანადო მოპყრობა დადგენილად მიიჩნია.
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
-
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
-
ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად ლევან სანიკიძე: არათუ პოლიტიკოსი, ივანიშვილს ცნობადი ქოციც კი აღარ სჭირდება ქვეყნის სამართავად
გადახედვა
-
დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა, მათზე გაიცა 193,5 მლნ ლარი — საპენსიო ფონდი
გადახედვა
-
სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC
გადახედვა
-
პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით? სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით?
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ? ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ?
-
"მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს "მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
-
ანრი კაგანი: ის, რაც მოულოდნელია, ზოგჯერ უფრო საინტერესოა ანრი კაგანი: ის, რაც მოულოდნელია, ზოგჯერ უფრო საინტერესოა
გადახედვა
-
"ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირი სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს" — შსს მიშო სულუხიაზე "ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირი სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს" — შსს მიშო სულუხიაზე
გადახედვა
-
დააკავეს მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანთან ერთად სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდა დააკავეს მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანთან ერთად სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდა
გადახედვა
-
826 ორგანიზაცია და 743 ფიზიკური პირი — EU-ის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებენ 826 ორგანიზაცია და 743 ფიზიკური პირი — EU-ის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებენ
გადახედვა
-
ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება
გადახედვა
-
მიშო სულუხია: ლისთან გადაგვიკეტეს გზა, ტაქსიდან გადმომსვეს და ფიზიკურად გამისწორდნენ მიშო სულუხია: ლისთან გადაგვიკეტეს გზა, ტაქსიდან გადმომსვეს და ფიზიკურად გამისწორდნენ
გადახედვა
-
ამირან გამყრელიძე: რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი ამირან გამყრელიძე: რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი
გადახედვა
-
დღეს, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს დღეს, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს
გადახედვა
-
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია "თანამშრომლობა საქართველოსთან" მიიღო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია "თანამშრომლობა საქართველოსთან" მიიღო
გადახედვა
კომენტარები