"გონს მოეგოს ყველა ვინც, სხვის შეურაცხყოფას "ბრძოლას" ეძახის" — მაგდალენა თოდუა როსტო ზარანდიასთვის ჩივილზე
9 ივლისს, ზუგდიდელ აქტივისტს, როსტო ზარანდიას მერიის FB პოსტზე "ფოჩოს" [სულელის] დაკომენტარებისთვის 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს — გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი აბშილავამ მიიღო. როსტო ზარანდიას მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, მაგდალინა თოდუამ უჩივლა.
ზუგდიდელი აქტივისტი მარიამ სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა არც მაგდალინა თოდუას მოწმის სახით დაკითხვა და არც პროცესზე მეგრული ენის თარჯიმნის მოწვევა, რომელიც ახსნიდა "მაგდალინა, სი ფოჩო, ტვენგეს" მნიშვნელობას (მაგდალინა, შე სულელო). მოსამართლის განმარტებით, მას არ სჭირდებოდა თარჯიმანი და მიუხედავად ამ სიტყვების მნიშვნელობის ცოდნისა აქტივისტს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამის საპასუხოდ, მაგდალენა თოდუამ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. თოდუა განცხადებაში ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის და ბაია პატარაიას გამოხმაურებებსაც ახსენებს და დასძინა, რომ ისინი მცდარ ინფორმაციას ავრცელებდნენ და "ვინც სხვების დაცვას იბრალებს, თავად უწყობს ხელს ქალების მიმართ სიძულვილს".
"მოგესალმებით ყველას, მე ვარ მაგდალინა თოდუა, ზუგდიდის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, პედაგოგი, დედა და უბრალოდ საქართველოს მოქალაქე. ეს პოსტი არ არის იმის შესახებ, რომ ვინმეს წინააღმდეგ შავი კამპანია ან სოცქსელში კოლექტიური სასამართლო გავაჩაღო.
უბრალოდ, მინდა გიამბოთ რეალურად რა მოხდა და რატომ მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე.
აქტივისტი როსტომ ზარანდია, ბოლო თვეებია სოციალურ ქსელში მაკრიტიკებდა, ეს თავისი გამოხატვა მხოლოდ კრიტიკაში კი არა, არამედ საჯარო შეურაცხყოფაში გადადიოდა. მას არაერთხელ უწოდებია ჩემთვის "ტვენგე", "ფოჩო" და დამამცირებელი ეპითეტები —კომენტარებში, საჯარო პოსტებში.
თავიდან ვცდილობდი არ მეპასუხა. ვგრძნობდი, რომ ვიღაცისთვის ჩემი პოზიცია, სამუშაო, ან უბრალოდ მიუღებელი იყო და ეს მისი უფლებაა, მაგრამ ბულინგმა გამუდმებული
ფსიქოლოგიური ზეწოლის ფორმა მიიღო — და სწორედ, აი ამიტომ მივმართე სასამართლოს.
არ მინდოდა კონფლიქტი, მაგრამ როცა პირადი შეურაცხყოფა ყოველდღიური გახდა, მივიღე გადაწყვეტილება, დამეცვა საკუთარი ღირსება — იმავე სამართლებრივი გზით, რომელიც ყველასთვის არსებობს.
სასამართლოში წავიღე რამდენიმე მტკიცებულება — პოსტები, კომენტარები. იქვე განვაცხადე, რომ ჩემთვის მთავარია ის შეწყდეს და ადამიანები მიხვდნენ, რომ სოციალურ ქსელში შეურაცხყოფაც შეიძლება რეალურ ზიანად იქცეს.
სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა პატივისა და ღირსების შელახვას. როსტომ ზარანდიას მიესაჯა 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა — ეს იყო სასამართლოს გადაწყვეტილება. მე უბრალოდ მოვითხოვე ჩემი უფლების დაცვა.
ვისურვებდი, გონს მოეგოს ყველა ვინც, სხვის შეურაცხყოფას "ბრძოლას" ეძახის.
სამწუხაროდ, როცა სიმართლეს არ ლაპარაკობ — სხვები იწყებენ მის შეთხზვას.
გუშინვე გავრცელდა სპეკულაცია, თითქოს მე "მეგობარი ჩავსვი ციხეში". ეს აბსოლუტურად მცდარი, დამახინჯებული ინტერპრეტაციაა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანს ემსახურება. რაც, სამწუხაროდ, გარკვეულ ადამიანებს გამოუვიდათ კიდეც.
ასე მაგალითად, "სიმართლის მოყვარულმა" ჟურნალისტმა (რომლის ვალია დაადგინოს ჭეშმარიტება) ნანუკა ჟორჟოლიანმა ჩემი ფოტო "ფეისბუკზე" განათავსა და მასზე დამყარებული მცდარი ინფორმაციით, პრაქტიკულად საჯარო ლინჩი მომიწყო.
ამავე პოსტში (და კომენტარებში) თვალში მეცა ქალთა უფლებების ცნობილი "დამცველის" ბაია პატარაიას კომენტარი. სამწუხაროა, ვინც სხვების დაცვას იბრალებს, თავად უწყობს ხელს ქალების მიმართ სიძულვილს," — წერს თოდუა.
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ თუმო ქუთაისი გახსნეს
-
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
-
სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ სომხეთი და აზერბაიჯანი "ტრამპის მარშრუტის" ფარგლებში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განიხილავენ
გადახედვა
-
"ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა "ინფო იმერეთი": ტყიბულის შახტში მუშა დაშავდა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა ადამიანის ტვინის გენის ფრაგმენტი ვირუსში აღმოაჩინეს — კვლევა
გადახედვა
კომენტარები