გიორგი შარაშიძის განცხადებით გახარიას პარტიამ და "ლელომ" საარჩევნო კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყეს
პარტია გახარია საქართველოსთვის წევრმა, გიორგი შარაშიძემ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა, რომ მზად არიან როგორც უპარტიო, ასევე ნეიტრალური და ლელოს და გახარია საქართველოსთვის პარტიული წარმომადგენლების წარსადგენად.
მისი თქმით, კანდიდატებთან დაკავშირებული კონსულტაციები უკვე დაწყებულია. შარაშიძე ასევე აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი ოპოზიციური პარტიებს შორის კონკურენციას არ ნიშნავს, რადგან საერთო მიზანი — ქართული ოცნების ელექტორატის შემცირება — უცვლელია. მან ოპოზიციის კრიტიკასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ისინი არჩევნების გზას მიჰყვებიან და განაცხადა, რომ ყველა საკუთარ საქმიანობას დაუბრუნდეს.
"იქნება სულ ორი ვარიანტი, ერთი — ეს იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური, უპარტიო კანდიდატი. საუბარია როგორც მერობის კანდიდატებზე, ასევე, საკრებულოში მაჟორიტარობის კანდიდატებზე, რომელსაც ექნება როგორც ჩვენი, ისე ლელოს და რაც მთავარია, სხვა ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლების მხარდაჭერაც. რაც შეეხება მეორე ვარიანტს — რა თქმა უნდა, შეიძლება იყვნენ პარტიული კანდიდატებიც. მაგალითად, ზოგ შემთხვევაში ლელოს კანდიდატი, ზოგ შემთხვევაში გახარია საქართველოსთვის კანდიდატი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთმანეთთან კონკურენციაში შევალთ.
...რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას - მოდი ვუთხრათ მათ, რომ ყველამ საკუთარ პარტიას მიხედოს. მათ ურჩევნიათ ჩვენს მიერ დასმულ კითხვას, თუ რას აპირებენ ბოიკოტის შემთხვევაში, არჩევნების შემდეგ, მკაფიო პასუხი გასცენ, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი იყოს, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ბოიკოტმა და როგორ შეიძლება ჩამოიშალოს ოცნება ბოიკოტის გზით. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს. პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ მივდივართ არჩევნების გზით. მიგვაჩნია, რომ ოცნება არ იმსახურებს იმ ელექტორატს, რაც ჰყავს. გაცილებით ნაკლები ელექტორატი უნდა ჰყავდეს ოცნებას სამართლიანი არჩევნების პირობებში. ოცნებას ეშინია საკუთარი ელექტორალური ბაზის რყევის და დაკარგვის. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია, ამ ადამიანებს ველაპარაკოთ. აკრიტიკონ ერთმანეთი და საკუთარი ნაბიჯები. ჩვენ ღრმად გვწამს ჩვენი არჩეული გზის," — განაცხადა შარაშიძემ.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები